VI დღე
ვაიმე....
(ამ დღეს გამოყენებული იყო ურიცხვი რაოდენობის წაბილწული სიტყვები, ამიტომაც გიხდით ბოდიშს)
დილის 4 საათია, 26 აგვისტო (უმეტესობა ამ ლაშქრობის მონაწილე, კალენდარზე შემოხაზავს ამ დღეს, გადარჩენის პონტში რა). ისედაც ძლივს ვდგებოდით 11 საათზე და აზრზე ხართ 4 საათზე ადგომა, რა სირთულესთან გვექნბოდა საქმე. ამიტომაც ძველი ტაქტიკით ვიმოქმედეთ: გავაღვიძეთ კისკისა და სინდიკო. აბა დაიწყეთ კისიკისი..... დაიწყეს მარა რა დაიწყეს, მარტო ჩვენი მოკარვეები კი არა მთელი შოვი გააღვიძეს. 5 საათზე ყველანი ვიყავით დანიშნულების ადგილას: სასადილოს წინ. ვანოც (ჩვენი გიდი) დაგვხვდა ადგილზე.
ლეგენდარული მსვლელობა დაიწყო 05:20 საათზე. ასვალტზე ვიარეთ ზუსტად 200 მეტრი. მერე გადაუხვიეთ მარცხნივ და ......
დაიწყო აღმართები სულ აღმართს ავდიოდით ასე 3-4 საათის განმავლობაში. მსვლელობა რომ დავიწყეთ მზე ამოსულიც არ იყო. ძალიან ლამაზი გარემო ირგვლივ წარმოიდგინე, ნაძვის და ფიჭვის სუნი სუფევდა გარშემო.
ტყეს რომ თავი დავაღწიეთ, გავედით ალპურ ზონაში. თავიდან გადაწყვეტილი იყო რომ ორ დღიანი უნდა ყოფილიყო კატიწვერას დალაშქვრა. ამიტომაც დავიწყეთ შეშის მოგროვება. მოვაგროვეთ შეშები, სკოჩით მივიმაგრეთ ზურგჩანთებზე და დავიძარით კატიწვერისკენ. წინ მიგვიძღოდა ვანო, ჩვენი გამყოლი. გადავხედეთ, გადმოვხედეთ და დავადგინეთ რომ შეშა არ იყო საკმარისი. ვანო და ლაშა ჩამოგვრჩნენ შეშის დამატებითი მარაგის მოსაგროვებლად. არ გამოჩნდენ დიდი ხანი, მერე ვიფიქრე, მიხმარება ხომ არ უნდა მეთქი. გავბრუნდი უკან, და მალევე შევხვდი. მოჰქონდათ თითო-თითო ხე. ვანო ტანკივით ძლიერი იყო, იმას ჩემი მიხმარება ნაღდად არ ჭირდებოდა. არ ვამბობ ლაშა არ იყო ჯან-ღონით სავსეთქო. უბრალოდ ვიფიქრე ცოტას წავაშველებ ხელსთქო. გზაზე რაღაც უჯიშო მცენარეს თუ რაცხა უბედურებას გავედე და დამსუსხა. ხომ არაფერი მარა კარგად კი გამამწარა (ნუ წუწუნებ ბიჯო).
მივედით ადგილზე სადაც ლაშქრობის წევრები გველოდებოდნენ. შევესწარით დიალოგს: „მოდი ორი დღის მაგივრად ერთ დღეში ჩავტიოთ ყველაფერიო“. ერთი შეხედვით კარგად ჟღერდა, მეორეს მხრივ კი სახე მომეღუნა, იმიტომ რომ ამდენი ნაგროვები და დიდ მანძილზე ნათრევი შეშა უნდა დაგვეტოვებინა. ვერ ველეოდი, ვეუბნებოდი ხალხს რომ იქნებ გამოგვადგეს თქო, მარა რად გინდა, მომიწია დატოვება.
