შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
idler
ბოდიალა
Posts: 123
Joined: 11 აპრ 2010, 19:57
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by idler » 29 აგვ 2010, 23:41

მომიშალეთ ნერვები ! :lol: :lol:

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by tamuna_gudarexi » 30 აგვ 2010, 00:00

მშვენიერი რეპორტაჟია, კოსტა! რა საინტერესოდ და სახალისოდ წერ!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დედაქალაქში.
მოუთმენლად ველი ამბების გაგრძელებას!
განსაკუთრებით უძიროს ამბები მაინტერესებს (ანონსი მოსმენილი მაქვს :)).
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 30 აგვ 2010, 00:01

IV დღე

დილას გავაცილეთ ჩვენი მეგობრები (ილია, ბაცკი, ჟორა, თაკო, თორნიკე და კრისტი). რა თქმა უნდა ძილი გავაგრძელეთ, აბა ისე როგორ. 11 საათზე იყო წამსვლელების შეკრება სასადილოსთან. რა თქმა უნდა, ერთი წუთიც ეჭვი არ შეგეპაროთ რომ დავაგვიანეთ კვლავ, მაგრამ მძღოლმა ყველას გვაჯობა,მან უფრო დააგვიანა.

Image

ერთი საათის დაგვიანებით გავედით დაბანაკების ადგილიდან. გავუყევით ჭანჭახის ხეობას, დავიწყეთ სიმაღლეზე ასვლა.

Image

ლაუაზიეს კანონის თანახმად, უფრო და უფრო ლამაზი ხედები იშლებოდა. გზაში შემოგხვდნენ მესაზღვრეები. ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ბუნებამ არ დაგვინდო, სულ სახეში გვირტყა ტოტები, ხან მარჯვნიდან ხან მარცხნიდან (ჩაწი თავი შე თავგასახმობო... წაგაბორძიკე შე ბერტყვო შენა...).

Image

ავაღწიეთ მესაზღვრეების საზაღვრო პუნქტთან. გადმოვხტით ჩვენი სატვირთოდან. ავაგროვეთ პირადობები, პასპორტები და გადავეცით მესაზღვრეებს რათა გადაემოწმებინათ ჩვენი მონაცემები.

Image

Image

ამ პროცედურას დასჭირდა 1 საათი, მანამდე კი გადავიღეთ სურათები, ბიჭებმა რამოდენიმე სიმღერა შევასრულეთ მესაზღვრეების თხოვნით. ერთ-ერთი ჩვენგანი კინაღამ დაიტოვეს, იმიტომ რომ პირადობა არ მოეწონათ მისი.

-ტერორისტი ხომ არ არის ეს?
-მემგონი კი.
-ავიყვანოთ?
-მოდი მაინც გადავამოწმოთ რა მიდის ჩვენი.
-კარგი აგრე იყოს (ფეშენურ ენაზე OK).

ფორმალური მხარე რომ მორჩა, ავიყარენით ჩვენს სატვირთო მანქანაზე და გავაგრძელეთ გეზი მამისონისკენ. რა თქმა უნდა გაგრძელდა სახეში ტყლაშატყლუში. ერთ-ერთ ასეთ დროს, იმისთანა „ვსტრეჩნი“ (მომიტევეთ რუსული გამოთქმისთვის) მომხვდა სახეში, რომ კინაღამ უკუღმა დავეცი შოვში. სახეში ტოტის მეორე გაბღლარძუნებამ დამაკარგინა ქუდი. ბუნებამ არ დაინდო ჩემი მეგობარი დავითი. იმასაც კარგად გვარიანად ხვდებოდა.
ახლა იწყება ყველაზე მთავარი მომენტი. ის ის იყო აღმართს უნდა ავყოლოდით რომ, დავინახეთ თუ როგორ მოექანებოდა ჩვენსკენ თივით დატვირთული სატვირთო მანქანა. უცებ მძღოლმა გააგრძელა სვლა ჩვენი მიმართულებით, თან გაბმული სიგნალით:

-რატომ არ აჩერებს? (ერთ-ერთი მგზავრი საბარგულზე)
-რავიცი რას გაიგებ.
-ვაახ არ აჩერებს ტო...
-გვეჯახებააააააააააააა
-გადახტით.... ამის გიჟი #%#$%# დაგვარტყავს სადაცააა.

