Georgian Rabbit wrote:პ.ს. 2
kotetbeli
ზე ბესტი ხარ
მპუა
ლამა და ჭიანჭველა
(on line ზღაპარი ულტრა ბავშვებისთვის, ანუ ინფორმატიკა დამწყებთათვის)
იყო(on line) და არა(off line) იყო(on line), იყო(on line) ერთი ლამა...
ერთხელ ლამა და ჭიანჭველა დამეგობრდნენ და თქვეს: მოდი ვნახოთ ფორუმის ზურგზე რა ხდებაო და გაუდგნენ გზას.
ღამე იყო.
როგორ ავანთოო? - იკითხა ჭიანჭველამ.
ლამამ ქსელში შეაერთა მოწყობილობა, ღილაკს დააჭირა და აინთო.
გააგრძელეს გზა.
წინ შემოხვდათ მდინარე ,,პაროლი".
ჭიანჭველა გამოექანა, რაღაც სიტყვა შესძახა, გადახტა და შიგ მდინარეში ჩახტა...
ახლა ლამა გამოქანდა, ,,დამსეტყვეცაო" შესძახა, გადახტა და მდინარე ,,პაროლის" მეორე ნაპირზე დახტა. გადაიყვანა ჭიანჭველაც.
წინ ძალიან ნელა მიიწევდნენ. დაიღალა ჭიანჭველა.
ეეეჰ, შენო, ძმობილოო, გატყობო, ვინდოუსის არ გივარგაო - უთხრა ლამამ და იქვე კუნძზე ჩამოსვა. აიღო კალამი და ფურცელი და ჭიანჭველას უთხრა - აბა ეხლა რაც იცი ყველაფერი მითხარიო. ჭიანჭველამაც ჩააწერინა რაც იცოდა.
მოკიდა ლამამ ჭიანჭველას ხელი და მდინარეში ჩააყურყუმელავა თავიდან ბოლომდე, ამოიყვანა და ისევ კუნძზე დასვა.
ჭიანჭველამ - კაცო, შენ რომელი ხარ ან მე ვინა ვარ, აქ რა მინდაო?
აეხლა უკვე სუფთა ხარო - უთხრა ლამამ, - წეღან ფურცელზე დაწერილი ისევ ჭიანჭველას მიაწოდა და უთხრა - აჰა დაიჭი და რაც აქ წერია და რაც აქამდე იცოდი ისევ დაიზეპირეო.
დაიზეპირა ჭიანჭველამ, წამოხტა და რა წამოხტა, ლამის ფრენა დაიწყო.
ძაანაც ნუ გაყოყოჩდები ეხლაო - უთხრა ლამამ და ჭიანჭველას ცოტა არაყი დაალევინა: ოდნავ რეაქციებს კი შეგინელებს, მაგრამ სამაგიეროდ კაი ანტივირუსიაო...
ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ მზეთუნახავ სამყაროს. ნაირ-ნაირი წალკოტი-საიტები და ფორუმლენდები გადაიშალა მათ თვალწინ.
ფორუმლენდის შესასვლელში იდგა ერთი კუ და 2 ფასკუნჯი.
მოდი ჯერ კუთი გავისეირნოთო - უთხრა ლამამ ჭიანჭველას და დასხდნენ კუზე.
აიზლაზნა კუ, გაიზლაზნა გზაზე და დაიწყო მთქნარება.
ამ Dial up-ის კუებს ხო ტყუილად ვაჭმევთ პურსაო - თქვა ლამა და კუდან ისევ ჩამოქვეითდნენ.
მოვიდნენ ეხლა ფასკუნჯთან.
ფასკუნჯზე 4 კაცი იჯდა - მოდით, ძმებოო - გამოსძახეს, კიდე ორი კაცი და გავდივართო. თანხას თანაბრად გავიყოფთო.
არ გვინდაო - თქვა გამოცდილმა ლამამ - ეგ ფასკუნჯი მაგ 4 კაცს ძლივს ერევა და ჩვენ რომ დავსხდეთ, მერე სულ ნელა ივლის, დაგვტანჯავსო.
