კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 10:54

tiko_r
:oops: :D
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by TuTa » 16 მაი 2008, 11:05

tiko_r wrote:ჯოტია ცაავა

Image
ეს ჯოტია ცაავა რითი არის ასეთი ღირშესანიშნავი, არ მოგვიყვებით? :wink:

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by TuTa » 16 მაი 2008, 11:06

tiko_r
Mta Mkvarebia
Naia

ძალიან მომეწონა თხრობაც, ფოტოებიც და თქვენი ხალისობაც :) კარგები ხართ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 11:09

TuTa
რითი და გვერდიდან არ მოგვშორებია, მასთან ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით და მესამე ღამეა მესიზმრება (და არა მარტო მე), მისი მეგრულაქცენტიანი ბარიტონი ახლაც მუსიკასავით ჩამესმის. არ არის საკმარისი ღირშესანიშნაობისათვის? :wink: .
Last edited by Mta Mkvarebia on 16 მაი 2008, 11:10, edited 1 time in total.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 11:10

12 მაისი
გათენდა... საშინლად დატანჯულები ვართ, რადგან სკამებზე ვერ ვთავსდებით და კისერმოგრეხილებს გვძინავს... ან ვერ ვიძინებთ...
ზოგს ვის მუხლზე უდევს თავი... ზოგს ვის თავზე ფეხი.. ზოგს ვის სკამზე ხელი... :shock: ზოგს ვის მუხლზე ბალიში ეტ სეტერა :P

მზის სხივები ძალიან ტკბილი გამოდგა
მძღოლმა ტრაბზონში საშოპინგო ადგილებში გაგვიჩერა...

თუმცა ის ტერიტორია დაახლ. ლილოს ბაზრობის და რკ. სადგურის მიმდებარე ბაზრობას გავდა..

თურმე ტრაბზონში უფრო ლამაზი ადგილებიც ყოფილა.. აჩიმ იქაც ნახა ბენეტონი. ჩვენ ვერ მოვიშOპინგეთ სათანადოდ.

ნინელიმ კი მატყლი ნახა მესამედ ფასად, ვიდრე თბილისში, და უზომოდ გახარებული იყო.


აი ასე ვისეირნეთ ტრაბზონის ქუჩებში.... დავლიეთ ჩაი (ცოტა არ იყოს ლაქიანი ჭიქით :P )
დილის საუზმე ისეთი ჭუპჭუპა ცხიმებში ცურავდა,... გაგიჟDებოდი.. ნებისმიერ კაფეში თU ლოკანტაში

ტრაბზონში სულ 1 საათი გავჩერდით. ზუსტად აქ გადაწყდა სუმელას მონასტერში წასვლაც. მადლობა მთამყვარებიას

Image

Image

Image

ჰოლივუდი არა.... ტრაბზონი
(Eს მავთული ვერ შევამჩნიე გადაღებისას... პარდონ)

Image
Last edited by tiko_r on 16 მაი 2008, 11:14, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 11:12

tiko_r wrote: ზოგს ვის მუხლზე ბალიში ეტ სეტერა :P
იბრაჰიმის საყვარელი ფრაზა :wink:
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by TuTa » 16 მაი 2008, 11:13

Mta Mkvarebia wrote:TuTa
მასთან ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით და მესამე ღამეა მესიზმრება ( :wink: .
საქმე უფრო რთულად ყოფილა, ვიდრე მე მეგონა :wink:

ვერ წამოიყვანეთ მერე? :D

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 11:13

კაპადოკია 1600 მეტრზე ყოფილა... თითქმის ყაზბეგის (სტეფანწმინდის) სიმაღლეზე...

ამიტომაც ხშირად ცივი ქარი უქიქინებდა.. მზე კი თბილი იყო.
ხან თბილი ქურთუკი უნდა ჩაგეცვა... მზეში მაისური.. ჩრდილში ქურთუკი... როგორც ყაზბეგში ნიავის დროს :D:D:D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by lama » 16 მაი 2008, 11:28

tiko_r wrote:
Image
ai

aq gvindoda me da qavtarazes asvla mara ver movaxerxet


me "T"-ze chamovekidebodi da gio ki "N"-ze :D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 11:59

შემდეგი და ბოლო გაჩერება თურქეთში

სუმელას მონასტერი (300 მ სიმაღლის)
აშენებული კლდეზე.. უფრო სწორედ მიშენებული კლდეზე (საოცარი მდებარეობა აქვს, ულამაზესი ბუნება....!!!!!!!!!!!)

Image

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 12:24

მონასტერი ქალწული მარიამის სახელზეა აშენებული.
სახელი სუმელა მოდის სიტყვა "მელას"-დან, რომელიც ნიშნავს შავს.
თუმცა, სავარაუდოდ ეს მთების სახელიდან მოდის, კარადაგლარი --- შავ მთას ნიშნავს. ზუსტად ამ მთაზე დგას მონასტერი.
ეს სახელი ასევე ასოცირდება წმ. მარიამის შავი ფერის ფრესკასთან.

