მოკლედ.. ამ დღის ანონსი ასეთია:
1. უშბას ვუყურებთ-უშბისკენ მივდივართ-თითქმის უშბასთან ვართ-უშბის ძირს ვუახლოვდებით-უშბის ძირთან არ ვართ, მაგრამ მაინც-უშბის ძირიდან მოვდივართ-უშბა ჩვენს უკანაა-უშბა არაფერ სიტუაციაშია, მაგრამ მაინც უშბა..
2. დღეს ლამას დღეობაააააა.. ხინკალი იხარშებოდააა...
3. ლამას რისხვა და ორი პიარშიკის პიარშიკული ოინები, საბოლოოდ პიარშიკი ლამა უფრო გამოდგა..
24 აგვისტოს მთელი მსოფლიო რომ ლამაობას აღნიშნავს, ეს უკვე ყველამ იცის და ახალი არაფერია.. ახალი მხოლოდ დილა იყო ბეჩოში..
ინფორმაციისათვის, "სპალნიები ას გადანაწილდა":
მისაღები ლოჯ-ოთახ-სათივე, ანუ თივაზე: პაატა, დაიაური, აბალდუი.. მარცხნივ საკარვეებში: დანარჩენი ბიჭები: ლამა, გუგა, გიორგი, ალეკო, ვახტანგი პირდაპირ, გოგოები კარვებში: კოკინა_ლო, ნათია, თამუნა..
24 აგვისტო გათენდა ასე: ამოვიდა მზე.. მაგრამ ამოსვლამდე, დაიაური ბალალაიკაზე აწყობდა "რა ლამაზი დღეას..", აკომპანიმენტს უწყობდა პაატა და მცირე ასისტირებას თქვენი მონა-მორჩილი აბალდუი..
მალე კარი გაიღო და დაიაურ-პაატაურის დუეტმა ლამას სპალნიკთან ადგილზე შეასრულეს მეტად საინტერესო არანჟირებით, აბალდუიმ სათივედან ასისტირება შეითავსა...
დღე დაიწყო შდგრას ჩანჩქერზე სვლით, მე აღარაფერი დამრცენოდა, თუ არა ჯოხთან დამეგობრება და კოჭლობით სვლა.. გზაში ლამას ურეკავდნენ და ულოცავდნენ, ლამას იმ დღევანდელი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში იყო: . უშბას ვუყურებთ-უშბისკენ მივდივართ-თითქმის უშბასთან ვართ-უშბის ძირს ვუახლოვდებით-უშბის ძირთან არ ვართ, მაგრამ მაინც-უშბის ძირიდან მოვდივართ -უშბა ჩვენს უკანაა , მოკლედ, ვისაც რა გინდოდა ეკითხა, სხვა პასუხის იმედი ნურც ექნებოდა, მაშინაც კი, როდესაც უშბა არაფერ სიტუაციაში იყო, ტექსტში მაინც ერია უშბა.. ეს აუცილებელი პირობა იყო..
დღე საკმაოდ საინტერესო, მაგრამ არასრული იყო, ვნახეთ მაზერი, გავიცანით ლამას დეიდა და დეიდაშვილი.. დეიდა ხინკალს შეგვპირდა და ჩვენ გზა დროებით გავაგრძელეთ.. მართალია, შდგრასთან არ მივსულვართ, მაგრამ უშბის ძირას თითქმის მაინც ხომ ვიყავით..
გზად შევიარეთ პატარა სამლოცველოში, რომელიც ქრისტიანულ-კერპთაყვანისმცემლური ტიპის სალოცავს წააგავდა.. ეს იყო ყველაზე უბრალო რამ, რაც ვნახეთ შემდგომში სვანეთში, თუმცა ფრიად საინტერესოც..
მოგვიანებით წიწვოვან ტყეში გადავედით.. მე და ნათია სოკოებს ვკრეფდით გზადაგზა.. გელა და პაატა კი სადღაც დატყდნენ, სავარაუდოდ, სათევზაოდ წავიდნენ.. მოოკლედ.. ტყეში წავუბანაკეთ... ალეკო, გიორგი, ნათია და მე აქტიურად ვაგროვებდით სოკოებს.. მე ლამას მეობრულად ვექცეოდი და შედეგსაც ხედავთ:

იმ დროს, როცა კინაღამ და მართლაც წავედით შდგრაზე, ვიღაცას და მგონი ლამას გაახსენდა, რომ ჩვენ ხინკალი გვიხმობდა და უკან გამოვბრუნდით...