სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 15:29

5. ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა-ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა 2

მოკლედ.. ამ დღის ანონსი ასეთია:

1. უშბას ვუყურებთ-უშბისკენ მივდივართ-თითქმის უშბასთან ვართ-უშბის ძირს ვუახლოვდებით-უშბის ძირთან არ ვართ, მაგრამ მაინც-უშბის ძირიდან მოვდივართ-უშბა ჩვენს უკანაა-უშბა არაფერ სიტუაციაშია, მაგრამ მაინც უშბა..

2. დღეს ლამას დღეობაააააა.. ხინკალი იხარშებოდააა...

3. ლამას რისხვა და ორი პიარშიკის პიარშიკული ოინები, საბოლოოდ პიარშიკი ლამა უფრო გამოდგა..

24 აგვისტოს მთელი მსოფლიო რომ ლამაობას აღნიშნავს, ეს უკვე ყველამ იცის და ახალი არაფერია.. ახალი მხოლოდ დილა იყო ბეჩოში..

ინფორმაციისათვის, "სპალნიები ას გადანაწილდა":

მისაღები ლოჯ-ოთახ-სათივე, ანუ თივაზე: პაატა, დაიაური, აბალდუი.. მარცხნივ საკარვეებში: დანარჩენი ბიჭები: ლამა, გუგა, გიორგი, ალეკო, ვახტანგი პირდაპირ, გოგოები კარვებში: კოკინა_ლო, ნათია, თამუნა..

24 აგვისტო გათენდა ასე: ამოვიდა მზე.. მაგრამ ამოსვლამდე, დაიაური ბალალაიკაზე აწყობდა "რა ლამაზი დღეას..", აკომპანიმენტს უწყობდა პაატა და მცირე ასისტირებას თქვენი მონა-მორჩილი აბალდუი..

მალე კარი გაიღო და დაიაურ-პაატაურის დუეტმა ლამას სპალნიკთან ადგილზე შეასრულეს მეტად საინტერესო არანჟირებით, აბალდუიმ სათივედან ასისტირება შეითავსა...

დღე დაიწყო შდგრას ჩანჩქერზე სვლით, მე აღარაფერი დამრცენოდა, თუ არა ჯოხთან დამეგობრება და კოჭლობით სვლა.. გზაში ლამას ურეკავდნენ და ულოცავდნენ, ლამას იმ დღევანდელი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში იყო: . უშბას ვუყურებთ-უშბისკენ მივდივართ-თითქმის უშბასთან ვართ-უშბის ძირს ვუახლოვდებით-უშბის ძირთან არ ვართ, მაგრამ მაინც-უშბის ძირიდან მოვდივართ -უშბა ჩვენს უკანაა , მოკლედ, ვისაც რა გინდოდა ეკითხა, სხვა პასუხის იმედი ნურც ექნებოდა, მაშინაც კი, როდესაც უშბა არაფერ სიტუაციაში იყო, ტექსტში მაინც ერია უშბა.. ეს აუცილებელი პირობა იყო..

დღე საკმაოდ საინტერესო, მაგრამ არასრული იყო, ვნახეთ მაზერი, გავიცანით ლამას დეიდა და დეიდაშვილი.. დეიდა ხინკალს შეგვპირდა და ჩვენ გზა დროებით გავაგრძელეთ.. მართალია, შდგრასთან არ მივსულვართ, მაგრამ უშბის ძირას თითქმის მაინც ხომ ვიყავით..

გზად შევიარეთ პატარა სამლოცველოში, რომელიც ქრისტიანულ-კერპთაყვანისმცემლური ტიპის სალოცავს წააგავდა.. ეს იყო ყველაზე უბრალო რამ, რაც ვნახეთ შემდგომში სვანეთში, თუმცა ფრიად საინტერესოც..

მოგვიანებით წიწვოვან ტყეში გადავედით.. მე და ნათია სოკოებს ვკრეფდით გზადაგზა.. გელა და პაატა კი სადღაც დატყდნენ, სავარაუდოდ, სათევზაოდ წავიდნენ.. მოოკლედ.. ტყეში წავუბანაკეთ... ალეკო, გიორგი, ნათია და მე აქტიურად ვაგროვებდით სოკოებს.. მე ლამას მეობრულად ვექცეოდი და შედეგსაც ხედავთ:

Image

იმ დროს, როცა კინაღამ და მართლაც წავედით შდგრაზე, ვიღაცას და მგონი ლამას გაახსენდა, რომ ჩვენ ხინკალი გვიხმობდა და უკან გამოვბრუნდით...
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 15:35

