’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by doctor ako » 28 ოქტ 2008, 16:20

lali

დიდი მადლობა!!!!!!!!!

ზუსტ "ფერებში" გადმოსცემთ ყოველივეს,მთელი გრძნობით, უდიდესი სიყვარულით.


ნოველების ან მოთხრობების კრებული გამოვა ძალიან კარგი, ციკლიდან - "სამარგალო გვალო შხვა რე" ან "ჩქიმი სამარგალო" , ან კიდევ სხვა...

ახლა არა თქვათ ეს მშობლის ინსტიქტიაო Very Happy

არა, ბატონო!

Very Happy ასეთი სიყვარული მარტო მეგრულმა თხამ იცის

ჯერ რაოდენ გახარებული ვარ თქვენი თხრობით...

რამდევი ვიცინე,ასეთ"ჩქინობურ" ხუმრობაზე,იმედი მაქვს "ოპოზიცია" არ "გაჩნდება" რომ საწინააღმდეგო რამე თქვას...ახლაც მეცინება

ასეა რა Smile
ჩემს ჭიას ვახარებ Very Happy

და თქვენც თუ კითხულობთ, მთლად უკეთესი

ეს რა გვითხარით...

თუ ვკითხულობთ...

მთელი გულისყურით!

უკვე შეგვაჩვიეთ და კიდევ ბევრჯერ უნდა გაგვახაროთ.

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by doctor ako » 28 ოქტ 2008, 16:20

(... როგორი დიადია,ლამაზი და საოცარი ჩვენი საქართველო,თავისი მარგალიტი კუთხეებით...)

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 28 ოქტ 2008, 20:39

doctor ako


დიდ მადლობას მოგახსენებთ,

რა გითხრათ და ფრიად ნასიამოვნები ვარ :)

მიხარია თუ ხალისიან განწყობილებას გიქმნით :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 28 ოქტ 2008, 22:07

ბებიაჩემი ამბობდა - ახალგაზრდობაში ’’ჯარი ’’ იყო და იქ ვეცნობოდითო გოგო - ბიჭები ერთმანეთს. თან ამატებდა -
ადამიანებს თავი რომ არ მოსწონდეთ, ’’ ჯარიც’’ არ შეიკრიბებაო.

კითხვის დასმას ვერ ვუბედავდი, თან მიკვირდა, ’’ჯარში’’ რა უნდოდა გოგოს-მეთქი :)

’’ ჯარი’’ აღმოჩნდა ადამიანთა თავყრილობა :)

ასე პოულობდნენ თავიანთ საბედოებს ახალგაზრდა ქალიშვილები ’’ჯარში’’ :D
ერთ-ერთ ’’ჯარობაზე’’ გავიცანი ბაბუაშენიო :D . რა იცოდა ჩოხა - ახალუხში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა, რომ წინა კვირას კაი ხანი მევაჭრებოდა - დამიკელიო ფასი ინდაურზე :lol: , ჩადრის ქვეშ ვმალავდითო, ბებია, სახეს.

გოგოს თეთრი პირისკანი უნდა ჰქონოდა და თქვენ, რა ამბავია, მზეს რომ შეფიცხებულხართო - უკვირდა, სახლის უკან, ეზოში ბუნებრივ ’’სილარიუმში’’ გასარუჯად წამოკოტრიალებულ გოგოებს რომ დაგვინახავდა :lol:

ბებია, შენ ჩიხტი - კოპიანი ქალი, ინდაურს ყიდდი-მეთქი ? - ვაბრაზებდი :lol:

მოხუცი ხუმრობას ვერ ხვდებოდა და მართლა ბრაზდებოდა :)

- ვყიდიდი, მერე რაო! თან ამაყად დაამატებდა - მე ჩიქვანის ნათლული ვიყავი და ვინ გამიბედავდაო რამეს.

( ჩიქვანები დღევანდელი ჩიქოვანები არიან, ძველი თავადები )

ძველად, ძალიან საამაყო იყო თავადის ნათლულობა, :D მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნათლია ამზითვებდა თავის ნათლულს!

:lol:

აპა, რავა! :wink:

:D :D :D :D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 29 ოქტ 2008, 03:19

ადრე, სოფელში ცხოვრება დუღდა. თავისებურად ერთობოდნენ სოფლის ახალგაზრდებიც; ეს წაბლობაო, ეს თხილის კრეფაო, საღამოს - კინოო.

