ლამა(ზ) ზღაპრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Georgian Rabbit » 22 სექ 2008, 20:47

ლამამ შემოგითვალათ თქვე ონავრებო რა დღეში ხართ, ჩაქრით თქვენო

Image



პ.ს.

lama
შენსკენ ვარ, არ დაიჯერო
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Georgian Rabbit » 22 სექ 2008, 20:50

პ.ს. 2

kotetbeli
ზე ბესტი ხარ
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by გვალდა » 22 სექ 2008, 23:04

მეოთხე განზომილებაში გადავაბიჯეთ, რამეთუ ვოთერსმა და ვანიჩკებმა დაპოსტეს. :shock:
სვანეთოლოგი

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 23 სექ 2008, 01:39

Georgian Rabbit wrote:პ.ს. 2

kotetbeli
ზე ბესტი ხარ
მპუა


ლამა და ჭიანჭველა
(on line ზღაპარი ულტრა ბავშვებისთვის, ანუ ინფორმატიკა დამწყებთათვის)


იყო(on line) და არა(off line) იყო(on line), იყო(on line) ერთი ლამა...

ერთხელ ლამა და ჭიანჭველა დამეგობრდნენ და თქვეს: მოდი ვნახოთ ფორუმის ზურგზე რა ხდებაო და გაუდგნენ გზას.

ღამე იყო.
როგორ ავანთოო? - იკითხა ჭიანჭველამ.
ლამამ ქსელში შეაერთა მოწყობილობა, ღილაკს დააჭირა და აინთო.

გააგრძელეს გზა.

წინ შემოხვდათ მდინარე ,,პაროლი".
ჭიანჭველა გამოექანა, რაღაც სიტყვა შესძახა, გადახტა და შიგ მდინარეში ჩახტა...

ახლა ლამა გამოქანდა, ,,დამსეტყვეცაო" შესძახა, გადახტა და მდინარე ,,პაროლის" მეორე ნაპირზე დახტა. გადაიყვანა ჭიანჭველაც.

წინ ძალიან ნელა მიიწევდნენ. დაიღალა ჭიანჭველა.

ეეეჰ, შენო, ძმობილოო, გატყობო, ვინდოუსის არ გივარგაო - უთხრა ლამამ და იქვე კუნძზე ჩამოსვა. აიღო კალამი და ფურცელი და ჭიანჭველას უთხრა - აბა ეხლა რაც იცი ყველაფერი მითხარიო. ჭიანჭველამაც ჩააწერინა რაც იცოდა.
მოკიდა ლამამ ჭიანჭველას ხელი და მდინარეში ჩააყურყუმელავა თავიდან ბოლომდე, ამოიყვანა და ისევ კუნძზე დასვა.
ჭიანჭველამ - კაცო, შენ რომელი ხარ ან მე ვინა ვარ, აქ რა მინდაო?
აეხლა უკვე სუფთა ხარო - უთხრა ლამამ, - წეღან ფურცელზე დაწერილი ისევ ჭიანჭველას მიაწოდა და უთხრა - აჰა დაიჭი და რაც აქ წერია და რაც აქამდე იცოდი ისევ დაიზეპირეო.

დაიზეპირა ჭიანჭველამ, წამოხტა და რა წამოხტა, ლამის ფრენა დაიწყო.

ძაანაც ნუ გაყოყოჩდები ეხლაო - უთხრა ლამამ და ჭიანჭველას ცოტა არაყი დაალევინა: ოდნავ რეაქციებს კი შეგინელებს, მაგრამ სამაგიეროდ კაი ანტივირუსიაო...

ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ მზეთუნახავ სამყაროს. ნაირ-ნაირი წალკოტი-საიტები და ფორუმლენდები გადაიშალა მათ თვალწინ.

ფორუმლენდის შესასვლელში იდგა ერთი კუ და 2 ფასკუნჯი.