მონასტერში ასასვლელი გზა... ტყეში...

Image

Image

აი იქვე თურქული ტელევიზია შეგვხვდა, გოგამ ინტერვიუ მისცა თურქულად :lol: და ლამის ეს ქალიც მოიგო

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 12:29

გავაგრძელებ. მაგრამ თიკოს მაინც ვერ ვეწევი :wink: ჯერ კიდევ ქაიმაგლეს მიწისქვეშა ქალაქში ვარ :)

თიკომ ამ ქალაქზე ისაუბრა, მაგრამ მარიკუნა რომ კინაღამ გაგვეჭედა ციცქნა გვირაბებში, ამაზე არ დაუწერია. მედალი ეკუთვნის გოგოს, ისეთ ხვრელებში იძრომიალა კოკოსაც კი უჭირდა გაძრომა. სულ ჩაცუცქული მოფოფხავდა. ხუმრობით ერთი თქვა, "ახლა მივსვდი, როგორი ყოფილა ჯოჯოხეთიო" ეს რომ ტრულალამ გაიგო დაამატა, "ეს თუ ჯოჯოხეთია, მაშინ ცოდვები უნდა ჩავიდინო, რომ აქ გამამწესონო"-აი ასე მოეწონა ტრულის იქაურობა.
Image
ჩვენი გმირი გოგო
Image

შემდეგ ილჰარასკენ გავემართეთ, მაგრამ საათნახევარი მოვუნდით გზას და, სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა :( მხოლოდ ზემოდან გადავუღეთ სურათები ხეობას. ყველას გვეწყინა, მაგრამ ტრულალამ ლამის დაგვცოფა, "აი ასეა, შოპინგებს და სუვენირებს რომ გადაყევითო :twisted: ", ძლივს შემოვირიგეთ. მართალია, საბოლოო შერიგება მხოლოდ სუმელას მონახულებისას მოხდა, როცა იქაურობით აღფრთოვანებული ლამის მუხლებზე დაემხო იდეების ავტორების წინაშე :wink: მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

ორიოდე სიტყვით ილჰარას შესახებ:
ილჰარას ველი გამორჩეულია თავისი ლანშაფტური მშვენებით, გაპობილ კლდეებში ჩაკარგული მწვანით მოსილი ტყიანი ბილიკებით. გარდა ამისა აქ არის რამდენიმე საინტერესო, ქვაში ნაკვეთი ეკლესია. მათ შორის გამოირჩევა სელიმის მონასტერი, რომელიც ქრისტიანი ბერების მიერ მე-13 საუკუნეში იყო კლდეში გამოკვეთილი. მონასტერი გაგაოცებთ თავისი მასშტაბურობით, როგორ მოახერხეს ბერებმა, გამოეკვეთათ ამხელა კომპლექსი შთამბეჭდავი დეტალებით?! დიდი პალატები ქვაში ნაკვეთ სვეტებზე დგას. აქ ნახავთ ბერების კელიებს, დიდ სატრაპეზოს და საჯინიბოსაც კი ჯორებისათვის. კედლები თავის დროზე ფრესკებით ყოფილა შემკული, მაგრამ ახლა მხოლოდ მათი მქრქალი ანაბეჭდია შემორჩენილი, ისიც საშინლად დაკაწრული :(

Image

Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 12:39

არსებული ცნობების მიხედვით, მონასტერი ორმა ათენიდან ჩამოსულმა მღვდელმა დააარსა: ბარნაბასმა და სოფრონიუსმა, თეოდოუსიუს I-ის მმართველობის დროს. (375-395 წ)

Image

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 12:46

ილჰარადან წამოსულები . დავემშვიდობეთ იბრაჰიმს და დავადექით გზას საქართველოსკენ. გზა იყო ძალიან გრძელი და დამღლელი. ამაზეც დაწერა თიკომ. გზაში ვერთობოდით რითაც შეგვეძლო, სიმღერები დავცხეთ და ცეკვა-თამაში გავმართეთ. ვინ უყურებდა სმენა გვქონდა თუ არა? :wink: სიმღერები არც იბრაჰიმისთვის დაგვიკლია, დავაყრუვეთ კაცი :wink:

Image

Image

Image

ამ ეფენდის მხევალლიც ახლდა თან, მაგრამ ეს ფოტო უკვე დადო თიკომ :)

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 12:47

ისა და.. მართლა..

პაპადოკია სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და
1 ცხენი მაინც დაეყენებინათ სიმბოლურად სადმე.... :lol: :lol:

ერთი აქლემი ვნახე მარტო კაპადოკიაში და 1 ძაღლი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]