მეზერის მთაზე, უშბას რომ უყურებს პირდაპირ, სალოცავი იყო...
საშინლად გწყუროდა... მართალია ტყეში მარწყვითა და მაყვლით ცოტა იოლი იყო, მარა მაინც... მერე ტბასთან რომ მოვხვდით მზე იყო... უფრო მეტად მოგვწყურდა... ცხელოდა... ცხელოდა... არყიანი წყალი გვქონდა... იმან უარესი დაგვმართა...თან მანამდე მარილიანი ჩხირები მივირთვით...რაც არ უნდა გასაოცარი იყოს...
ხოოოდა :)
მივედით სალოცავამდე... აბალდუიმ, აქ ქალების შესვლა არ შეიძლებაო და მზის ქვეშ ველოდით როდის მოილოცავდნენ და გამოვიდოდნენ, რომ წყაროს საძებნელად წავსულიყავით...
ლამას, აბალსუისა და გუგას ლოცვის შემდეგ დალოცვა მოუნდომებიათ და იქვე ნაპოვნი სასმელით გაუვსიათ ჭიქები... მათი მჭერმეტყველების ამბავი თქვენ უკეთ იცით და დალევის დროს რომ მოუღწევია, ჰოი საოცრებავ, 2 ლიტრიანი ბოთლი ცივი წყლით აღმოჩნდა სავსე :!: :!: :!: :!: :!: :!: :shock: :shock:
სასწაული იყო... მართლა :)
ცოტაც გავიარეთ და წყურვილის მოკვლის შემდეგ შიმშილიც გაგვახსენდაა...
ჰოოდა ...
არაა... ფოტოების გარეშე არ ღირს...
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 15:41

5-ა ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა-ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა 3 :wink:

ჰოდა ლამას დაბადების დღის დღე იყო, 24 აგვისტო, უშბის ძირის დღე ასევე.. ჩვენ დავბრუნდით მაზერში, მივედით იამზე დეიდასთან:

Image

დიახ-დიახ.. ეს მე გახლავართ ლამას დეიდაშვილ თამუნასთან ერთად ხინკალს ვახვევ, სხვათა შორის მგონი ჩინებულად გამოვიდა... ჰოოო.. ჰოდა, აბა რისი აბალდუი ვიქნებოდი, რომ ჩემს ამ კეთილშობილურ საქციელში :twisted: არ ჩქმექსოვა.. მოკლედ, რამდენიმე ცალი ფქვილითა და ცომით გატენილი "ხინკალი" გავამზადე ჩემო ბატონოოო.. მისია ისეთი წარმატებით გამომივიდა, რომ ბოლოს ყველას შიში დაეუფლა, ხინკალს რომ იღებდა ხელში, საიდან აღარ სინჯავდნენ, რომ გაერკვიათ ღირდა თუ არა გასინჯვა..

ხინკალი უგემრიელესი გამოვიდა, აქედანაც დიდი მადლობა იამზე დეიდასა და თამუნას.. კინაღამ დავაარხოტეთ და კინაღამ ვიმღერეთ, რომ სად იყო და სად არა, დაიაური დაგვეკარგა, იმას პაატა მიჰყვა და კოკინა_ლოც..

ლამამ ცოტა არ იყოს და კინაღამ იწყინა და კინარამ რქებიც გამოაჩინა... მე გადავწყვიტე ჩვენი უსაფრთხოება დაგვეცვა და საზეიმო თამადობას შევუდექი, თუ როგორ გამომივიდა, ლამამ და იქ მყოფმა საზოგადოებამ შეაფასოს..

სუფრას ერთადერთი მეტად სასიამოვნო და ლამაზი მანდილოსანი გვიმშვენებდა, კოკინა_ლო-ს პლიუსი თამუნა, ნათია გვერდით ოთახში დიასახლისებთან ერთად საუბრობდა და დაკრეფილ სოკოს ამზადებდა.. რომელიც მოგვიანებით მეტად წარმატებულად გავსინჯეთ..

კიდეც ლექსიც ვთქვით, კიდეც ვიმღერეთ, კიდეც ვიცინეთ და კიდევ ვიხუმარეთ.. მერე.. მერე.. აბა, რისი აბალდუი ვიქნებოდი, რომ მორიგი :twisted: არ მომეფიქრებინა...

:twisted: :twisted: :twisted:

ჰოოდაა....