მოდი ჯერ კუთი გავისეირნოთო - უთხრა ლამამ ჭიანჭველას და დასხდნენ კუზე.
აიზლაზნა კუ, გაიზლაზნა გზაზე და დაიწყო მთქნარება.

ამ Dial up-ის კუებს ხო ტყუილად ვაჭმევთ პურსაო - თქვა ლამა და კუდან ისევ ჩამოქვეითდნენ.
მოვიდნენ ეხლა ფასკუნჯთან.
ფასკუნჯზე 4 კაცი იჯდა - მოდით, ძმებოო - გამოსძახეს, კიდე ორი კაცი და გავდივართო. თანხას თანაბრად გავიყოფთო.

არ გვინდაო - თქვა გამოცდილმა ლამამ - ეგ ფასკუნჯი მაგ 4 კაცს ძლივს ერევა და ჩვენ რომ დავსხდეთ, მერე სულ ნელა ივლის, დაგვტანჯავსო.

მივიდნენ მეორე ფასკუნჯთან. ის თავისუფალი იყო და ზედ შესხდნენ.
ლამამ ფასკუნჯის ფეხთან ჩაყო ხელი, აფათურა, აფათურა, მერე როუტერის ღილაკი გადატვირთა და ფასკუნჯიც ამოიქოქა და რა ამოიქოქა... გაიქროლა ფასკუნჯმა და თან მგზავრებს კითხა - საით წაგიყვანოთო?

ადმინთანო - უთხრა ლამამ.
დიდხანს იარეს. წვიმასა და ქარში ცოტა შეფერხებით მიქროდა ფასკუნჯი, მაგრამ შიგადაშიგ ლამა ფასკუნჯის ფეხის ქვეშ ხელს მოაფათურებდა და მიაჭერდა... რაღა თქმა უნდა როუტერის ღილაკს.

მივიდნენ ადმინთან.
ადმინის სამფლობელოს კართან ვიღაც დახვდათ და შეაჩერა - თქვენი დოკუმენტებიო!
შენ ვინა ხარო - კითხა აქეთ ლამამ.
მე ნოდარა ვარო - უთხრა NODარამ, - საბუთები, სანამ იზოლაციაში გამომიმწყვდევიხართო.
საბუთები წარუდგინეს და შევიდნენ ადმინის სამფლობელოში.

გამოეგება ადმინი. ახალ, office2007 - ში მიიღო, დაჟე ახალი ფანჯარაც გახსნა - აქეთ მობრძანდით, ცალკე ოთახში მიგიღებთო.

ლამამ italic-ით საუბარი დაიწყო და ადმინმა მაშინვე გააჩერა: ე, ბიჭო, შინაურები ვართ, რა ირიბად მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი რა გინდაო...

რაო და, ეს კაცი ჩემი ახლობელიაო - უთხრა ლამამ ჭიანჭველაზე, - ფორუმზე უნდა დამირეგისტრიროო.

გუშინ ყუფარაძემაც დაგირეკათო - მორიდებით მიუგო ჭიანჭველამ... ლექსებსაც ვწერ სიყვარულზე, უწყინარი ვარო.

რა ვქნაო? - თქვა ადმინმა მორიდებით, - უსამართლობას ვერ ვიტან, მაგრამ ამ ერთხელ ურიგოდ გაგიშვებთო და ფანჯრიდან რიგს გადახედა.

ამის გაგონებაზე ჭიანჭველა სიხარულისგან ისე ეწია ცას, რომ ლამა ვეღარ დაეწია.

ახლა უკვე გზაზე დგახარ ძმობილოო - უთხრა ლამამ ჭიანჭველას და გზა დაულოცა.
რამე სიბრძნეებიც მითხარი, რომ გამომადგესო - ჭიანჭველამ.