მთაში კი მოგეხსენებათ მალე იცვლება ამინდიც. ხედავ მზე აცხუნებს, გადის რამოდენიმე საათი და უცებ ჩამოწვება ნისლი და უარეს შემთხვევაში შეიძლება წამოვიდეს წვიმაც. ჩვენს შემთხვევაში წვიმა წამოგვეწია, მაშინვე გადაიცვა ხალხმა საწვიმრები, მე რა უნდა ჩამეცვა უბრალოდ კაპიშონი შემოვიხურე და ეგ იყო. მალევე გადაიღო წვიმამ, გაგვიხარდა რათქმაუნდა.
ყოველ 1 საათში ვისვენებდით, ცოტა აზრზე მოვიდოდით და ენერგიას რომ აღვიდგენდით ვაგრძელებდით გზას.
4 საათისთვის უკვე დავიწყეთ ასვლა ბოლო აღმართის, რომელიც იყო 3 დონიანი.
პირველი ნაწილი ადვილად ავიარეთ, მეორე დონეზე მოგვიწია ცოტა ფორთხიალი. გზადაგზა ცვიოდა ქვები. რამოდენიმეჯერ დაგორებულმა ქვამ, კინაღამ დააზიანა ქვემოთ მთაზე მომდგარი მეგობრები. ძალიან ვფრთხილობდით, დაძაბულები ვიყავით. აი მესამე ნაწილი კი იყო მართლაც რომ ძნელი. პირველად მომიწია ოთხით სიახული აღმართზე.
ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ნაშალი ქვები იყო. გვიწევდა საფეხურების გაკეთებაც. თითქმის 2 საათი მოვანდომეთ ბოლო აღმართის ასვლას. როგორც კი ავედით ნისლი ჩამოწვა და დაიწყო წვიმა. უცებ ამოვიღეთ დიდი პარკები რომელიც ლია დემ დაგვიტოვა (ქალბატონი ლია). წრე გავაკეთეთ და გადავიხურეთ თავზე ყველამ.
პარკის ქვეშ წვიმის გადაღებამდე ვმღეროდით, მოტივაციას ვიმაღლებდით და ვმხიარულობდით. ასვლას მოვანდომეთ 13 საათამდე.
დავიწყეთ დაშვება უძირო ტბებისკენ. ძირს იყო ყინული. მეტი რა გვინდოდა. დავიწყეთ სრიალი, გუნდაობა და ხვანცალ მანცალი. ლიბრა ისეთ ჯანზე დადგა, რომ ვანოს გამოართვა სანადირო იარაღი და დასჭექა (რა დააგდო მთაში ვერ გეტყვით... სავარაუდოდ ჯიხვი).
უძირო ტბები... აი რეკლამა რომ არის რაფაელოსი, გექნებათ ნანახი: „არაფრის მთქმელი სიტყვები“ აი ზუსტად ეგ უნდა გაგეგდო ყბაში, გეჭამა და გეცქერა ძაააააააააალიან დიდი ხანი.
ამასობაში გახდა ცხრის ნახევარი. ცოტა აუჩქარეთ გზა, უკან წამოსვლისას. ერთ ერთ აღმართზე რომ ავედით არანორმალურად ლამაზი ხედი გადაიშლა. ღრუბლებზე ბევრად მაღლა ვიმყოფებოდით.
პირველი დაღმართი გაგვიჭირდა, მე და ამირანი ფორთხიალით ჩამოვედით. მაგრად ვცურავდით ბალახზე, თითქოს ციგებზე ვისხედითო. ეს დაღმართი რომ ვძლიეთ უკვე ღამე იყო. აანთეს ბიჭუნებმა და გოგუნებმა ფანარები და დავიწყეთ მსვლელობა შინისკენ.