ჩვენდა გასაოცრად ჩვენი მძღოლი იყო ძალიან მშვიდად, თანაც საეჭვოდ. გადავინაცვლებ სატვირთოში არსებულ სიტუაციაზე. ვინ სად ხტება, ვინ სად გარბის კაცი შვილმა არ იცის, იქ ამბავი ხდებოდა... მომხდარმა ყველაზე მეტად დააზარალა დავითი. პატიოსნად თავისთვის წამოდგა, მოემზადა გადმოსახტომად და უეცრად ვიღაცამ უკნიდან მოგვერდი ჩაუდგა და მკერდით გადმოვარდა. ერთადერთი რაც მოვასწარი იყო დავითი ჰაერში, ისიც ამოტრიალებული. გაგიკვირდებათ და ყველაზე სწრაფად ლია დეიდა გადმოვიდა მანქანიდან. ამ დროს ჩვენი ამირანი ყურსასმენებით ბიტლსების ერთ-ერთ კომპოზიციას უსმენდა, თავისთვის ტკბებოდა, არც კი უნერვიულია მომხდარზე. მერე მიიხედ-მოიხედა და გაუკვირდა უცებ მარტო რომ აღმოჩნდა საბარგულზე. გამოიხედა და გვკითხა: „რა ხდება, რად ხართ ძირსო“.

ჩვენი მანქანა და თივის ზვინით დატვირთული მანქანა გაჩერდა ისე, რომ მათ შორის 10 სანტიმეტრი იქნებოდა დაშორება (კინოებში რომ არის რა). კულმინაცია იყო შემდეგი: გადმოდის თივის ზვინის მძღოლი, ხვდება ჩვენს მძღოლს, მხიარულად ებაასებიან ერთანეთს. შემდეგ ჩვენ გამოგვხედა და გვეუბნება:

-როგორ ხართო?
-რა როგორ ხარ შეჩემა, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.
-რა გაყვირებს ბიჭო?
-აუ ამას მ%$^#%^#^

დაიძაბა სიტუაცია. დაიწყო გაწევ-გამოწევა - „მჩატედ“. ძლივს ჩავახრშეთ დაძაბულობა. ამასობაში დაკავებული ვიყავი დავითის რეაბილიტაციით, ცოტა დაშავდა, გადაბინტვები და პერეკისებს ვიქნევდი იქით-აქით.
უცებ გაისმა სიმღერა, თანაც მეგრული. აუ მემგონი მაგრად ცუდად ვარ, რა დროის სიმღერაა. რამ გააგიჟა ეს ხალხითქო. გააძრეს ეგრევე სასმელიც, დააყარეს სადღერგძელოები. ამ ყველაფერთან ერთად უკან მოადგა კიდევ ერთი სატვირთო მანქანა, დატვირთული თივით. მთავარია რომ ყველაფერმა კარგად ჩიარა. ეს იყო რაჭული ხუმრობა. აზრზე რომ მოვედით, შეუყევით გზას მამისონისკენ.

როგორც იქნა მივედით მამისონის უღელტეხილთან.

Image

დაახლოებით ერთი კილომეტრი ვიარეთ ფეხით. ისეთი ლამაზი ხედები იყო, ენით ვერ გადმოგცემთ.

Image

უბრალოდ უნდა ნახოთ თქვენი თვალით იქაურობა. კი გვითხრეს დროშა არ გაშალოთო, მაგრამ მაინც ავაფრიალეთ.

Image

Image

Image

Image

ატყდა მდელოზე ცეკვა-თამაში. დაიწყეს სურათების გადაღება. ხორუმის იმიტაციაც გააკეთეს.