რავი, რა გითხრაო? - დაფიქრდა ლამა და რაც გაახსენდა უთხრა:
1. ფორუმლენდში რაღაც შაყირებს მოგაწვდიან ლანგრით და არა ჭამოო;
2. გზად 1000ნაირი ქალი შეგხვდება - ,,დამაჭირე, დამაჭირეო" და ყურებზე ხელი აიფარე (სხვაგანაც) და სწრაფად გაეცალეო - ზომიერება, მაგრამ სამაგიეროდ ჯანმრთელობაო;
3. სტუმრები რომ გეყოლება, ნასუფრალზე NODარა შეუშვი, იმას აალაგებინეო;
4. მოდერატორი ნახო, სუფთა დახვდი, თორე დაგბანსო;
5. ადმინი ნახო - წინ იყურე, შენ ნაწერს უყურეო;
6. მე ისედაც ყველგან მნახავო;
7. ხანდახან ლაშქრობებშიც იარე კოტესავითო.

მადლობა გადაუხადა ჭიანჭველამ და მადლიერმა refresh-ს მიაჭირა.

ლამა ნახო, დამეგობრდი, გაივლი და წინ დაგხვდებაო!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by ARCHILI » 23 სექ 2008, 02:33

დიდი მადლობა...

გკითხულობთ მთელი სასტავით...

მადლობა, რომ არსებობთ...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 09:49

kotetbeli
:lol: აღარც კი ვიცი, რა დავწერო, უმაგრესია, შენ გაიხარე :D
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 23 სექ 2008, 13:49

აბა, ვის უნდა პერსონაჟად შემოსვლა? მაქვს ერთი ვაკანსია :wink:
კრიტერიუმი: კარველი. სახასიათო :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 13:54

kotetbeli
:lol: :lol: :lol:

არა მგონია, ნამეტანი სახასიათო და გამორჩეული ვიყო, თორემ რა საინტერესო იქნებოდაააა :D

აბა, ვინაა, უფრო გაბედული? :wink:
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by tiko_r » 23 სექ 2008, 13:58

Mta Mkvarebia


kotetbeli

ვანსკი არ გაწყობს?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Naia » 23 სექ 2008, 14:03

tiko_r wrote:Mta Mkvarebia


kotetbeli

ვანსკი არ გაწყობს?
მეც ეგ უნდა შემომეთავაზებინა :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 14:04

tiko_r
უი, მართლა, ახლა მეზობელ თემაში მისი ფოტოების სერია უნდა დავდო ნამეტნავად საინტერესო იმიჯით, ჰოდა მუზისთვის გამოდგება ნეტა? :roll:

( http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 732#157732 )
Last edited by Mta Mkvarebia on 23 სექ 2008, 17:22, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 23 სექ 2008, 14:08

თუმცა აქაც დავდებ ერთ ფოტოს:

Image

ბუბა ვანსკიიიი :D ... რა, დანტესივით არ ჟღერს თუ? ჰოოდა, ლამა კი მეცოდება პუშკინის როლისთვის, მაგრამ რომ გავს, რა ვქნათ? :roll: :wink:

ჩვენც თანამედროვე "ჰეფიენდური" ინტერპრეტაციით მოვისმენთ, რა პრობლემაა, ვერ მოახერხებს კოტეტბელი რამის მოფიქრებას თუ? :lol: ...

აი ნატალია გონჩაროვა ვინ იქნება? :roll:
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Ninukala » 23 სექ 2008, 14:10

kotetbeli
Roger Waters(vanichkebi)
qvevri
სუპერ....
კოტე განსაკუთრებით შენ მადლობა.... კარგად ვიხალისე :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by tiko_r » 23 სექ 2008, 14:40

kotetbeli
დავეცი და ვიფორთხიალე 8)

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by MIRANDA » 23 სექ 2008, 15:26

kotetbeli

უკვე აღარ ვიცი რა დავწერო. პირდაპირ როგორ გაღიარო?!!!!

ველი ვანკსიზე ზღაპარს... :D

Mta Mkvarebia
შენი კანდიდატურაც არ არის ურიგო ;)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]