ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by guruli » 28 ნოე 2010, 01:17

ვწუხვარ, რომ ვერც გაგაცილეთ და ვერც საქველმოქმედო აქციაში მივიღე მონაწილეობა - არც დრო მაქვს და ამ უტვინო ექიმებმა ცალკე შემშალეს კიდევ... გაცილებით სადმე სხვაგან გაგაცილებთ (არ მეზარება), მეორე ხარვეზზსაც აუცილებლად გამოვასწორებ. მოუცლელობის გამო ორი დღე, პრაქტიკულად, კომპიუტერი არც ჩამირთავს და მხოლოდ ახლა ვნახე ეს რეპორტაჟი... ვინც ჩამოკვეთილი საქართველოს და იქაური ქართველებისადმი ჩემი დამოკიდებულება იცის, მიხვდება, რაც დამემართა. ცალკე იმის გამო, რომ ვერ წამოვედი და ცალკე ამ თხრობა-ფოტოების გამო... ამეტირა! :cry:
ნოდარ ბარიხაშვილი!!! ღმერთო, ქართველობის ბურჯად და იმედად ამრავლე ასეთი ქართველები ყველგან, სადაც კი ისტორიული საქართველო ან ქართველებია - ჰერეთში, ტაო-კლარჯეთში თუ მაქეთ დარჩენილ სხვა ქართულ კუთხეებში, ფერეიდანში... მთაშენკას პოსტებიდან მივხვდი, გიგრძვნიათ მათი ქართველობა... ადრე კარავზე ფერეიდნელების თემაზე კამათი მომიხდა. მაშინ გარკევული პერიოდი არც შემოვდიოდი კარავზე. იმედია, ახლა თქვენც მიხვდებით, რატომ გავმწარდი მაშინ!!! საქართველოს გარეთ დარჩენილი ქართველები თითქოს უფრო მაგარი ქართველები არიან, ჩვენ კი რა გვჭირს - შიგნით?
თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა, აქ კი მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. სამწუხაროდ, მე ქურმუხის მეტი მაქეთ არაფერი ვიცი. არადა, რადმენია სანახავი, რა სილამაზეა. სამაროვანმა კიდევ ერთხელ გამაოცა! წარმომიდგენია, ადგილზე რა სანახაობა იქნება.
აქვე, ამ თემაში ერთ სურვილსაც გავამხელ - ოდესმე, თუ მშვიდი სამსახური და წყნარი ცხოვრება მეღირსა, ოდესმე თუ მივიცალე, ერთ კარავულ ღონისძიებას გავაკეთებ (ალბათ, სალაშქრო სახისას), სადაც ფერებს, თუქეთის ქართველებს და ფერეიდნელებს მოვუყრი თავს. ისინი ისედაც ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაგრამ მაინც...

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 19:26

როგორც უკვე მოგახსენეტ 25 ში სოფ. ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის შეკეთება იყო დაგეგმილი, თქვენს მიერ აგროვილი თანხით ვიყიდეთ 25 ტომარა ცემენტი და 65 აგური ,ასევე ქვიშა და წვრილმანები

25ში სამოცამდე ადამიანი მოვიდა დილაადრიან და დავიწყეთ მუშაობა მთლიანათ დავასხით ბეტონი ეკლესიის დარბაზში და საკურთხეველიც გავაკეთეთ,კანკელის ადგილიც მოვნიშნეთ, შემდეგ მამაომ 20 ტომარა ცემენტი კიდევ იყიდა ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკიც მოვაბეტონეთ, ცოტა დააკლდა ,მაგრამ დარჩენილი თანით იყიდიან კიდევ და ბოლომდე გაკეთდება მისასვლელი ბილიკიც,

მტელი სოფელი ჩვენზე ლაპარაკობს, იმაზე რომ საქართველოდან გაკეთდა პირველი რეალური დახმარება მას შემდეგ რაც ეკლესია ამოქმედდა, მინდა გითხრათ რომბევრს გაუჩნდა დახმარების სურვილი და ალბათ უახლოეს მომავალში ეგეც გაკეთდება

