გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 17:37

Mta Mkvarebia
დავენაცვლე მთაშენკას ამ თემისთვის.
ლიხს იქით იშვიათად გადადის "კარავი".
ბოლოს, ტუ არ ვცდები, 2007 წლის აგვისტოს გადავიდნენ ჩვენები სვანაეთში. შემდეგ დასავლურ გასვლებს ვერ ვიხსნებ.
წავიდეთ გურიაში.
27-29 ივნისი გადასარევი რიცხვებია. უკეთ მოვემზადებით.
გეზი შემოგვთავაზე.
უდაბნო ძნ მომწონს.
ჰო, მართლა, ტვ-თი ხშირად ისმის, საჭამიასერში ეკლესიის მშნებლობის შესახებ.
ავიდეთ იქაც და შესაწირიც შევუტანოთ.
ეს სოფელი ოზურგეთის გზაზეა და გეზი დიდად არ შეგვეცვლება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 16 ივნ 2008, 18:22

GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, მართლა, ტვ-თი ხშირად ისმის, საჭამიასერში ეკლესიის მშნებლობის შესახებ.
ავიდეთ იქაც და შესაწირიც შევუტანოთ.
ეს სოფელი ოზურგეთის გზაზეა და გეზი დიდად არ შეგვეცვლება
გოგა, გზა როგორ არ შეგეცვლებათ. საჭამიასერი ჩემი სოფლის გვერდითაა - საშუალოში მანდ დავდიოდი. ოზურგეთის გზაზე კია, მაგრამ ოზურგეთამდე ძაან დიდი ხნით ადრე - გადასახვევი ჯერ კიდევ ჩოხატაურში ჩასვლამდეა. ცენტრალური ტრასიდან მაქამდე 6-7 კილომეტრია, მაგრამ ეგეც საკმაოდ შელახული გზაა. ჩემს ბავშვობაში - 20 წლის წინ რომ დააგეს ასფალტი, მერე არც კი "დაულარტყავთ", არათუ კაპიტალურად შეეკეთებინათ. მოკლედ, სოფლის მოხრეშილი გზაა და მანდ ასვლა-ჩამოსვლაში, მინიმუმ, საათნახევარს დაკარგავთ. თან, იქ ცოტას ხომ გაჩერდებით და ეგეც თქვენი 2 საათი. თუ დამიჯერებ, არ ღირს მაგ დროის კარგვად - ეკლესიის პირველი სართულიც არაა აშენებული და სანახავიც არაფერია. ჩემ სოფელში რომ ადიოდეთ ზევით, მაშინ კი ნახავდით ცოტა განსხვავებულ ბუნებას - ჩვენ უფრო მთაში ვართ, მასეთ ბუნებას კი, რაც მაგ სოფელშია, იმ გზაზე ყველგან ნახავთ. შესაწირი შეგიძლიათ აქვე ჩარიცხოთ ანგარიშზე, თორემ იქ ვერც ვერავის ნახავთ, რომ ჩააბაროთ. ამდენად, მე არ გირჩევთ მანდ შევლას და გზის გამრუდებას - დროს დაკარგავთ, ვერც იმ ეკლესიას ნახავთ (ბუნებაში არ არსებობს ჯერ), დაიღლებით და თქვენვე იტყვით, რისთვის გავცდითო. მანდ ასვლა-ჩამოსვლაში ერკეთის ეკლესიას მოილევთ.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by popins » 16 ივნ 2008, 20:05

Mta Mkvarebia
ლიხს იქით პირველი კარვული გასვლა ძველებს უნდა ვკითხოთ .
რაც თქვენ ხართ ქაბატოჯან კარავზე კი იქნება პირველი გასვლა..
ისე ლიხს იქეთ გასვლები "იდეებში"პოპულარულია მაგრამ ხშირად აუხდენელი რამეთუ უმეტესობას კარავზე შაბათ-კვირა აქვს მხოლოდ და მხოლოდ.. და უფრო აქეთ მშობლიურ აღმოსავლეთში იგეგმება გასვლები..
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა

:lol: მეც მინდა გურიაში..ნახევარი ღლონტი ვარ და გურია წესიერად არც კი ვიცი.. :roll:
ჰოდა ღამის გათევას სად აპირებთ? იქნებ ერთი დღეც დაგვემატებინა?
რამდენად შესაძლებელია მაგ ყველაფრის 2 დღეში მონახულება და დავიღალე ამ გადარბენებით და სპრინტერობით..თუ შემარგებთ და ისე მოვივლით.. ლაშქარში თქვენზე უკეთეს ხალხს ვერც ვინატრებ დუნიაზე :)
Last edited by popins on 16 ივნ 2008, 20:06, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 20:05

guruli
გაიხარე, გმადლობ რჩევებისთვის :) .
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 16 ივნ 2008, 20:23