ყველა სოფელს ჰქონდა ’’კლუბი’’ :) , ფილმებიც ყოველ ღამე გადიოდა, მაგრამ ’’რატომღაც’’ :wink: მეზობელი სოფლის კლუბში უხაროდათ სიარული.
ალბათ, იქ ’’განსაკუთრებული’’ ფილმებს უჩვენებდნენ :lol: ,
ყველაფერ ამის მიზეზი, კი :D - გზა იყო კინოდან სახლამდე. აქეთობისას იგი სასიამოვნოდ გრძელდებოდა.

დროის ამ მონაკვეთში, სიყვარულის ახსნას კი არა, რომანის დაწერას მოახერხებდა კაცი :lol:




სოფლის გოგო -ბიჭები ჩაის კრეფაშიც ხედავდნენ რაღაც რომანტიკულს :)

დილას საჭირო არ იყო კარდაკარ ჩამოვლა და ხალხის გამოყვანა სამუშაოზე. აქაც ერთმანეთის ხათრით დადიოდნენ ახალგაზრდები :)

’’ბრიგადირი’’ ისე ჩამოარიგებდა გოგო -ბიჭებს ჩაის პლანტაციის მწკრივებში... :D
სულ იცოდა ვის ვინ მოსწონდა... :D

ისე ’’მუყაითად’’ შრომობდნენ, რომ... ვის უნდოდა დასვენება და სადილზე გამოსვლა... :D

მიდიოდა თვალებით თამაში :), მალულად ერთმანეთის ცქერა. მერე ვითომ შემთხვევით დავარდნილი ჩალის ქუდი, ან ერთი შეკივლება რაღაცის გაფაჩუნებაზე და ბიჭიც საშველად გადმოფრენილი ერთ წამში ჩაის უზარმაზარ ბუჩქს :lol: ...

ხო, ხო, ხო, ხო რა ქორწილები იმართებოდა მერე შემოდგომაზე ... :wink: :lol:

და ივსებოდა სოფელი თვალხატულა გოგონებითა და ქოჩორა ბიჭუნებით.

მაშინ მივტიროდით დემოგრაფიას და ახლა კი ,მთლად წასულია ჩვენი საქმე :(

ჩემს სოფელში მარტო შვიდამდე ბერბიჭა და ერთი ამდენივე უკვე პოტენციური შინაბერაა. არ ქორწინდებიან ... ვერაფერს იზამ, სულ რაღაც კარგი დროის მოლოდინში არიან :(

შეიძლება მართლებიც იყონ

მაგრამ ...

გადავშენდებით...



ღმერთო, შენ გვიშველე ...
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 29 ოქტ 2008, 15:25

ძველად ყველას ჰქონდა განსაკუთრებულ ადგილზე მიწაშიჩაფლული სპეციალური ქვევრი.
მასში ინახავდნენ საეკლესიო დღესასწაულებისათვის საგანგებოდ დაყენებულ წითელ ღვინოს - ზედაშეს.
ასეთი ქვევრი დღესაც არის ჩაფლული ბებიაჩემის ეზოში.

იმ ადგილს განსაკუთრებით უვლიდნენ და ბავშვებს ახლოს არ გვაკარებდნენ.
მას სამეგრელოში ’’ოხვამერი’’ (’’ხვამუა’’- დალოცვა) ჰქვია, ანუ დასალოცი ჭური.

დროთა განმავლობაში ამ ქვევრთან დაკავშირებულმა წესებმა და რიტუალებმა ცვლილება განიცადეს. მასში ისევ ისე ისხმებოდა ღვინო, ოღონდ, უკვე სხვა რამისთვის.

მაგალითად, თუ ადამიანი რამე განსაცდელს გადაურჩებოდა, მისთვის შეუთქვამდნენ უფალს საკლავს და აქ შენახული ღვინით, ყოველ წალიწადს, ერთიდა იგივე დროს ’’ოხვამერს’’ აკეთებდნენ.

მზადდებოდა განსაკუთრებული სუფრა ტაბაკზე ( დაბალი მოგრძო მაგიდა ), მას ნაკურთხ წყალს ასხურებდნენ და ზედ სამ სანთელს დაანთებდნენ.
იდგა მუხლებზე დაჩოქილი ადამიანი ( ვისთვისაც კეთდებოდა ეს ყველაფერი ) და სანთლით ხელში, მადლობას სწირავდა უფალს გადარჩენისათვის.

ასეთ’’ ოხვამერს’’ სხვა რამისთვისაც აკეთებდნენ. მაგალითად, ოჯახის კეთილდღეობისათვის, ქვეყნის მშვიდობისათვის, მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად და სხვა.