დაახლოებით უკვე ღამის 11 საათია, რომ შეგვეშალა ბილიკი, ასვლა მოგვიწია ციცაბო აღმართზე, დიყის ბუჩქებით გადაფენილ საფარზე. რათქმაუნდა ყველას უკვე დამუღამებული გვქონდა ოთხით სიარული, რაღა დაგვრჩენოდა და შეუყევით ამ აღმართსაც. რომ ავედით ზემოთ, იქ უბერავდა, ძვალში და რბილში ატარებდა, ზოგს ტანსაცმელი სველი ჰქონდა და ხომ წარმოგიდგენიათ რა ჰარმონიაში იქნებოდნენ. იქ ვიცადეთ ასე 20 წუთი სანამ მონადირე და ვანო გზას იპოვნიდნენ.
-აუ მცივა...
-მართლა? არა რაღაცას გვატყუებ
-როდის გავაგრძელებთ გზას?
-ჩვენ დღეს ვეღარ გავაგრძელებთ გზას უნდა გავჩერდეთ და
დავბანაკდეთ (ერთ ერთი პესიმისტური წამოძახილი)
-ჩაიწყვიტე ხმა ვინცხა ხარ მანდ
-(უცებ მონადირეს ხმა ქვემოდან)
-გზა ვიპოვნეთ
გაგვიხარდა რომელია. ეგრევე ჩამოვირბინეთ სიხარულისგან ის აღმართი ქვემთ. არა და აღმართი ჯობია დაღმართს უკუნითი უკუნისამდე (ბაი ზე ვეი). ქვემოთ ეყარა უამრავი ლოდები. რამოდენიმეჯერ ფეხი წამიცდა და კინაღამ მარცხი ვიწვნიე. დაახლოებით 2 საათის სავალი გვქონდა დარჩენილი სანამ ალპურ ზონიდან გადავიდოდით ტყეში. ამასობაში გახდა 1 საათი.
საღამოს რომ ძალიან ადვილია ჯგუფს რომ ჩამორჩე და დაიკარგო, ნისლს და სხვა დაბრკოლებებს რომ თავი დავანებოთ ფაქტია ხომ. ნუ იქაც ჯგუფის პირველ და ბოლო კაცს ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი.
-ბოლო, მშვიდობაა?
-კი კი გააგრძელე.
-კარგი.
წარმოიდგინე მთელი დაშვების დროს ამ ფრაზების ძახილი, ნორმალური ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდა.
-ბოლო, მშვიდობაა?
-ჩაიწყვიტე ხმა რა (ჩუმად ვიტყოდით)
-პასუხს არ ვცემთ.
-მშვიდობაა ბოლოში?
-კი კი
როგორც იქნა შევედით ტყეში. აქ უკვე ხალხის განწყობა არის შემდგი: ზოგს რაღაცეები გველანდება, ზოგი მოლაშქრეები კი როგორც ვჩერდებოდით იქვე ძილისპირული ჰქონდათ (მეც მათ შორის). მერე იყო ერთი ამბავი გაღვიძებაზე. „გაიღვიძე მივდივართ“. ზოგი მაგალითად რომ ვჩერდებოდით მაინც დადიოდა ინსტიქტურად.
ამ დღეს გადამრია ერთმა ადამიანმა ქსოვრელმა (ალექსანდრე). იმდენჯერ ავიდა ჩამოვიდა კატიწვერაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ გოგოებს ზურგჩანთების ატანაში რომ ეხმარებოდა გზადაგზა, მალადეც მაგას. აი ყველაზე მაგარი იარა მან. ჩვენთან ერთად იყო კიდევ ერთი ანგელოზი, ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც მთლიანი განვლილი მარშრუტის განმავლობაში ერთი არ დაუწუწუნებია (ნინიკო) რამდენი დაგვრჩა სავალი, ან როდის მორჩება და ა.შ. უფრო მეტიც, სხვებიც მოჰყავდა.
ასე 4 საათისთვის უკვე გამოჩნდა სოფელი გლოლა. გაგვიხარდა მარა რად გინდა. მანამდე ხომ უნდა მიხვიდე. მოვიწყინეთ ისევ.
-აღარ მთავრდება ეს დ%#$%# გზა.
-ვინ ხარ?