Image

Image

მერე დაეყარენ ბალახზე და დაიწყეს პოზიორობა. დაღლილები გამოუდექით უკანა გზას. რათქმაუნდა ბუნებამ არც ჩამოსვლილას დაგვინდო, გვირტყა და გვირტყა, მემგონი უფრო მეტი ვიდრე ასვლაზე.

მიუახლოვდით ჩვენი პანსიონატის შესასვლელს. ბევრი ნაღდად არ გვივლია მაგრამ მაინც ძალიან დაღლილები ვიყავით. დავისვენეთ, ვიშხაპუნეთ....
საღამოს შემოუჯექით ცეცხლს და გავაგრძელეთ მხიარულება დაღმებამდე. ასე დამთავრდა ჩვენი მეოთხე დღე.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Naia » 30 აგვ 2010, 00:04

უი, აქ თურმე უკვე თემა გახსნილა, მე კიდევ სამომავლოებში ვკითხულობ როდის ჩამოდიანთქო :oops: :D

კოკა, რა მაგარი მთხრობელი ყოფილხარ! ძალიან ვიხალისე ქორწილზე :) გვირგვინები მართლა რა ლამაზი გამოსულა :) ძალიან კარგები ხართ და უფრო მეტად მწყდება გული რომ ვერ წამოვედი. ველი გაგრძელებას და ბევრ ფოტოებს! :)

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 30 აგვ 2010, 00:13

ჩამოვედით მშვიდობით,ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ.
არაჩვეულებრივად დავისვენე და რაც მთავარია ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე.უკვე მენატრებიიიიიიიიიიიიიიიიით
სურათებს მერე დავდებ რეპორტაჟი რომ მორჩება
Image

User avatar
idler
ბოდიალა
Posts: 123
Joined: 11 აპრ 2010, 19:57
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by idler » 30 აგვ 2010, 00:21

ninininuca
ჰიჰიჰიჰიჰიჰიჰ :D

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Lado meleksishvili » 30 აგვ 2010, 00:30

ვიდეოებს ვუყურე ეხლა და მაგრად ვიხალისე :lol:

უკვე მენატრებით ვიეტნამელებო

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 30 აგვ 2010, 00:31

მომიშალეთ ნერვები რაააა უფ,შოვში მინდა თქვენთან ერთად :oops:
Image

User avatar
idler
ბოდიალა
Posts: 123
Joined: 11 აპრ 2010, 19:57
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by idler » 30 აგვ 2010, 00:36

გამოიქეციოო !!

რაა მეთქიი ? და დავვარდი მიწაზე შემათრია ზღვაში ორი თოკი მაქ მობმული დამაფარფატებს ჰაერში :lol: :lol:

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 30 აგვ 2010, 00:39

არაფერი გვეშველება რა,წყალი წაგვიღებს :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 30 აგვ 2010, 01:59

V დღე

ეს დღე მიუძღვენით განტვირთვას. რა თქმა უნდა ავდექით გვიან. გოგოებმა გადაწყვიტეს გაცუნცულებულიყვნენ „რივერზე“ (მდინარეზე, ბოდიში ვაკური სლენგისთვის). უნივერსალურები ქე ყოფილან ბოშო ჩვენი გოგუნიები. თან რეცხავდნენ, თან ირუჯებოდნენ. ცოტა მოგვიანებით ბიჭებმა ვიყიდეთ გამაგრილებელი სასმელები, ლუდები და გავეშურეთ მათკენ. დავიწყეთ სუსტი სქესის წარმომადგენლების ძიება. მარა ნურას უკაცრავად მიდი და ეძებე. ვერ ვიპოვნეთ ავედით ზემოთ, ჩაუყევით ქვემოთ მაგრამ კვალი მაინც ვერ ვიპოვეთ. დავიღალეთ ძებნით. უცებ მოვილაპარაკეთ რომ, ამდენ ბოდიალს ჩაუჯდეთ ხიდთან კარგი ადგილი რომ არის. რათქმაუნდა ოთხი არცერთის წინააღმდეგ მოვიწონეთ ეს აზრი. დავჯექით, რათქმაუნდა ჩვენთან ერთად იყო დავითი, ლადო, გიგი...