მივიდნენ მეორე ფასკუნჯთან. ის თავისუფალი იყო და ზედ შესხდნენ.
ლამამ ფასკუნჯის ფეხთან ჩაყო ხელი, აფათურა, აფათურა, მერე როუტერის ღილაკი გადატვირთა და ფასკუნჯიც ამოიქოქა და რა ამოიქოქა... გაიქროლა ფასკუნჯმა და თან მგზავრებს კითხა - საით წაგიყვანოთო?
ადმინთანო - უთხრა ლამამ.
დიდხანს იარეს. წვიმასა და ქარში ცოტა შეფერხებით მიქროდა ფასკუნჯი, მაგრამ შიგადაშიგ ლამა ფასკუნჯის ფეხის ქვეშ ხელს მოაფათურებდა და მიაჭერდა... რაღა თქმა უნდა როუტერის ღილაკს.
მივიდნენ ადმინთან.
ადმინის სამფლობელოს კართან ვიღაც დახვდათ და შეაჩერა - თქვენი დოკუმენტებიო!
შენ ვინა ხარო - კითხა აქეთ ლამამ.
მე ნოდარა ვარო - უთხრა NODარამ, - საბუთები, სანამ იზოლაციაში გამომიმწყვდევიხართო.
საბუთები წარუდგინეს და შევიდნენ ადმინის სამფლობელოში.
გამოეგება ადმინი. ახალ, office2007 - ში მიიღო, დაჟე ახალი ფანჯარაც გახსნა - აქეთ მობრძანდით, ცალკე ოთახში მიგიღებთო.
ლამამ italic-ით საუბარი დაიწყო და ადმინმა მაშინვე გააჩერა: ე, ბიჭო, შინაურები ვართ, რა ირიბად მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი რა გინდაო...
რაო და, ეს კაცი ჩემი ახლობელიაო - უთხრა ლამამ ჭიანჭველაზე, - ფორუმზე უნდა დამირეგისტრიროო.
გუშინ ყუფარაძემაც დაგირეკათო - მორიდებით მიუგო ჭიანჭველამ... ლექსებსაც ვწერ სიყვარულზე, უწყინარი ვარო.
რა ვქნაო? - თქვა ადმინმა მორიდებით, - უსამართლობას ვერ ვიტან, მაგრამ ამ ერთხელ ურიგოდ გაგიშვებთო და ფანჯრიდან რიგს გადახედა.
ამის გაგონებაზე ჭიანჭველა სიხარულისგან ისე ეწია ცას, რომ ლამა ვეღარ დაეწია.
ახლა უკვე გზაზე დგახარ ძმობილოო - უთხრა ლამამ ჭიანჭველას და გზა დაულოცა.
რამე სიბრძნეებიც მითხარი, რომ გამომადგესო - ჭიანჭველამ.
რავი, რა გითხრაო? - დაფიქრდა ლამა და რაც გაახსენდა უთხრა:
1. ფორუმლენდში რაღაც შაყირებს მოგაწვდიან ლანგრით და არა ჭამოო;
2. გზად 1000ნაირი ქალი შეგხვდება - ,,დამაჭირე, დამაჭირეო" და ყურებზე ხელი აიფარე (სხვაგანაც) და სწრაფად გაეცალეო - ზომიერება, მაგრამ სამაგიეროდ ჯანმრთელობაო;
3. სტუმრები რომ გეყოლება, ნასუფრალზე NODარა შეუშვი, იმას აალაგებინეო;
4. მოდერატორი ნახო, სუფთა დახვდი, თორე დაგბანსო;
5. ადმინი ნახო - წინ იყურე, შენ ნაწერს უყურეო;
6. მე ისედაც ყველგან მნახავო;
7. ხანდახან ლაშქრობებშიც იარე კოტესავითო.
მადლობა გადაუხადა ჭიანჭველამ და მადლიერმა refresh-ს მიაჭირა.
ლამა ნახო, დამეგობრდი, გაივლი და წინ დაგხვდებაო!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...