აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 16:05

წმიდა ნიკოლოზი

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 17:25

ამ ჩასვლას რაღაც სხვა მადლი ჰქონდა... ისეც... ყოველი ჩასვლა კიდევ მეტად გარწმუნებს იმაში, რასაც ჩვეულებრივ ან არ გრძნობ, ან გრძნობ და არ აღიარებ...

ყოველ ჩასვლაზე მეტ ზოლს ავლებ ამაოებასა და ჭეშმარიტებას, ფუჭსა და ნამდვილს შორის... ცდილობ, მართალი ისწავლო და ღვთის ხატობის საიდუმლოს ეზიარო... ყოველი ჩასვლა უფრო უკეთესს გხდის, მაგრამ ყოველ ჩასვლაზე უარესი მაინც ჩადიხარ... ამის მიუხედავად, შანსიც ყოველთვის გეძლევა...

დაეცი? - წამოდექი, ჩამოიფერთხე ტალახი და ეცადე უფრო ყურადღებით იარო...

ჩემი მონასტერი ჩემი სინამდვილეა...

გზა მონასტრამდე - გზა საკუთარ თავამდე...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 17:33

ჩვენი მონასტერი მარცხნივ ყაზბეგსა და ყუროს მთას გაჰყურებს, მარჯვნივ კი - სნოს ხეობასა და სნოს...

ისეთი სიმშვიდეა ირგვლივ ყოველ წამში, ზიარების შემდგომ რომ ვგრძნობთ ხოლმე სულში... ზოგჯერ გგონია, რომ თავად მონასტერში ყოფნაც კი მუდმივი ზიარების პროცესია... ოღონდ, ამას განსაკუთრებით ჩამოსვლის შემდეგ გრძნობ ხოლმე... პირველივე წამებში რომ სადგურში გადმოსულს თავბრუ დაგეხვევა ამდენი ქაოსისა და ხმაურისაგან...

ეკლესიის აშენებამდე, ტაძარი ამ შენობის მეორე სართულზე გვქონდა... ამ აივნიდან კი ხშირად მიცქერია ულამაზესი ცისათვის, ჩამობერებული ყუროსავით, ამოოხვრას ქვებსა და ლოდებს რომ გადმოაყოლებს ხოლმე... მისმენია სნოს ღრიალისათვის, შემდეგ თერგს რომ უერთდება და ერთობით რომ მიედინებიან ჩრდილოეთისაკენ...

Image


User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by GIRA » 14 იან 2009, 17:53

ARCHILI
კარგი ადამიანი იქნები შენ, უეჭველია.

გააგრძელე, სასიამოვნოდ იკითხება!!!
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 18:53

GIRA wrote:ARCHILI
კარგი ადამიანი იქნები შენ, უეჭველია.

გააგრძელე, სასიამოვნოდ იკითხება!!!

იცოცხლე ძმაო... დიდი მადლობა... გაგახაროს ღმერთმა...

============================================
ეს ხედია ჩვენი მონასტრიდან ტაძრის მხარეს...

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 19:13

ჩემი ძმა და მეგობარი - გრიგოლი...

კარაველების ნაწილიმას იცნობს და ის ჩვენი უსაყვარლესი კარაველი მეგობრის - გვალდას ნათესავი და მოგვარეა.

ისეთი ადამიანია, რომ იტყვიან, თვალში რომ ჩაგივარდეს, ხელს არ ამოისვამო... საერთოდაც, ამაშიც ძალიან მწყალობს ღმერთი, ირგვლივ რომ განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ. მადლობა უფალს.

ჩვენს გრიგოლს მე ცოტა ზარმაც კაცად ვთვლიდი, სანამ მონასტერში წავიყვანდი... და მგონი იყო კიდეც ცოტა ზარმაცი... მონასტერში მას, მგონი, როგორც სიწმინდეს, ისე უყურებენ, საძმოს განსაკუთრებით უყვარს და უფრთხილდება... ერთმა ძმამ ისიც მითხრა, არც მეგონა ასეთები საერთოდ თუ არსებობდნენ და მითუმეტეს ამ ეპოქაშიო...