შუადღის სიცხე გადავაგორეთ მშვენივრად. შემდეგ ამოვბრუნდით ჩვენს მოლაშქრეებთან. ცოტახანი ვიკოტრიალეთ ბალახზე.

-ფრენბურთი ვითამაშოთ რა.
-ახლა?
-ხოოო რა
-კაი კაი
-აბა წრე შევკარით

დავიწყეთ ჩვენი ჭკუით ფრენბურთის თამაში.

Image

Image

Image

პროფესიონალებს ბალახის საფარი არ აკმაყოფილებდა და გადავიბარგეთ მინი სტადიონზე. იქ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. გოგოებმა მაგარი ურტყეს კარებში. მეკარე გაჭირვებით იგერიებდა მათ დარტყმულებს.

Image

Image

Image

Image

ფეხბურთით რომ ვიჯერეთ გული, დავიწყეთ რაგბის თამაში... შერკინებები, აუტის მოწოდებები და ყველაფერი დავდგით. ეს სპორტიც შევისწავლეთ და დავამუღამეთ. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ფრენბურთის მოედანზე. გავიყავით სამი სამზე. ერთ გუნდში იყო თოვლის კაცი (დავითი), თამუნა და გიგი. მეორე გუნდში კი გახლდით ლაშა, კისკისა და მე.

Image

Image

Image

დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა, კინაღამ დამატებითი დრო დაინიშნა. საბლოო ჯამში დამთავრდა ფრე. გაიმარჯვა ბუტკუცუნამ.
როცა ვბრუნდბოდით უკან გზაზე, თან ვათვალიერებდით გარემოს. ძალიან ლამაზი სახლები იყო ჩადგმული ტყეში.

Image

Image

ამდენ ხვანცალ მანცალში კი დავიღალეთ და დავიძერით კარვებისკენ. ხოლო საღამოს ყველა შევიკრიბეთ ცეცხლთან, და განვიხილეთ შემდეგი დღის სირთულეები. ყველა შესაძლო სიტუაციები. სად იყო აღმართი, სად დაღმართი.... რა ადგილებში უნდა დაგვესვენა და სხვა რიგი დეტალები.

Image

რადგანაც მეორე დღეს დიდი დღე იყო და ვემზადებოდით კატიწვერაზე ასასვლელად, ამიტომაც მალე დავწექით. გავაცნობიერეთ თუ რა სირთულეებთან გვექნებოდა საქმე. ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ, აბა მივდივართ თქო. ამ დღეს დავწექით ყველაზე ადრე. იმიტომ რომ დილას 4 საათზე უნდა ავმდგარიყავით.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 30 აგვ 2010, 02:01

Naia

მადლობა ნაია :)
დანარჩენ დღეების რეპორტაჟს ძალიან მალე შემოგთავაზებთ....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Archil » 30 აგვ 2010, 10:16

konstantine

კარგად ჰყვები, მოკლედ, სხარტად, ემოციურად ...

გვგონია ჩვენც თქვენს გვერდით ვიყავით მაგ დროს..

ნეტაი და ვყოფილიყავით

ისე, ეს პირველი რეპორტაჟია რომელიც გასვლაში ყოფნისას დაიწყო.

მადლობა მაგთის :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 30 აგვ 2010, 13:09

Archil

გაიხარე არჩილ....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 30 აგვ 2010, 13:25

VI დღე

ვაიმე....