:!: :!: :!: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 04 სექ 2007, 15:48, edited 1 time in total.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by Archil » 04 სექ 2007, 15:45

ხალხო გაიხარეთ, კარგი დრო გიტარებიათ, მაგარია. მეც მქონდა სურვილი სვანეთში ამოსვლის, მაგრამ სურილად დარჩა, იმედია ჯერჯერობით მხოლოდ. ყველაზე ლამაზზე რა გითხრათ, რაც არ მინახია საკუთარი თვალით, იმაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, როცა ვნახავ, მაშინ ჰოო... მანამდე კი....

აბალდუის მიერ ნათესავის აღმოჩენა სულ არ გამკვირვებია. რაც ხევსურეთში ჩანჩქერთან ახმეტელი კაცის მიერ აბალდუის თანამშრომლის მეორე ფეხმძიმობის ისტორია მოვისმინე ცხადად, მიდი და ამის მერე გაგიკვირდეს ეგეთი რამეები.

გობეს რაღა უნდოდა ბეჩოში? თავის კარავის დასავაზვრატებად სვანეთში დაგადგათ თუ? მაგი ქუთაისში და ქობულეთში დადიოდა , ეგრე მახსოვს და...

ისე, აბალდუი ყოჩაღ, აბუდელაური-როშკას მერე ასე დაუსვენებლად სვანეთში როგორ გარისკე? თუმცა მე ვის ვეუბნები, ჩემი პატრონი და შემხედვარე რომ არავინ იყო, იმ დროს რომ ვიხსენებ, ეხლაც მიკვირს, რეებს ვშვებოდი, სად არ დავბორიალობდი... თვალებდახუჭულს მანქანა 150 კმ/სთ გიტარებიათ? ჰოდა ეგეთებიც მომსვლია და უარესებიც...

ველოდებით რეპორტაჟის გაგრძელებას. მართლა, ლიტველები რომ დააკავეს სვანებმა, თქვენ თუ გაიგეთ? ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, რამე არ შეემთხვათ თქო, მაგრამ ამდენხნიანში იქით დააწერდით სვანებს საჭმელ-სასმელს და არა პირიქით. წასართმევი თქვენ რა გქონდათ და კაი სიმღერა და ლექსი კიდევ არ გამოგელეოპდათ და... ასე რომისევ ქეიფს აჯოპბებდნენ თქვენთან, ვიდრე ომობანას.

დაიაური ხომ არ წასულა ჯერ შატილს? წიგნები მაქვს ხევსური ბავშვებისთვის და გავატანო მინდა. მე ვერ მოავხერხე ჯერჯერობით იქ ასვლა, რომ პირადად მიმეტანა და კაი ხალხი ზრუნავს ხევსური ბავშვების განათლებაზე და როგორ არ შევუწყო ხელი. ასე რომ დაიაურს დამაკავშირეთ მაგ საკითხზე. ეს ალბათ უფრო პაატას ეხება.

გააგრძელეთ, მოუთმენლად ველოდებით მონათხრობს და სურათებს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 15:47

უი... მართლა...
პატრული :!: :!: :!:
ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ...
ბოლოს სპეციალურად ჩვენთვის მარშუტკა გამოგზავნეს და სახლამდე (ბეჩო :)) მოგვიყვანეს :!: :!: :!:
:)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ZVIOSULI » 04 სექ 2007, 15:59

LOKOKINA wrote: არაა... ფოტოების გარეშე არ ღირს...
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by Ninukala » 04 სექ 2007, 16:01

zviorgatori
იეტობას გილოცავ ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ZVIOSULI » 04 სექ 2007, 16:06

ოფტოპიკია მაგრამ - ზვიო იეტობას გილოცავ, სულ ჯანში, ბედნიერებაში და გახუნებულობაში!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by Naia » 04 სექ 2007, 16:07

zviorgatori
ზვიო იეტი გამხდარაააა
მომილოცავს! მრავალი ადგილი მოგელაშქროს :)

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 16:08

:)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 16:09

5-ბ. ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა-ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა 4

ამ ამბავს უბრალო ენა ვერ მოყვება-ვერა.. ამ ამბავის თხრობას ლამას მადლი უნდა.. ჩემნაირი მოკვდავი შეძლებს კი? ეჰ.. რაც არის, არის...