სულ თავიდან ამ რიტუალს, თავისი სპეციალური ლოცვებით, სოფლის მღვდელი ასრულებდა, ახლა, კი იგივეს ცოტა ’’დამახინჯებული’’ სახით, მაგრამ იმავე შინაარსით ყველა ოჯახის უფროსი აკეთებს

სანამ სანთელი არ ჩაიწვებოდა ტაბლაზე და ყველა იქდამსწრის ხელში - პურს არავინ გატეხავდა. დროის ამ მონაკვეთში ყველა მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.

აღსანიშნავია, რომ მოუნათლავ ადამიანს იქ დასწრების უფლება არ ჰქონდა.
ჭამა - სმაც ზომიერი იყო, ღრიანცელის გარეშე.

ამ სუფრის კეთების პროცესში, თუ რამე ნაგავი მორჩებოდა (საკლავის ძვლები, ტყავი ), მას ისე, უბრალოდ არ ყრიდნენ. საგანგებოდ მარხავდნენ, რათა ძაღლი არ მიჰკარებოდა. ეს ნასუფრალიც კი ’’წმინდად’’ ითვლებოდა.


ბავშვებს განსაკუთრებულად გვიხაროდა ასეთი დღეები. ვიცოდით, სანთლის გაქრობის მერე, იმ ტაბაკიდან პირველს ჩვენ მოგვაწვდიდნენ შემწვარი ქათმის ბარკალს და მეგრული ყველით გაძეძგილ ხაჭაპურს :D

მაშინ ამ რიტუალის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი, ბავშვებს ’’სხვა რამე’’ გვხიბლავდა :lol:
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 30 ოქტ 2008, 18:14

სამეგრელოში თუ ყოფილხართ, შეიძლება გსმენიათ ასეთი გამოთქმა - ’’ჯინჯი ოჯახი’’, რაც ’’ძირ ოჯახს’’ ნიშნავს.

ასე იმიტომ ჰქვია, რომ იქ რამოდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს: ბებია - ბაბუა, დედ - მამა, შვილიშვილები. შესაძლებელია ერთ სახლში ჩხოვრობდეს ორი ძმა თავისი ცოლ- შვილით.
ასეთ ოჯახებში ბოლო სიტყვა ყოველთვის ასაკით უფროსს ეკუთვნოდა, ყველა მას მორჩილებდა, რადგან მეტი გამოცდილება ჰქონდა და შესაბამისად, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

ახლა, ცოტა უფრო ’’შერბილებული’’ სიტუაციაა, მაგრამ უხუცესის აზრს პატივისცემით ისმენენ და ’’ხანდახან’’ იზიარებენ კიდეც :D

საერთოდ, სამეგრელოში უფროსებისადმი გადამეტებულ პატივისცემას იჩენენ. მაგრამ არის ერთი გამონაკლისი - სტუმარი, მას უკლებლივ ყველა ფეხზე ეგებება.

სამეგრელოში ხუმრობენ - ძაღლიც კი ფეხზე წამოუდგებაო სტუმარს, თუნდაც ეს სტუმარი ბავშვი იყოს.


:)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 30 ოქტ 2008, 20:10

წინა თემას გავაგრძელებ-

უფროსებისადმი პატივისცემაზე ვყვებოდი. მაგრამ, როგორც ვახსენე, სტუმარი უზენაესია და ხელჯოხიანი მოხუცებიც კი ფეხზე დგებიან მოწიწების ნიშნად.

ისე სავალდებულო არ არის ადამიანმა ჭიშკარი შემოგიღოს. გზიდანაც რომ მოგესალმოს, მაინც ფეხზე წამოუდგებიან და ისე დაუხრიან თავს. :)

ჩემი ქმარი წარმოშობით ქართლელია და ეს წესი მისალმებისა არ იცოდა. ერთხელაც, ზაფხულში იქ დასასვენებლად ჩასულები ,მოგვინახულა და რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება ( მაშინ ახალი სიძე იყო :) ), როცა მოსულმა გვითხრა - ეს ხალხი მე საიდან მცნობს, რამდენ სახლსაც ჩავუარე ყველა ოჯახიდან ფეხზეადგომით მომესალმნენო :)


ზრდილობაზე ბევრი მომივიდა საუბარი, მაგრამ ერთ ისტორიასაც გავიხსენებ...

ჭიშკრის გარეთ, ხის გრძელ სკამზე ვისხედით 12 - 14 წლის მოზარდები.
მოგვიახლოვდა ერთი მოხუცი კაცი ’’აზიაცკებსა’’ და ჩოხა - ახალუხში გამოწყობილი და დასასვენებლად მოინდომა დაჯდომა ჩვენს სკამზე.
სკამი საკმაოდ გრძელი იყო,მაგრამ ყველა ბავშვი ფეხზე წამოხტა, მარტო მე დავრჩი ნაპირში ჩამომჯდარი.