-არაფერი არაფერი იარე
ერთ ერთ დაღმართზე უკვე ტყეში, ერთ ადგილას შევისვენე. მთვარის შუქი ეცემოდა ზემოდან მთელ ტყეს. ასევე გვიმრასაც რომელიც მე გადაჭრილი მორი მეგონა (არა და მაგრა გავდა). ვიფიქრე დავეყრდნობი თქო. დავეყრდენი... უმალ გადავიხლერწე მარჯვნივ ბუჩქებში თუ ეკალბარდებში. 15 წუთი ამოვდიოდი. ჰალუცინაციებიც დაგვეწყო. მსგავსი სცენარები ჰქონდათ ჩემს მეგობრებსაც, ოღონდ იმათ განსხვავებული სიტუაციებით. მაგალითად ქვა რუგზაკი ეგონათ. ჩრდილი რომელიც ეცემოდა მორი და რავიცი კიდევ რა.
როგორც იქნა ჩავაღწიეთ სოფელ გლოლამდე, აი მანდ უკვე აზრი აღარ გვეკითხება. ზოგი პლინტუსებზე იყო წამოწოლილი, ზოგი კანაოს ბორდიურზე, ზოგს ტოტზე ეძინა, ზოგს ჭის ვედროში....
დარჩა კიდევ ერთი პატარა მონაკვეთი: სოფელი გლოლიდან ჩვენს ბანაკამდე. მანძილი კი მათ შორის არის 4 კმ. აი ეგ იყო მაგ დროს ყველაზე დიდი გზა დაუსრულებელი. ბოლოს მოვდიოდით მე და ამირანი (თუ მაგას წამოსვლა ჰქვია). ნახევარი გზა გვქონდა გავლილი რომ მუხლი მომეკვეთა, რამოდენიმეჯერ ვცადე ადგომა მაგრამ ვერ შევძელი.
-ადე, ადე ცოტა დაგვრჩა მალე მივალთ უკვე
-შანსი არ მაქვს ამირან, გააგრძელე გზა დაგეწევი
-რას შვებით აღარ მოდიხართ?
-დაგეწევით, გააგრძელეთ გზა (ამირანი)
-მოდი მაშინ აგერ ღობესთან მივწვეთ.
-კარგი
-პარალონს გავშლი
ისე გვეძინებოდა და ისეთი დაღლილები ვიყავით რომ საძილე ტომრების ამოღება დაგვეზარა. გავშალეთ მეორე პარალონი და გადავიფარეთ. აი ამის მერე აღარაფერი მახსოვს.
დილას მაღვიძებს ამირანი. გავიხედეთ გამოვიხედეთ და დავინახეთ მელანო, მოდის თვალებ დახუჭული, საძილე ტომრით შემოხვეული. ჩვენ რეაქცია აღარ გვაქვს რომ ემოცია გამოვხატოთ. მაქსიმალურად მოვინდომეთ და ვთქვით : „ჰა“. ეს იყო აი მაგრად რომ იცინიხარ ერთი 10 წუთი, იმის ტოლფასი. თავიდან არ გვეჯერა, მეთქი გველანდება თქო. მერე გამოჩნდა ჯნოსიც. რომ დაგვინახა მე და ამირანს როგორ გვეძინა, მუხლებზე დაეცა და ისე იცინოდა. ერთ ერთი ჩვენი მოლაშქრე იყო წამოსული მანქნით. რაც ეგ მე ვლოცე, ჩამოგვაკითხა მანქანით და ჩვენს ბანაკამდე მივფორთხიალდით როგორც იქნა.
ჯამში რომ დავთვალეთ სულ გქვონდა ნასიარულები 26 საათი...
ამ დღეს გადავწყვიტეთ რომ, ასეთი ნატანჯი 26 საათიანი სიარულის შემდეგ, ჩვენი თავისთვის გვეცა პატივი და დაგვეძინა კოტეჯში. იქაურობის მოურავს შეუთანხმდი წინდაწინ და მოვაგვარეთ ეგ ამბავი. შესვლა და ძილი ერთი იყო....