სიზარმაცე კი ვთქვი, მაგრამ მცირე მონასტრულმა გამოცდილებამ ეს ადამიანი იმდენად შეცვალა, რომ, ჩასვლის მერე ორ წუთსაც არ ისვენებს ხოლმე, მხოლოდ იმას ცდილობს, რაში წაეხმაროს და გამოადგეს იქაურობას და ძმებს:

ეს ფოტოებიც ამის დასტურია:

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 19:17

ხედი გვერდით ეზოში მონასტრის აივნიდან...

მაპატიეთ მეც და ჩემს მობილურსაც უხარისხო ფოტოები, მაგრამ რა ვქნათ... რაც მართალია, მართალია, მეც და ჩემი მობილურიც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვმოქმედებდით და გულით მოვიწადინეთ ტქვენთვის ლამაზი ფოტოები გადაგვეღო:

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 19:30

ხედი მონასტრის მეორე სართულიდან, მოჩანს ყაზბეგი და გვერდით ყუროს უბერებელი მთა...

აქ ხშირად დგება ხოლმე ნისლი... და როდესაც ნისლი ყუროს მთას კვეთავს ხოლმე, ულამაზესი სანახავია...

აქაურები ნისლს "ქვეაღმა ნისლებს" ეძახიან... იმიტომ, რომ ნისლი მიწაზე ჩნდება და ისე ადის ზემოთ...

საოცარი სანახავია...

გეგონებათ ბამბა გადააფარეს და ქარმა გააფაფუკაო...


Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 19:54

ბინდდებოდა. მენატრებოდა. ვერ ვძლებდი. გამოვედი. ვისეირნე. მოვიკითხე. შეგრძნებების გადაღება მომინდა მისთვის გასაგზავნად. ვერ შევძელი.

12 გრადუსი ყინვა იყო. მაინც ვისეირნე. სიტყვებს ვეძებდი. ვპოულობდი და ვერც ვპოულობდი. ვნატრობდი.

ვფიქრობდი.

ვიხსენებდი.

მეღიმებოდა.

მობილურმა მეგობრობა გამიწია. მადლობა გადავუხადე.

გავიხედე.

ასეთი ვიყავი.

გამიხარდა, რომ ამის გადაღება შემეძლო: სანატრელის - ცაში და იმედების - მიწაზე.

გადავიღე.


Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by khrukhuna » 14 იან 2009, 20:39

არჩილ რა კარგი ადამიანი ხაააარ :oops:
იცი ეხლა ყაზბეგის რაიონში 27-28 აგვისტოს გასვლა გამახსენდა, რა კარგი იყო მაშინაც...
მოკლედ გაიხარე ჩემო კარგო

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by imerkhevli » 14 იან 2009, 21:29

ძალიან,ძალიან კარგი რეპორტაჟია...გაიხარე არჩილ :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by lama » 15 იან 2009, 00:43

ARCHILI
ძალიან მაგარი რეპორტაჟია

ორმოცდათხუთმეტჯერ ამოვისუნთქე

ემოციურია ძალიან

მადლობა ძმის გულო გაიხარე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 15 იან 2009, 01:16

khrukhuna
imerkhevli
lama


წმინდანს ყველა წმინდანი ეგონაო, თქვენ ხართ განსაკუთრებული ადამიანები და ამიტომაც ხედავთ სხვასაც ასეთს...

დიდი მადლობა...

===============================================================================

წეღან ვყვებოდი, მეუფე პეტრეს დამსახურება ამ რეგიონისა და ქვეყნის წინაშე უკვე განუზომელია მეთქი. ეს მართლაც ასეა და ღმერთმა მისცეს ძალა და ჯანმრთელობა ჩვენი და ჩვენი სულების სამსახურისათვის...

პირადად, ჩემთვის ის, ნამდვილი თანამედროვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსის იდეალია, თავისი მოღვაწეობით, საქმიანობით, მადლით, სიყვარულითა და ყველაფრით...

მრავალი მოგონება მაკავშირებს ამ დიდებულ ქართველთან და ძალიან დიდი მადლით ვიხსენებ მას ყოველთვის...

ეს გახლავთ მეუფე პეტრე (ცაავა). ფოტო გადაღებულია 2007 წელს სნოში, პატრიარქის რეზიდენციაში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის კურთხევის დროს:

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]