(ამ დღეს გამოყენებული იყო ურიცხვი რაოდენობის წაბილწული სიტყვები, ამიტომაც გიხდით ბოდიშს)

დილის 4 საათია, 26 აგვისტო (უმეტესობა ამ ლაშქრობის მონაწილე, კალენდარზე შემოხაზავს ამ დღეს, გადარჩენის პონტში რა). ისედაც ძლივს ვდგებოდით 11 საათზე და აზრზე ხართ 4 საათზე ადგომა, რა სირთულესთან გვექნბოდა საქმე. ამიტომაც ძველი ტაქტიკით ვიმოქმედეთ: გავაღვიძეთ კისკისა და სინდიკო. აბა დაიწყეთ კისიკისი..... დაიწყეს მარა რა დაიწყეს, მარტო ჩვენი მოკარვეები კი არა მთელი შოვი გააღვიძეს. 5 საათზე ყველანი ვიყავით დანიშნულების ადგილას: სასადილოს წინ. ვანოც (ჩვენი გიდი) დაგვხვდა ადგილზე.

Image

ლეგენდარული მსვლელობა დაიწყო 05:20 საათზე. ასვალტზე ვიარეთ ზუსტად 200 მეტრი. მერე გადაუხვიეთ მარცხნივ და ......
დაიწყო აღმართები სულ აღმართს ავდიოდით ასე 3-4 საათის განმავლობაში. მსვლელობა რომ დავიწყეთ მზე ამოსულიც არ იყო. ძალიან ლამაზი გარემო ირგვლივ წარმოიდგინე, ნაძვის და ფიჭვის სუნი სუფევდა გარშემო.

Image

Image

Image

Image

Image

ტყეს რომ თავი დავაღწიეთ, გავედით ალპურ ზონაში. თავიდან გადაწყვეტილი იყო რომ ორ დღიანი უნდა ყოფილიყო კატიწვერას დალაშქვრა. ამიტომაც დავიწყეთ შეშის მოგროვება. მოვაგროვეთ შეშები, სკოჩით მივიმაგრეთ ზურგჩანთებზე და დავიძარით კატიწვერისკენ. წინ მიგვიძღოდა ვანო, ჩვენი გამყოლი. გადავხედეთ, გადმოვხედეთ და დავადგინეთ რომ შეშა არ იყო საკმარისი. ვანო და ლაშა ჩამოგვრჩნენ შეშის დამატებითი მარაგის მოსაგროვებლად. არ გამოჩნდენ დიდი ხანი, მერე ვიფიქრე, მიხმარება ხომ არ უნდა მეთქი. გავბრუნდი უკან, და მალევე შევხვდი. მოჰქონდათ თითო-თითო ხე. ვანო ტანკივით ძლიერი იყო, იმას ჩემი მიხმარება ნაღდად არ ჭირდებოდა. არ ვამბობ ლაშა არ იყო ჯან-ღონით სავსეთქო. უბრალოდ ვიფიქრე ცოტას წავაშველებ ხელსთქო. გზაზე რაღაც უჯიშო მცენარეს თუ რაცხა უბედურებას გავედე და დამსუსხა. ხომ არაფერი მარა კარგად კი გამამწარა (ნუ წუწუნებ ბიჯო).

მივედით ადგილზე სადაც ლაშქრობის წევრები გველოდებოდნენ. შევესწარით დიალოგს: „მოდი ორი დღის მაგივრად ერთ დღეში ჩავტიოთ ყველაფერიო“. ერთი შეხედვით კარგად ჟღერდა, მეორეს მხრივ კი სახე მომეღუნა, იმიტომ რომ ამდენი ნაგროვები და დიდ მანძილზე ნათრევი შეშა უნდა დაგვეტოვებინა. ვერ ველეოდი, ვეუბნებოდი ხალხს რომ იქნებ გამოგვადგეს თქო, მარა რად გინდა, მომიწია დატოვება.

