ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5დან)

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nkiviladze
ბოდიალა
Posts: 158
Joined: 21 მაი 2011, 18:12
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by nkiviladze » 26 ოქტ 2011, 01:09

დავინტრიგდი:) მგონი მთელი ოჯახობა წამოვალთ:) ისეთი კარგი გასვლა ჩანს:)

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by domciko » 26 ოქტ 2011, 15:25

shoda1121 wrote:გამოვთვალე დაახლ. 15 კმ უნდა გავიაროთ.
ალბათ ხუმრობ :D:D :oops:

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:05

domciko wrote:
shoda1121 wrote:გამოვთვალე დაახლ. 15 კმ უნდა გავიაროთ.
ალბათ ხუმრობ :D:D :oops:
რას ვხუმრობ:) :lol: :lol: :lol: მართლა ოღონდ უმეტესად დაღმართები;
--
ესე იგი: ჯერ სამარშუტო სადამდეც მივა იქამდე გმივალთ ულუმბოში. მერე ცოტა გზას ფეხით გავივლით ღამით სანამ გათენდება :) 2-3 კმ. (მაქს.1 საათი) თუმცა ამ წუთას ზუსტად არ ვიცი სად რა გზები იქნება მაგ დროისთვის.
მერე იქითა გზაზე უკვე გათენებულზე ტყით წამოვალთ: ულამაზესი ბუნებაა და ჩავივლით გზას ქვემოთ სანამ არ მოგვწყინდება. სულ 6კმ-იანი ბილიკია-არაა სავალდებულო მთლად გავიაროთ- ყველაზე ზარმაცების სამარშუტოში ჩასმა შესაძლებელია უფრო ადრე და შემოკლება მათთვის ფეხით გასავლელი გზის. აქ ნავარაუდევია 2 საათი.
მოგვიანებით ისევ მოგვიწევს ფეხით სიარული: 3კმ ტყეში სარკის წმინდა გიორგიმდე ყინწვისიდან 3-დან 5 საათამდე დაახლ. 2 საათი ფეხით.
მერე 5კმ უნდა ჩამოვიაროთ ფეხით (ჯიპის გზაზე) დაახლ. დაღმართი: იმ ადგილამდე სადაც მძღოლი ცეცხლს დაანთებს; დაახლ. 6-დან 8-საათამდე.
ესეც შენი 15 კმ. აქედან უმეტესად დაღმართები; ორი ლაშქრობა დღისით ულამაზეს ტყეებში- ერთი ლიხის ქედის მხარეს და მეორე ქარელში(ბორჯომის მხარეს) და ერთი პატარა აღმართი გათენებამდე; ერთი დაღმართიც დაღამებისას :)
Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 16:13, edited 1 time in total.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by domciko » 26 ოქტ 2011, 16:11

shoda1121
:D:D:D:D თავს ზევით ძალა არ არის... თუ წამოვედი ვივლი აბა არს ვიზავ :D :))))

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:17

15კმ არაა პრობლემა; პირიქით უკეთესია:) პატარა გამოწვევები:)) თან ულამაზესი ბუნებაა და უსწრაფესი ტური შეზღუდული ფოტოსესიებით:) აბა შენ იცი ლელა, ოღონდ თუ გადაწყვეტ წამოსვლას :D როგორც წინაზე ისე არ ამოეწერო :)

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by domciko » 26 ოქტ 2011, 16:30

ხო რა თქმა უნდა... უბრალოდ საპატიო მიზეზი მქონდა მაშინ... ვეცდები შემოგერთდეთ,მადლობა :)))


User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:44

Image
დირბის მონასტერი რომელიც ბრეთაზე არანაკლებია; მაგრამ ვერ ვასწრებთ ალბათ– ბრეთა უფრო მნიშვნელოვანია–მათთვის ვისაც აბობოს ნეკრესელის, ალავერდელის, იყალთოელის, მარტყოფელის, ზედაზნელის, გარეჯელის... მონასტრები ნანახი აქვს რა თქმა უნდა აქვს სურვილი ნახოს სხვა მონასტრებიც რომლებიც ასურელმა მამებმა ააშენეს– ამიტომ ულუმბოს და ბრეთას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული.
Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 17:27, edited 1 time in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:44

Image
Breti ბრეთის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის ჩრდილოეთით 6 კმ-ში by Shalva66, on Flickr
ბრეთი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, სასირეთი, საღოლაშენი, ძლევისჯვარი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.
ეს არის პატარა სოფელი მდინარითა და ორი უძველესი ტაძრით. ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესია-მონასტერი, შუაგულ სოფელშია. ლეგენდის მიხედვით ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი სავარაუდოდ მეექვსე საუკუნით თარიღდება. 2003 წელს, როდესაც მოახდინეს წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაცია ზემოთ აღნიშნული გვირაბი იპოვეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლეს მასში შესვლა.

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებულ სამონასტრო ცენტრი წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებო, მწიგნობრობის და ხელოსნობის მნიშვნელოვან კერას. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით და ბრეთის ტყავის სახარება

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:46

ულამაზესი ყინწვისი და კარველი ივანე გოლიაძის ფოტო-საქართველოს ულამაზესი ადგილების თემაში დადო:
Image
Forest Near Kintsvisi Monastery by Ivane Goliadze, on Flickr

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:47

კიდევ ყინწვისი ისევ ივანეს ფოტო: ამიტომ მინდა ეს ტყე ფეხით გადავიაროთ
Image
Forest Near Kintsvisi Monastery by Ivane Goliadze, on Flickr

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:50

ყინწვისში თამარის და ყინწვისის ანგელოზის ფრესკებია:
სულ 3–ია საქართველოში თამარის ფრესკა: ბეთანია, ვარძია და ყინწვისი;
Image
kintsvisi (ყინწვისი) by psyfreaki, on Flickr
Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 16:57, edited 3 times in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 16:52

ფრესკები: აროს ასეთი ლექსიც: "ხარ ყინწვისის ანგელეზი თეთრ ღრუბლებში ნახატი"
Image
Kintsvisi ყინწვისი by nicky_3012, on Flickr

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 17:00

ულამაზესი სამრეკლოც:
Image
ყინწვისი by თიო, on Flickr
Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 17:29, edited 1 time in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Post by shoda1121 » 26 ოქტ 2011, 17:05

სტატიიდან გადმოწერილი: სარკის წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის.მონასტერში დაბრძანებულია და ინახება უძველესი და სასწაულმოქმედი წმ. გიორგის ხატი.

სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე.

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში. ეკლესია არაერთხელ გაუძარცვავთ თავის დროზე, ბოლოს 2009 წელს გაძარცვეს.

1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

სოფელ საღოლაშენთან არის “დედოფლის მინდორი” და “დასასრულად” წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს არ უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს,რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა.ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ “დასარყულ” მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყეს წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში.

დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12.6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ბემით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში მოსაძღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი.

მკლავებში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – რვა. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. დაბალი გუმბათის ყელი გარედან რვაკუთხაა და შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღედით. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით. მოხატულობა ახალია.

1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

სარკის მამათა მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებულია და არის მოქმედი.
Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 17:28, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]