ახლა კარგად დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ: ბეჩოს ბანაკში დაიაური, ვახო, ლოკოკინა და პაატაა.. მაზერში ლამა, თამუნა, მე-აბალდუი, ალეკო, გიორგი და ნათია... კარგად შევსვ-სვამდით, აზრებმაც აირის მოლეკულებივით ფართოდ დაიწყეს რბოლა და ნელ-ნელა მომწიფდა კონფლიქტის გათამაშების იდეა.. პაატა ხომ პიარშიკია და მისი გვეშინოდა, მაგრამ პიარშიკებიც ხომ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ადამიანები არიან.. ჰოდა, აქეთ კიდევ ერთი პიარშიკი და ერთი ფსიქოლოგი და კიდევ ადამიანები იყვნენ.. ამბავი შეიქმნა ასეთიიი::: ამას ესკიზების ის სახით მოვყვები, თორემ ჩემი მხატვრული აზროვნება და წერის ნიჭი ვერ გაუმკლავდება !!!

1. ტელეფონზე ლამა კამათობს პაატასთან, ლამა გატეხილშია.. :twisted:
2. პაატა არ იჯერებს და კაიფობს, ეს ხელს უშლის ჩვენს მზაკვრულ გეგმებს..
3. პაატასთან გელაა, ის ალალი და წესიერი კაცია, პაატა დაღლილია, ეს მომენტი ხელიდან არ არის გასაშვები, საჭიროა ემოციური მუხტი..
4. მცირედ პათეტიური გადახვევა ლამას მხრიდან ახერხებს ბეჩოელი "მსხვერპლების" მცირედ ეჭვში ჩაგდებას, მთავარი ეს არის..
5. საჭიროა ლამას როლში შეყვანა, გაუმარჯოს მორიგ სადღეგრძელოებს, აბალდუი აგრძელებს თამადობასა და სუფრის წევრები გეგმას ამზადებენ.. გვყავს საკუთარი ფსიქო-კონსულტანტი, კოკინა_ლოს პლიუსი თამუნა..
6. საღამოა ბნელი..
7. პაატა ბეჩოდან ჯერ კაიფობს.. მერე მხოლოდ ჰგონია, რომ კაიფობს..
8. გელა შეშფოთდა.. პაატა.. პაატას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი კაიფობს თუ ისიც შეშფოთდასავით.. ჩვენც ეს გვინდა..

ამას მოჰყვა ლამას ტელეფონზე ზარები, ლამა ისე შევიდა როლებში, რომ ბოლოს ჩვენ ვეხვეწებოდით, დამშვიდდი, ცოდოები არიან-თქო.. თურმე ლამა აქეთ გვეკაიფება იმათაცა და ჩვენცა.. ანუ.. მიუხედავად იმისა, რომ ორ ბანაკს თავ-თავისი პიარშიკები ჰყავს, ყველანი ლამას პიარის მსხვერპლი გავხდით იქეთ.. ამის მერე, მიდი და დაიჯერე, რომ სვანები არ აფერისტობენ ხოლმე..

მოოკლედ.. ასე იყო თუ ისე.. :twisted: :twisted: ჰმ.. ჰმ.. ბეჩოს ბანაკის ორი წარმომადგენელი, დაიაური და პაატა გზაზე შემოგვეყარნენ შეშფოთებულები კი არა და გაგიჟებულები.. ჩვენ რომ მარტოები დაგვინახეს (ლამა უკან მოგვყვებოდა ხე-ხეს მალვით), მთლად გაგიჟდნენ და გადაირივნენ.. ღამე იყო, მაგრამ მაზერში წასვლა გადაწყვიტეს :twisted: :twisted: მარტო მაზერში კი არა, მეორე დღეს სასწრაფოდ თბილისში გადაწყვიტეს დაბრუნება..

ჩვენ ყველანი ლამას გარეშე დავბრუნდით ბეჩოს ბანაკში.. პაატა ნაძალადევად ხუმრობდა.. ბნელოდა.. იმ საღამოს ბევრი სიგარეტი მოიწია..

მერე კი.. მოვიდა ლამა და...

:arrow: :arrow: :arrow:
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ZVIOSULI » 04 სექ 2007, 16:11

Naia
მხოლოდ მილოცვა? საჩუქარი?
ზვიოს საჩუქრები უყვარს!............ოფ-სტოპ-იკ-იკ -იკი -იკ......................
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 16:12

მოვიდა ლამა და დაგვცინა :!:
მე გაოცებამ გამიარა :D
ასე არაფერი გამხარებია იმ დღეს :!:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 16:16

6. ლაფსყალდი - სიწმინდეთა თავშესაფარი

აქ სათქმელი ბევრია და ფოტოები კიდევ უფრო ბევრი.. პაატა და ლამა სად არიან?

აბა... გამოჩნდით..