მთაში კი მოგეხსენებათ მალე იცვლება ამინდიც. ხედავ მზე აცხუნებს, გადის რამოდენიმე საათი და უცებ ჩამოწვება ნისლი და უარეს შემთხვევაში შეიძლება წამოვიდეს წვიმაც. ჩვენს შემთხვევაში წვიმა წამოგვეწია, მაშინვე გადაიცვა ხალხმა საწვიმრები, მე რა უნდა ჩამეცვა უბრალოდ კაპიშონი შემოვიხურე და ეგ იყო. მალევე გადაიღო წვიმამ, გაგვიხარდა რათქმაუნდა.

ყოველ 1 საათში ვისვენებდით, ცოტა აზრზე მოვიდოდით და ენერგიას რომ აღვიდგენდით ვაგრძელებდით გზას.

Image

4 საათისთვის უკვე დავიწყეთ ასვლა ბოლო აღმართის, რომელიც იყო 3 დონიანი.

Image

პირველი ნაწილი ადვილად ავიარეთ, მეორე დონეზე მოგვიწია ცოტა ფორთხიალი. გზადაგზა ცვიოდა ქვები. რამოდენიმეჯერ დაგორებულმა ქვამ, კინაღამ დააზიანა ქვემოთ მთაზე მომდგარი მეგობრები. ძალიან ვფრთხილობდით, დაძაბულები ვიყავით. აი მესამე ნაწილი კი იყო მართლაც რომ ძნელი. პირველად მომიწია ოთხით სიახული აღმართზე.

Image

ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ნაშალი ქვები იყო. გვიწევდა საფეხურების გაკეთებაც. თითქმის 2 საათი მოვანდომეთ ბოლო აღმართის ასვლას. როგორც კი ავედით ნისლი ჩამოწვა და დაიწყო წვიმა. უცებ ამოვიღეთ დიდი პარკები რომელიც ლია დემ დაგვიტოვა (ქალბატონი ლია). წრე გავაკეთეთ და გადავიხურეთ თავზე ყველამ.

Image

პარკის ქვეშ წვიმის გადაღებამდე ვმღეროდით, მოტივაციას ვიმაღლებდით და ვმხიარულობდით. ასვლას მოვანდომეთ 13 საათამდე.

დავიწყეთ დაშვება უძირო ტბებისკენ. ძირს იყო ყინული. მეტი რა გვინდოდა. დავიწყეთ სრიალი, გუნდაობა და ხვანცალ მანცალი. ლიბრა ისეთ ჯანზე დადგა, რომ ვანოს გამოართვა სანადირო იარაღი და დასჭექა (რა დააგდო მთაში ვერ გეტყვით... სავარაუდოდ ჯიხვი).

უძირო ტბები... აი რეკლამა რომ არის რაფაელოსი, გექნებათ ნანახი: „არაფრის მთქმელი სიტყვები“ აი ზუსტად ეგ უნდა გაგეგდო ყბაში, გეჭამა და გეცქერა ძაააააააააალიან დიდი ხანი.

Image

Image

Image

Image

ამასობაში გახდა ცხრის ნახევარი. ცოტა აუჩქარეთ გზა, უკან წამოსვლისას. ერთ ერთ აღმართზე რომ ავედით არანორმალურად ლამაზი ხედი გადაიშლა. ღრუბლებზე ბევრად მაღლა ვიმყოფებოდით.

Image

პირველი დაღმართი გაგვიჭირდა, მე და ამირანი ფორთხიალით ჩამოვედით. მაგრად ვცურავდით ბალახზე, თითქოს ციგებზე ვისხედითო. ეს დაღმართი რომ ვძლიეთ უკვე ღამე იყო. აანთეს ბიჭუნებმა და გოგუნებმა ფანარები და დავიწყეთ მსვლელობა შინისკენ.

დაახლოებით უკვე ღამის 11 საათია, რომ შეგვეშალა ბილიკი, ასვლა მოგვიწია ციცაბო აღმართზე, დიყის ბუჩქებით გადაფენილ საფარზე. რათქმაუნდა ყველას უკვე დამუღამებული გვქონდა ოთხით სიარული, რაღა დაგვრჩენოდა და შეუყევით ამ აღმართსაც. რომ ავედით ზემოთ, იქ უბერავდა, ძვალში და რბილში ატარებდა, ზოგს ტანსაცმელი სველი ჰქონდა და ხომ წარმოგიდგენიათ რა ჰარმონიაში იქნებოდნენ. იქ ვიცადეთ ასე 20 წუთი სანამ მონადირე და ვანო გზას იპოვნიდნენ.