მთელი სოფელი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი გაიღო ამ დიდი საქმეში,
ამ დღეებში სოფელში სუფრა არ გაშლილა ისე რომ ჩვენი სადღეგრძელო არ დაელიოთ, ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარულია მათთვის თქვენი ყურადღება

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 19:29

ეს იყო ირველი ნაბიჯი კარავის მხრიდან მათკენ და არა უკანასკნელი,
მადლობა ყველა კარაველს და არაკარაველს დახმარებისათვის

ნინოობას კიდევ დავგეგმავ გასვლას ჰერეთში და თქვენი თვალით ნახავთ უკვე სხვანაირ წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას, იმედი მაქვს მანამდე კიდევ ბევრჯერ დავეხმარებით ვის როგორც შეგვიძლია

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 19:29

არის დიდი გეგმები რომლის განხორციელებაც ერთად შეგვიძლია

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 19:34

ძალიან ძალიან მოეწონეთ კოტე ბარიხაშვილს, მოეწონეთ კიარადა შეუყვარდით, დიდ ბოდიშს გიხდით რომ ასე უცებ წასვლა მოუხდა, იცით ალბათ რომ მეუფე მოდიოდა სოფელში და დახვედრა იყო საჭირო, ასევე ხალხის გამოყვანა, მოკლედ ერთი წერილი გამომატანა თქვენთა და დავწერ ეხლა

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Naia » 28 ნოე 2010, 19:39

Hereti
ჩვენც ძალიან შეგვიყვარდა ეს ადამიანი. საოცარი სითბო და სიყვარული მოდიოდა მისგან. ასეთი პატრიოტი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი იშვიათად თუ შემხვედრია.

მოუთმენლად ველი მის წერილს.

პს. ბატონმა კოტემ წამოსვლის წინ გვითხრა, თბილისში როცა ვიქნები თუ ვინმეს სურვილი გექნებათ შევიკრიბოთ და ჰერეთზე გესაუბრებით, უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდითო. ჰოდა, მახო, როცა თბილისში ჩამოვა ბატონი კოტე და ჩვენთან შეხვედრის სურვილი ექნება აუცილებლად დაგვიძახე!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 20:00

ვისაც ვუყვარვარ

წმინდა გიორგის ეკლესიის ბილიკს აჩქარებით მივყვებოდი ქვემოთ, ამაღლებული განწყობა მეუფესთან შეხვედრის მოლოდინში და სულში იდუმალი სევდიანი განცდა ციცქნა თვალებიდან მოულოდნელი განშორების გამო, ერთი მეორეს ავსებდა.
თუმცა ერთიც და მეორეც პირველი იყო და ვიცით მსგავსი მეორედ აღარ იქნება, ან რატომ უნდა იყოს მეორედ? ან ვინმეს უთქვამს მეორედ არის.... ასეთი განცდა.
ესენი ალიბეგლოდან არიან მეუფევ - მიმართა მამა ბასილმა
- დაგვლოცეთ მეუფევ..
- დაგვლოცა
- კურთხევა მივიღეთ, ჩვენც ტრაპეზს მივუსხედით, ის იყო დასხდომას ვაპირებდით, რომ მეუფემ სადღეგრძელო წარმოთქვა, მიულოცა სუყველას გიორგობის დღესასწაული, დალოცა იქმყოფნი და აღნიშნა "მე უნდა დაგტოვოთ ალიბეგლოში უნდა წავიდეთ"
- მეც იმ ერთ ჭიქაში ყველაფერი ჩავტიე და გავეშურეთ სოფელში რათა მეუფეს დავხვედროდით.
უკვე დაღამდა, ეკლეშიასიც ბნელოდა, ხალხი ნელ-ნელა მოდიოდა დახმისამოუღებლად შემოდიოდნენ ტაძარში, აქა იქ ინთება სანთელი, ერთი, ორის, სამი... უკვე დათვლა შეუძლებელია
მეუფეც შემოვიდა ტაძარში, ნელ ნელა სუჩუმემ დაისადგურა, ათოფით სანთელი ციმციმებს, ჩუმი ფუსფუსი ისმის, ადამიანების სახეები ბუნდოვნად ჩანს, თუმცა მათ სულში აღწერილი სიხარული იმედის ნაპერწკლად იქცევა , ამას სანთლის სხივები ირეკლავს და მიაქვს ზეცაში
ეს მოციმციმე სანთლები ზეცას მაგონებს სადაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ისე ბრჭყვიალებს, სადაც ერთი ვარსკვლავი მეორეს არ გავს, ასეა ამ ადამიანების სულიც, მათ მოწყურებულს სულს მეუფემ იმედი ჩაუსახა
არ დაიჯერებთ, მე ისევ იმ ადგილას ავღმოჩნდისადაც დილით სტუმრებს შევეგებე და ეკლესიაზე ვესაუბრებოდი, სადაც მამა შვილის მონატრება შევადარე თქვენს მიერ გაწეულ დახმარებას
- მიხაროდა რომ ვსაუბრობდი მეუფესთან და მახსენდებოდა დილა
თქვენს ადგილას კი სანთლები ციმციმებდნენ, ეს თქვენი თვალებია რომლებიც ვარსკვლავებივით ერთი მეორეს არ გავდა და ის მზერა რომელიც სხვა მზერას არ გავდა, რომელიც სულის იდუმალი სამყაროდან მოჩანდა,
ეს დღე მისი არის ვისაც ვუყვარვარ მომესმა ხმა ზევიდან და სიბნელეში ისევ ცრემლი წამომივიდა, მაგრამ ეს არავის უნახავს

