ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5დან)
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
- nkiviladze
- ბოდიალა
- Posts: 158
- Joined: 21 მაი 2011, 18:12
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
დავინტრიგდი:) მგონი მთელი ოჯახობა წამოვალთ:) ისეთი კარგი გასვლა ჩანს:)
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
ალბათ ხუმრობshoda1121 wrote:გამოვთვალე დაახლ. 15 კმ უნდა გავიაროთ.

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
რას ვხუმრობ:)domciko wrote:ალბათ ხუმრობshoda1121 wrote:გამოვთვალე დაახლ. 15 კმ უნდა გავიაროთ.:D

--
ესე იგი: ჯერ სამარშუტო სადამდეც მივა იქამდე გმივალთ ულუმბოში. მერე ცოტა გზას ფეხით გავივლით ღამით სანამ გათენდება

მერე იქითა გზაზე უკვე გათენებულზე ტყით წამოვალთ: ულამაზესი ბუნებაა და ჩავივლით გზას ქვემოთ სანამ არ მოგვწყინდება. სულ 6კმ-იანი ბილიკია-არაა სავალდებულო მთლად გავიაროთ- ყველაზე ზარმაცების სამარშუტოში ჩასმა შესაძლებელია უფრო ადრე და შემოკლება მათთვის ფეხით გასავლელი გზის. აქ ნავარაუდევია 2 საათი.
მოგვიანებით ისევ მოგვიწევს ფეხით სიარული: 3კმ ტყეში სარკის წმინდა გიორგიმდე ყინწვისიდან 3-დან 5 საათამდე დაახლ. 2 საათი ფეხით.
მერე 5კმ უნდა ჩამოვიაროთ ფეხით (ჯიპის გზაზე) დაახლ. დაღმართი: იმ ადგილამდე სადაც მძღოლი ცეცხლს დაანთებს; დაახლ. 6-დან 8-საათამდე.
ესეც შენი 15 კმ. აქედან უმეტესად დაღმართები; ორი ლაშქრობა დღისით ულამაზეს ტყეებში- ერთი ლიხის ქედის მხარეს და მეორე ქარელში(ბორჯომის მხარეს) და ერთი პატარა აღმართი გათენებამდე; ერთი დაღმართიც დაღამებისას

Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 16:13, edited 1 time in total.
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
shoda1121
:D:D:D თავს ზევით ძალა არ არის... თუ წამოვედი ვივლი აბა არს ვიზავ
)))

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
15კმ არაა პრობლემა; პირიქით უკეთესია:) პატარა გამოწვევები:)) თან ულამაზესი ბუნებაა და უსწრაფესი ტური შეზღუდული ფოტოსესიებით:) აბა შენ იცი ლელა, ოღონდ თუ გადაწყვეტ წამოსვლას
როგორც წინაზე ისე არ ამოეწერო 

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
ხო რა თქმა უნდა... უბრალოდ საპატიო მიზეზი მქონდა მაშინ... ვეცდები შემოგერთდეთ,მადლობა
))

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

დირბის მონასტერი რომელიც ბრეთაზე არანაკლებია; მაგრამ ვერ ვასწრებთ ალბათ– ბრეთა უფრო მნიშვნელოვანია–მათთვის ვისაც აბობოს ნეკრესელის, ალავერდელის, იყალთოელის, მარტყოფელის, ზედაზნელის, გარეჯელის... მონასტრები ნანახი აქვს რა თქმა უნდა აქვს სურვილი ნახოს სხვა მონასტრებიც რომლებიც ასურელმა მამებმა ააშენეს– ამიტომ ულუმბოს და ბრეთას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული.
Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 17:27, edited 1 time in total.
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Breti ბრეთის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის ჩრდილოეთით 6 კმ-ში by Shalva66, on Flickr
ბრეთი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, სასირეთი, საღოლაშენი, ძლევისჯვარი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.
ეს არის პატარა სოფელი მდინარითა და ორი უძველესი ტაძრით. ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესია-მონასტერი, შუაგულ სოფელშია. ლეგენდის მიხედვით ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი სავარაუდოდ მეექვსე საუკუნით თარიღდება. 2003 წელს, როდესაც მოახდინეს წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაცია ზემოთ აღნიშნული გვირაბი იპოვეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლეს მასში შესვლა.
ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებულ სამონასტრო ცენტრი წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებო, მწიგნობრობის და ხელოსნობის მნიშვნელოვან კერას. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით და ბრეთის ტყავის სახარება
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
ულამაზესი ყინწვისი და კარველი ივანე გოლიაძის ფოტო-საქართველოს ულამაზესი ადგილების თემაში დადო:

Forest Near Kintsvisi Monastery by Ivane Goliadze, on Flickr

Forest Near Kintsvisi Monastery by Ivane Goliadze, on Flickr
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
კიდევ ყინწვისი ისევ ივანეს ფოტო: ამიტომ მინდა ეს ტყე ფეხით გადავიაროთ

Forest Near Kintsvisi Monastery by Ivane Goliadze, on Flickr

Forest Near Kintsvisi Monastery by Ivane Goliadze, on Flickr
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
ყინწვისში თამარის და ყინწვისის ანგელოზის ფრესკებია:
სულ 3–ია საქართველოში თამარის ფრესკა: ბეთანია, ვარძია და ყინწვისი;

kintsvisi (ყინწვისი) by psyfreaki, on Flickr

Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 16:57, edited 3 times in total.
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
ფრესკები: აროს ასეთი ლექსიც: "ხარ ყინწვისის ანგელეზი თეთრ ღრუბლებში ნახატი"

Kintsvisi ყინწვისი by nicky_3012, on Flickr

Kintsvisi ყინწვისი by nicky_3012, on Flickr
ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და
სტატიიდან გადმოწერილი: სარკის წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის.მონასტერში დაბრძანებულია და ინახება უძველესი და სასწაულმოქმედი წმ. გიორგის ხატი.
სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე.
სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში. ეკლესია არაერთხელ გაუძარცვავთ თავის დროზე, ბოლოს 2009 წელს გაძარცვეს.
1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
სოფელ საღოლაშენთან არის “დედოფლის მინდორი” და “დასასრულად” წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს არ უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს,რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა.ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ “დასარყულ” მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყეს წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.
სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში.
დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12.6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ბემით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში მოსაძღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი.
მკლავებში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – რვა. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. დაბალი გუმბათის ყელი გარედან რვაკუთხაა და შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღედით. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით. მოხატულობა ახალია.

სარკის მამათა მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებულია და არის მოქმედი.

Last edited by shoda1121 on 26 ოქტ 2011, 17:28, edited 1 time in total.