ჩემი ძმა და მეგობარი - გრიგოლი...
კარაველების ნაწილიმას იცნობს და ის ჩვენი უსაყვარლესი კარაველი მეგობრის - გვალდას ნათესავი და მოგვარეა.
ისეთი ადამიანია, რომ იტყვიან, თვალში რომ ჩაგივარდეს, ხელს არ ამოისვამო... საერთოდაც, ამაშიც ძალიან მწყალობს ღმერთი, ირგვლივ რომ განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ. მადლობა უფალს.
ჩვენს გრიგოლს მე ცოტა ზარმაც კაცად ვთვლიდი, სანამ მონასტერში წავიყვანდი... და მგონი იყო კიდეც ცოტა ზარმაცი... მონასტერში მას, მგონი, როგორც სიწმინდეს, ისე უყურებენ, საძმოს განსაკუთრებით უყვარს და უფრთხილდება... ერთმა ძმამ ისიც მითხრა, არც მეგონა ასეთები საერთოდ თუ არსებობდნენ და მითუმეტეს ამ ეპოქაშიო...
სიზარმაცე კი ვთქვი, მაგრამ მცირე მონასტრულმა გამოცდილებამ ეს ადამიანი იმდენად შეცვალა, რომ, ჩასვლის მერე ორ წუთსაც არ ისვენებს ხოლმე, მხოლოდ იმას ცდილობს, რაში წაეხმაროს და გამოადგეს იქაურობას და ძმებს:
ეს ფოტოებიც ამის დასტურია:
