ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ამისთვის იყო ქალწული და ხორცქმნაი სიტყვისაი, რათა დედობრივთა ოხათა მიერ ცხონდენ ცოდვილნი, რომელთაი პირველი, საშუალო და დასასრული მე ვარ, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუარითაი.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ისრაელისა მეფეთა ვჰბაძევდ, გარნა უშჯულოთა, და რავდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა კუმევისა და წარმართთა აღრევისა მიერ და ძალთა ცისათა თაყუანის-ცემისა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ზენაისა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაი და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაი, განყრაი, სუე და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან ვიჩუქრენ.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ელლინთა-მიერი ვერცნობაი სიბრძნეთა ღმრთისათაი, ღმრთისა და შემოქმედისაგან შექმნულთა მიმართ ცვალებაი თუაყუანის-ცემისაი სრულ ვყავ, რაჟამს თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ამისთვის ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზესთა ღმერთი, რათა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან, რომელთა ღმრთისმშობლად ქადაგონ წმინდაი ქალწული დედაი.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
სჯულნი დავთრგუნენ წიგნისანი და ახალი ბუნებითი, და კუალად სხუაი, სჯულისა შენისა მოწამე, სჯული გონებისაი, ცოდვათა და ხორცთა შჯულსა დავამონე.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
თითოეულსა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე მრავალგუარსა და მრავალხატსა და სხუა ჟამ სხუებრ ხილულსა და მკსინვარსა ბუნებისაებრ თითოეულისა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
არა შევძრწუნდი მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი შურსა სიკუდილისასა მიჰხდის, რომელნი ჩემებრ მიმდემად ცრუდ ფუცვიდნენ განსაკრთომელსა სახელსა შენსა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ამისთვის ისხლთა ქალწულებრივთაგან ხორცნი ღმრთისანი და ახალი შეზავებაი იქმნა, ღმერთი და კაცი, რათა იოხდეს დედაი ჩემებრ განწირვით უსასოქმნილთა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
სოლომონისაისაწურბელისა მსგავსად ვერმაძღარი სხუათა სოფლის-კიდეთა ვეძიებდ დასაპყრობელად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობდ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა, ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ბოროტად გარდავხედ საზღუართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოი ვმკვიდრობად ქუეყანასა ზედა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა, და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა იგი მეფეთა მისთა ისრაელი.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ამისთვის ქალწული დედაი და შობაი ახალი სიტყვისაი იქმნა, რათა ახალი ხატყოფაი მეორედ მისცეს ცოდვით განმრყუნელთა მისთა, დედობრივთა რაი ოხათა ბრძმედითა დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაი.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
ვერცხლი, ვითარცა მიწაი, და ოქროი, ვითარ თიხაი უბნისაი, ვიუნჯენ და თაყუანის-ვეც ანჰგარებისა მამონას, ვითარ-იგი ძუელთა მათ ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ვაზანოს სამყარო- მაძიებელნი
სიტყუაი ღმრთისაი და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე და შემასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!