მეექვსე თემა ლაფსყალდს ეკუთვნის...
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ZVIOSULI » 04 სექ 2007, 16:18

abaldui wrote: 5-ბ. ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა-ბეჩოს ჰამაკი-მაზერის სკოლა 4

ამ ამბავს უბრალო ენა ვერ მოყვება-ვერა.. ამ ამბავის თხრობას ლამას მადლი უნდა.. ჩემნაირი მოკვდავი შეძლებს კი? ეჰ.. რაც არის, არის...

ახლა კარგად დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ: ბეჩოს ბანაკში დაიაური, ვახო, ლოკოკინა და პაატაა.. მაზერში ლამა, თამუნა, მე-აბალდუი, ალეკო, გიორგი და ნათია... კარგად შევსვ-სვამდით, აზრებმაც აირის მოლეკულებივით ფართოდ დაიწყეს რბოლა და ნელ-ნელა მომწიფდა კონფლიქტის გათამაშების იდეა.. პაატა ხომ პიარშიკია და მისი გვეშინოდა, მაგრამ პიარშიკებიც ხომ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ადამიანები არიან.. ჰოდა, აქეთ კიდევ ერთი პიარშიკი და ერთი ფსიქოლოგი და კიდევ ადამიანები იყვნენ.. ამბავი შეიქმნა ასეთიიი::: ამას ესკიზების ის სახით მოვყვები, თორემ ჩემი მხატვრული აზროვნება და წერის ნიჭი ვერ გაუმკლავდება !!!

1. ტელეფონზე ლამა კამათობს პაატასთან, ლამა გატეხილშია.. :twisted:
2. პაატა არ იჯერებს და კაიფობს, ეს ხელს უშლის ჩვენს მზაკვრულ გეგმებს..
3. პაატასთან გელაა, ის ალალი და წესიერი კაცია, პაატა დაღლილია, ეს მომენტი ხელიდან არ არის გასაშვები, საჭიროა ემოციური მუხტი..
4. მცირედ პათეტიური გადახვევა ლამას მხრიდან ახერხებს ბეჩოელი "მსხვერპლების" მცირედ ეჭვში ჩაგდებას, მთავარი ეს არის..
5. საჭიროა ლამას როლში შეყვანა, გაუმარჯოს მორიგ სადღეგრძელოებს, აბალდუი აგრძელებს თამადობასა და სუფრის წევრები გეგმას ამზადებენ.. გვყავს საკუთარი ფსიქო-კონსულტანტი, კოკინა_ლოს პლიუსი თამუნა..
6. საღამოა ბნელი..
7. პაატა ბეჩოდან ჯერ კაიფობს.. მერე მხოლოდ ჰგონია, რომ კაიფობს..
8. გელა შეშფოთდა.. პაატა.. პაატას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი კაიფობს თუ ისიც შეშფოთდასავით.. ჩვენც ეს გვინდა..

ამას მოჰყვა ლამას ტელეფონზე ზარები, ლამა ისე შევიდა როლებში, რომ ბოლოს ჩვენ ვეხვეწებოდით, დამშვიდდი, ცოდოები არიან-თქო.. თურმე ლამა აქეთ გვეკაიფება იმათაცა და ჩვენცა.. ანუ.. მიუხედავად იმისა, რომ ორ ბანაკს თავ-თავისი პიარშიკები ჰყავს, ყველანი ლამას პიარის მსხვერპლი გავხდით იქეთ.. ამის მერე, მიდი და დაიჯერე, რომ სვანები არ აფერისტობენ ხოლმე..

მოოკლედ.. ასე იყო თუ ისე.. :twisted: :twisted: ჰმ.. ჰმ.. ბეჩოს ბანაკის ორი წარმომადგენელი, დაიაური და პაატა გზაზე შემოგვეყარნენ შეშფოთებულები კი არა და გაგიჟებულები.. ჩვენ რომ მარტოები დაგვინახეს (ლამა უკან მოგვყვებოდა ხე-ხეს მალვით), მთლად გაგიჟდნენ და გადაირივნენ.. ღამე იყო, მაგრამ მაზერში წასვლა გადაწყვიტეს :twisted: :twisted: მარტო მაზერში კი არა, მეორე დღეს სასწრაფოდ თბილისში გადაწყვიტეს დაბრუნება..

ჩვენ ყველანი ლამას გარეშე დავბრუნდით ბეჩოს ბანაკში.. პაატა ნაძალადევად ხუმრობდა.. ბნელოდა.. იმ საღამოს ბევრი სიგარეტი მოიწია..

მერე კი.. მოვიდა ლამა და...

:arrow: :arrow: :arrow:

ზვიო ვერ მიხვდა............... :|
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]