-აუ მცივა...
-მართლა? არა რაღაცას გვატყუებ
-როდის გავაგრძელებთ გზას?
-ჩვენ დღეს ვეღარ გავაგრძელებთ გზას უნდა გავჩერდეთ და

დავბანაკდეთ (ერთ ერთი პესიმისტური წამოძახილი)

-ჩაიწყვიტე ხმა ვინცხა ხარ მანდ
-(უცებ მონადირეს ხმა ქვემოდან)
-გზა ვიპოვნეთ

გაგვიხარდა რომელია. ეგრევე ჩამოვირბინეთ სიხარულისგან ის აღმართი ქვემთ. არა და აღმართი ჯობია დაღმართს უკუნითი უკუნისამდე (ბაი ზე ვეი). ქვემოთ ეყარა უამრავი ლოდები. რამოდენიმეჯერ ფეხი წამიცდა და კინაღამ მარცხი ვიწვნიე. დაახლოებით 2 საათის სავალი გვქონდა დარჩენილი სანამ ალპურ ზონიდან გადავიდოდით ტყეში. ამასობაში გახდა 1 საათი.
საღამოს რომ ძალიან ადვილია ჯგუფს რომ ჩამორჩე და დაიკარგო, ნისლს და სხვა დაბრკოლებებს რომ თავი დავანებოთ ფაქტია ხომ. ნუ იქაც ჯგუფის პირველ და ბოლო კაცს ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი.

-ბოლო, მშვიდობაა?
-კი კი გააგრძელე.
-კარგი.

წარმოიდგინე მთელი დაშვების დროს ამ ფრაზების ძახილი, ნორმალური ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდა.

-ბოლო, მშვიდობაა?
-ჩაიწყვიტე ხმა რა (ჩუმად ვიტყოდით)
-პასუხს არ ვცემთ.
-მშვიდობაა ბოლოში?
-კი კი

როგორც იქნა შევედით ტყეში. აქ უკვე ხალხის განწყობა არის შემდგი: ზოგს რაღაცეები გველანდება, ზოგი მოლაშქრეები კი როგორც ვჩერდებოდით იქვე ძილისპირული ჰქონდათ (მეც მათ შორის). მერე იყო ერთი ამბავი გაღვიძებაზე. „გაიღვიძე მივდივართ“. ზოგი მაგალითად რომ ვჩერდებოდით მაინც დადიოდა ინსტიქტურად.

ამ დღეს გადამრია ერთმა ადამიანმა ქსოვრელმა (ალექსანდრე). იმდენჯერ ავიდა ჩამოვიდა კატიწვერაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ გოგოებს ზურგჩანთების ატანაში რომ ეხმარებოდა გზადაგზა, მალადეც მაგას. აი ყველაზე მაგარი იარა მან. ჩვენთან ერთად იყო კიდევ ერთი ანგელოზი, ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც მთლიანი განვლილი მარშრუტის განმავლობაში ერთი არ დაუწუწუნებია (ნინიკო) რამდენი დაგვრჩა სავალი, ან როდის მორჩება და ა.შ. უფრო მეტიც, სხვებიც მოჰყავდა.
ასე 4 საათისთვის უკვე გამოჩნდა სოფელი გლოლა. გაგვიხარდა მარა რად გინდა. მანამდე ხომ უნდა მიხვიდე. მოვიწყინეთ ისევ.

