
უი ჩემი გიო
მადლობა ბექა

უი დღEს მივულოცავ, როგორ ნერვიულობა მახსოვს
არაგვს მოვპარე...
წამოსაღებად ვაგროვებ ლოდებს,
არაგვი მომდევს...
ლოდებს კი არა, ძვირფას სიტყვებს...
ამდენ სიტყვებს რა დაიხსომებს?
მიდი და ქექე: დიდი, პატარა,
მრგვალი, ოვალი, გლუვი...
სუფთა, წკრიალა, ბევრჯერ ნაბანი...
არაგვის პირას აღმოვაჩინე
სიტყვის მადანი...
როგორც იქნა მოვათავსე მანქანაში
ჩემი ნადავლი...
(მე ხომ ვიცი, რომ ქურდი ვარ და
ნეტა რა ჭკუა აქვს, თუ რას იტყვის,
უცხო, მავანი...?)
ორიოდ მათგანს, უფრო მომცროს,
გულზედ დავიბნევ...
-გზას თბილისისკენ, მგონი გავიგნებ...
-ნეტა დასძალავს მანქანა ამდენს?
მინდა , რომ სახლშიც, წამოწოლილს,
მიყვებოდნენ, ეს ლოდები,
არაგვის ამბებს...
მინდა, რომ მარტო,
(მართალია, სიტყვა მოვპარე...)
-სხვას არავის...
არაგვს ვუყვარდე!...