მოხუცმა ერთი შემათვალიერა და მშვიდად მკითხა - ვისი შვილიშვილი ხარო

მეც ვუთხარი ბაბუაჩემის სახელი. ამ კაცმა დანანებით დაიქნია თავი, ადგა და წავიდა.
გამიკვირდა, რა დავაშავე-მეთქი. ბავშვები მომცვივდნენ - რატომ არ ადექიო, ეს დიდი უზრდელობა ყოფილა უფროსის თანდასწრებით და მითუმეტეს, მის გვერით ჯდომა :(

გული დამწყდა, თურმე შევარცხვინე ბაბუაჩემის სახელი იმ პატიოსანი კაცის თვალში ( შვილიშვილი ვერ გაუზრდიაო - ალბათ, გაიფიქრა ).
მე ამდენი რა ვიცოდი ’’ქალაქელმა’’. აი, სოფელშიგაზრდილმა ჩემმა თანატოლებმა კი, ჩემზე მეტი ზრდილობა გამოამჟღავნეს :(

დღემდე ვწუხდები ამას რომ ვიხსენებ...
esec gaivlis....

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by meore monadire » 01 ნოე 2008, 12:11

ძალიან ლამაზია თქვენი თვალით დანახული და კალმით გადმოცემული სამეგრელო ლალი :)

ძალიან მომინდა ამ ლეგენდების და რომანტიული ტრადიციების მხარეს ვესტუმრო :)

ორონდ ისე, როგორც უკვე დიდი ხანია აღარავინ სტუმრებია... :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image


User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by N67 » 04 ნოე 2008, 13:54


რა კარგი თემაა..

მეც 3/4 მეგრელი ვარ.
წარმოშობით ხაბუმიდან (ჩხოროწყუს რ-ნი), მაგრამ სამწუხაროდ,
ბაბუაჩემის მამის მერე იქ არავის უცხოვრია და მრცხვენია,
რომ იქ მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი..

როგორც ვატყობ, საერთოდ, ქართველი ერისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება,
კარგიც და ცუდიც, განსაკუთრებით ძლიერადაა ამ მხარის ხალხში გამჯდარი..
Image

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 07 ნოე 2008, 17:39

დავბრუნდი, სამეგრელო მოვინახულე

მოხუცებს მოვეფერე

სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ’’ წამლის’’ მორიგი ულუფა მივიღე და...

ნახევარი წლით ისევ დავემშვიდობე ჩემს ოდაბადეს...



ცოტა წვიმებმა მომისწრო, მაგრამ რამოდენიმე ფოტო მაინც გადავიღე

სურათების ხარისხი, სასურველია, უკეთესი იყოს


მარააა, რაც შევძელი ეგ არის :)

ამიტომ, ჩემო ბატონო, თან დავდებ ფოტოებს, თან მცირე კომენტარებსაც დაუვურთავ ( ცოტა საინტერესო რომ გამოვიდეს )

:)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 01:46

meore monadire

ბექა, დიდი სიამოვნებით, მთელი სულითა და გულით გეპატიჟები სამეგრელოში

legenda

N67

ისე, ხალხო, ერთი გასვლა დასავლეთში, კერძოდ, სამეგრელოში არ დავგეგმოთ? :)

ზამთარში არ ღირს და აი, გვიან გაზაფხულზე ან სულაც ზაფხულში, მართლაც ძალიან კარგი იქნება.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 02:04

აქედან იწყება ჩემი სოფელი. იგი მთაზეა შეფენილი.
ვაკე ადგილებზე ყველგან სიმინდის თვალუწვდენელი ყანებია.

ყველაფერი ეს კი ირგვლივ მთებითაა შემორაგული...


Image


Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 08 ნოე 2008, 02:20

ეს ის პაწაწუნა ღელეა ’’ისკია’’.

გაზაფხულობით მდნარი თოვლისაგან შევსებულსა და გათამამებულს, რამდენჯერ რკინის ხიდიც კი წაუღია და დილას საძოვარზე გადარეკილი საქონელი ორი- სამი დღე ამაოდ ლოდებია შინ დაბრუნებას

ახლა კი მის მოსარკულ ზედაპირზე მზის ორეულიც კი ძლივს ეტევა :)

Image


ახლა ეს ღელე იმდენადაა დაპატარავებული, ფსკერზემოფანტული კენჭებიც კი ალაგ ალაგ პატარა მშრალ კუნძულებად მოჩანან :)

Image
esec gaivlis....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]