
ნოდარ ბარიხაშვილი!!! ღმერთო, ქართველობის ბურჯად და იმედად ამრავლე ასეთი ქართველები ყველგან, სადაც კი ისტორიული საქართველო ან ქართველებია - ჰერეთში, ტაო-კლარჯეთში თუ მაქეთ დარჩენილ სხვა ქართულ კუთხეებში, ფერეიდანში... მთაშენკას პოსტებიდან მივხვდი, გიგრძვნიათ მათი ქართველობა... ადრე კარავზე ფერეიდნელების თემაზე კამათი მომიხდა. მაშინ გარკევული პერიოდი არც შემოვდიოდი კარავზე. იმედია, ახლა თქვენც მიხვდებით, რატომ გავმწარდი მაშინ!!! საქართველოს გარეთ დარჩენილი ქართველები თითქოს უფრო მაგარი ქართველები არიან, ჩვენ კი რა გვჭირს - შიგნით?
თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა, აქ კი მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. სამწუხაროდ, მე ქურმუხის მეტი მაქეთ არაფერი ვიცი. არადა, რადმენია სანახავი, რა სილამაზეა. სამაროვანმა კიდევ ერთხელ გამაოცა! წარმომიდგენია, ადგილზე რა სანახაობა იქნება.
აქვე, ამ თემაში ერთ სურვილსაც გავამხელ - ოდესმე, თუ მშვიდი სამსახური და წყნარი ცხოვრება მეღირსა, ოდესმე თუ მივიცალე, ერთ კარავულ ღონისძიებას გავაკეთებ (ალბათ, სალაშქრო სახისას), სადაც ფერებს, თუქეთის ქართველებს და ფერეიდნელებს მოვუყრი თავს. ისინი ისედაც ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაგრამ მაინც...