ძველად ყველას ჰქონდა განსაკუთრებულ ადგილზე მიწაშიჩაფლული სპეციალური ქვევრი.
მასში ინახავდნენ საეკლესიო დღესასწაულებისათვის საგანგებოდ დაყენებულ წითელ ღვინოს - ზედაშეს.
ასეთი ქვევრი დღესაც არის ჩაფლული ბებიაჩემის ეზოში.
იმ ადგილს განსაკუთრებით უვლიდნენ და ბავშვებს ახლოს არ გვაკარებდნენ.
მას სამეგრელოში ’’ოხვამერი’’ (’’ხვამუა’’- დალოცვა) ჰქვია, ანუ დასალოცი ჭური.
დროთა განმავლობაში ამ ქვევრთან დაკავშირებულმა წესებმა და რიტუალებმა ცვლილება განიცადეს. მასში ისევ ისე ისხმებოდა ღვინო, ოღონდ, უკვე სხვა რამისთვის.
მაგალითად, თუ ადამიანი რამე განსაცდელს გადაურჩებოდა, მისთვის შეუთქვამდნენ უფალს საკლავს და აქ შენახული ღვინით, ყოველ წალიწადს, ერთიდა იგივე დროს ’’ოხვამერს’’ აკეთებდნენ.
მზადდებოდა განსაკუთრებული სუფრა ტაბაკზე ( დაბალი მოგრძო მაგიდა ), მას ნაკურთხ წყალს ასხურებდნენ და ზედ სამ სანთელს დაანთებდნენ.
იდგა მუხლებზე დაჩოქილი ადამიანი ( ვისთვისაც კეთდებოდა ეს ყველაფერი ) და სანთლით ხელში, მადლობას სწირავდა უფალს გადარჩენისათვის.
ასეთ’’ ოხვამერს’’ სხვა რამისთვისაც აკეთებდნენ. მაგალითად, ოჯახის კეთილდღეობისათვის, ქვეყნის მშვიდობისათვის, მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად და სხვა.
სულ თავიდან ამ რიტუალს, თავისი სპეციალური ლოცვებით, სოფლის მღვდელი ასრულებდა, ახლა, კი იგივეს ცოტა ’’დამახინჯებული’’ სახით, მაგრამ იმავე შინაარსით ყველა ოჯახის უფროსი აკეთებს
სანამ სანთელი არ ჩაიწვებოდა ტაბლაზე და ყველა იქდამსწრის ხელში - პურს არავინ გატეხავდა. დროის ამ მონაკვეთში ყველა მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.
აღსანიშნავია, რომ მოუნათლავ ადამიანს იქ დასწრების უფლება არ ჰქონდა.
ჭამა - სმაც ზომიერი იყო, ღრიანცელის გარეშე.
ამ სუფრის კეთების პროცესში, თუ რამე ნაგავი მორჩებოდა (საკლავის ძვლები, ტყავი ), მას ისე, უბრალოდ არ ყრიდნენ. საგანგებოდ მარხავდნენ, რათა ძაღლი არ მიჰკარებოდა. ეს ნასუფრალიც კი ’’წმინდად’’ ითვლებოდა.
ბავშვებს განსაკუთრებულად გვიხაროდა ასეთი დღეები. ვიცოდით, სანთლის გაქრობის მერე, იმ ტაბაკიდან პირველს ჩვენ მოგვაწვდიდნენ შემწვარი ქათმის ბარკალს და მეგრული ყველით გაძეძგილ ხაჭაპურს
მაშინ ამ რიტუალის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი, ბავშვებს ’’სხვა რამე’’ გვხიბლავდა

esec gaivlis....