-აღარ მთავრდება ეს დ%#$%# გზა.
-ვინ ხარ?
-არაფერი არაფერი იარე

ერთ ერთ დაღმართზე უკვე ტყეში, ერთ ადგილას შევისვენე. მთვარის შუქი ეცემოდა ზემოდან მთელ ტყეს. ასევე გვიმრასაც რომელიც მე გადაჭრილი მორი მეგონა (არა და მაგრა გავდა). ვიფიქრე დავეყრდნობი თქო. დავეყრდენი... უმალ გადავიხლერწე მარჯვნივ ბუჩქებში თუ ეკალბარდებში. 15 წუთი ამოვდიოდი. ჰალუცინაციებიც დაგვეწყო. მსგავსი სცენარები ჰქონდათ ჩემს მეგობრებსაც, ოღონდ იმათ განსხვავებული სიტუაციებით. მაგალითად ქვა რუგზაკი ეგონათ. ჩრდილი რომელიც ეცემოდა მორი და რავიცი კიდევ რა.

როგორც იქნა ჩავაღწიეთ სოფელ გლოლამდე, აი მანდ უკვე აზრი აღარ გვეკითხება. ზოგი პლინტუსებზე იყო წამოწოლილი, ზოგი კანაოს ბორდიურზე, ზოგს ტოტზე ეძინა, ზოგს ჭის ვედროში....

Image

დარჩა კიდევ ერთი პატარა მონაკვეთი: სოფელი გლოლიდან ჩვენს ბანაკამდე. მანძილი კი მათ შორის არის 4 კმ. აი ეგ იყო მაგ დროს ყველაზე დიდი გზა დაუსრულებელი. ბოლოს მოვდიოდით მე და ამირანი (თუ მაგას წამოსვლა ჰქვია). ნახევარი გზა გვქონდა გავლილი რომ მუხლი მომეკვეთა, რამოდენიმეჯერ ვცადე ადგომა მაგრამ ვერ შევძელი.

-ადე, ადე ცოტა დაგვრჩა მალე მივალთ უკვე
-შანსი არ მაქვს ამირან, გააგრძელე გზა დაგეწევი
-რას შვებით აღარ მოდიხართ?
-დაგეწევით, გააგრძელეთ გზა (ამირანი)
-მოდი მაშინ აგერ ღობესთან მივწვეთ.
-კარგი
-პარალონს გავშლი

ისე გვეძინებოდა და ისეთი დაღლილები ვიყავით რომ საძილე ტომრების ამოღება დაგვეზარა. გავშალეთ მეორე პარალონი და გადავიფარეთ. აი ამის მერე აღარაფერი მახსოვს.

დილას მაღვიძებს ამირანი. გავიხედეთ გამოვიხედეთ და დავინახეთ მელანო, მოდის თვალებ დახუჭული, საძილე ტომრით შემოხვეული. ჩვენ რეაქცია აღარ გვაქვს რომ ემოცია გამოვხატოთ. მაქსიმალურად მოვინდომეთ და ვთქვით : „ჰა“. ეს იყო აი მაგრად რომ იცინიხარ ერთი 10 წუთი, იმის ტოლფასი. თავიდან არ გვეჯერა, მეთქი გველანდება თქო. მერე გამოჩნდა ჯნოსიც. რომ დაგვინახა მე და ამირანს როგორ გვეძინა, მუხლებზე დაეცა და ისე იცინოდა. ერთ ერთი ჩვენი მოლაშქრე იყო წამოსული მანქნით. რაც ეგ მე ვლოცე, ჩამოგვაკითხა მანქანით და ჩვენს ბანაკამდე მივფორთხიალდით როგორც იქნა.

ჯამში რომ დავთვალეთ სულ გქვონდა ნასიარულები 26 საათი...

ამ დღეს გადავწყვიტეთ რომ, ასეთი ნატანჯი 26 საათიანი სიარულის შემდეგ, ჩვენი თავისთვის გვეცა პატივი და დაგვეძინა კოტეჯში. იქაურობის მოურავს შეუთანხმდი წინდაწინ და მოვაგვარეთ ეგ ამბავი. შესვლა და ძილი ერთი იყო....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]