"არ გეწყინოს თუ არ გესმის ხმა ზევიდან, საკმარისია ის თუ ესმის შენს გვერდით სხვას"

კოტე ბარიხაშვილი
Last edited by Hereti on 28 ნოე 2010, 20:02, edited 2 times in total.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 20:01

Naia
მალე ჩამოვა, ჩამოვა თქვენთან შესახვედრად

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by MIRANDA » 28 ნოე 2010, 21:07

ბედნიერი ვარ, რომ ამ გასვლაში მივიღე მონაწილეობა და ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება მეც მარგუნა უფალმა.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 21:12

MIRANDA
შენ გაიხარე მირო, ის უფრო ბედნიერია :wink:

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Ledi » 28 ნოე 2010, 21:39

Hereti
თანხის მიღება გრძელდება?

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 28 ნოე 2010, 21:47

Ledi
კი ლედი გრძელდება, ეხლა 150-200 მეტრი შნური გვჭირდება დენი რომ გავიყვანოთ ეკლესიამდე და აქ ჯობია ყიდვა იქ ძვირია
Last edited by Hereti on 29 ნოე 2010, 08:58, edited 1 time in total.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by გვალდა » 28 ნოე 2010, 21:55

ესეც "გაღმა" რომ გავედით
ნაია, რას ამბობდი აქ? არ მახსოვს :)
Image

Image

ამ გოგოების ლამაზი ხმები და გალობა ერთიორად ალამაზებდა ჩვენს იქ ყოფნას
Image

სტუმრად სოფელ ალიბეგლოში
Image

]Image

Image

ჩაიხანაში, სადაც ერთი ჩაიდან ჩაი ორმოცი კაპიკი, ჩვენებური 90 თეთრი ღირდა.
Image

თამარის ხიდზე
Image

თანამედროვე ხიდი
Image
სვანეთოლოგი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Hereti » 29 ნოე 2010, 08:59

ფოტო აპარატი სოფელში დამჩა, სამშაბათს ჩამომივა და სურათებს დავდებ

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by konstantine » 29 ნოე 2010, 09:33

Hereti

ეს გასვლა ასეთი კარგი და სანახაობრივი რომ გამოვიდა,
შენი დამსახურებაა ჩემო მეგობარო....

გაიხარე,
კაი კაცი ხარ
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]