popins, ერკეთი-უდაბნო-ჯიხეთს და ლიხაური-შემოქმედს ყოველგვარი გადარბენების გარეშე ნახავთ, ძაან წყნარად და მშვიდად. ერკეთში ასფალტიანი გზა მიდის პირდაპირ ეკლესიის ეზოში. მხოლოდ მაგეებით თუ შემოიფარგლებით, მაგისთვის პარასკევს წასვლა არც გინდათ - შაბათს, ადრე დილით რომ გახვიდეთ, ვთქვათ, 7-ზე, კარგი მძღოლის პირობებში 12-ზე ყველა ვარიანტში იქნებით ჩოხატაურში. ეს მაქსიმუმს გეუბნებით, თორემ ცოტა ადრეც შეიძლება გასვლა. რაც მთავარია, ჩოხატაურამდე გზა კარგია, ოღონდ სამტრედიის მერე ასახვევი არ გამოგეპაროთ და ლანჩხუთისკენ არ წახვიდეთ. მოკლედ, იმავე დღეს ჩოხატაურში რაცაა - ერკეთი-უდაბნო-ჯიხეთი - მოასწრებთ. მანდ ფეხით სასიარულოები მხოლოდ უდაბნოსა და ჯიხეთშია, მაგრამ არც ისე ბევრი (უდაბნოზე თეო უფრო ზუსტად გეტყვით). იმავე დღეს გინდ ჩოხატაურში დაბინავდით და გინდ - ოზურგეთში, მაგრამ მაინც ოზურგეთი ჯობია, რადგან ჩოხატაურის სასტუმროსთვის ნამდვილად არ მემეტებით. კარვები თუ გინდათ, მაშინ რომელიმე ეკლესიაშივე დარჩით - სამივეგან მშვენიერი ხედებია და ძაან ლამაზი ბუნება. მეორე დღეს ოზურგეთს დაუთმობთ, მაგრამ მანდ მთისპირის, ასკანის და მაღლა სოფლებისკენ რომ მონდომოთ წასვლა, დროს დაკარგავთ. ლიხაური-სემოწმედის მოვლის მერე შეგიძლია, ექადია, მაკვანეთი (ცნობილი მომღერლების სოფელი) მოიაროთ და იმავე დღეს წამოხვალთ თბილისში.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by popins » 16 ივნ 2008, 20:30

guruli უი დედა მაკვანეთი? 8)

ნუ ხო და ისა კარვებში აბა რა სასტუმრო რა კარველების საკადრისია როოოოოოოოო :D

იმედია :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 16 ივნ 2008, 20:52

popins
guruli უი დედა მაკვანეთი?
მაკვანეთი, მაკვანეთი - მომღერლების და აკვნის ოსტატების (სახელიც მაგიტომ ჰქვია) სოფელი, მაგრამ ღლონტები მანდ არ ცხოვრობენ, როგორც ვიცი. :roll: :roll: საინტერესო ისტორიის მქონე სოფელია.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Linda » 16 ივნ 2008, 20:55

მაკვანეთი მართლა კარგი სოფელია, იმიტომ რომ ძალიან კარგ ხალხს ვიცნობ მაქაურებს :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 21:01

popins
მერის შემოვევლე, სამზითვო უსტარივით გრძელი ჩამონათვალი იმისთვის კი არ გავაკეთე, რომ აუცილებლად ყველაფერი ვნახოთთქო, უბრალოდ რაც ყველაზე საინტერესო ძეგლი იქნება და რასაც დასახელებულ პერიოდში მოვასწრებთ, ის ვნახოთთქო. რადგან, სწორად თქვი, უმრავლესობა მომუშავე ხალხია, ამიტომ დავგეგმეთ დასვენების დღეებში. (თუმცა მათი ნაწილი შაბათსაც მუშაობს :( ) პარასკევი დილიდან რომ მივამატოთ, არ გამოვა, ზემოთდასახელებული მიზეზის გამო. ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტია პარასკევ საღამოს გასვლა, რომ შაბათს ადრიანი დილიდან დავიწყოთ და მაქსიმალურად ბევრი რამ ვნახოთ. გადარბენებზეც არ ვიქნებით. ჩვენ მაგალითად გუშინ ქართლსა და იმერეთში ერთი დღის განმავლობაში 8 ძეგლი (+1, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა) მოვინახულეთ და მოვილოცეთ.

გასვლა კარვებით იქნება. თუკი ცა არ ჩამოიქცა :roll: მაგრამ ასეც რომ იყოს, მაინც არ იქნება ისეთი სიცივე როგორც ფოკაში და წვიმაც არ შეგვაშინებს, კარვის გასაშლელად.
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by popins » 16 ივნ 2008, 21:16

guruli wrote:popins
guruli უი დედა მაკვანეთი?
მაკვანეთი, მაკვანეთი - მომღერლების და აკვნის ოსტატების (სახელიც მაგიტომ ჰქვია) სოფელი, მაგრამ ღლონტები მანდ არ ცხოვრობენ, როგორც ვიცი. :roll: :roll: საინტერესო ისტორიის მქონე სოფელია.
დეიდაჩემია მანდ გატხოვილი ჩხაიძეებში.
ისტე დედულეთი მელექედურია,მარა ისეთ რამეებს მიყვებოდა დედაჩემი ,რომ :roll:
გაუკულაკეს მამა და :roll: რაღაც მეზიზღებასავით მაქაურობა..

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 16 ივნ 2008, 21:33

popins
ისტე დედულეთი მელექედურია,მარა ისეთ რამეებს მიყვებოდა დედაჩემი ,რომ
გაუკულაკეს მამა და რაღაც მეზიზღებასავით მაქაურობა..
მელექედურიც კარგი სოფელია, მაგრამ მანდ ეკლესია, როგორც ვიცი, არაა.
გაკულაკება კი, იცოცხლე, მოდაში იყო გურიაში. ისეთი ისტორიები გამიგონია მაგაზე, რომ... :cry: :cry: :twisted: :twisted:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ივნ 2008, 01:51

guruli
ნაღდი გურული ხარ გურიის ასე კგდ ცოდნით.
შაბათს დილით ადრე გასვლაც არაა ურიგო.
ოღონდ, აუცილებლად კარვებით უნდა წავიდეთ.
რა სასტუმრო, რის კოტეჯები?
გურიის ასახვევი ვიცი. მშვენიერი ხედები იშლება საჯავახოზე.
ბოლოს მაისში ვიყავი მაგ გზაზე, აჭარიდან წამოვედი და გზად საჭამიასერის აბრაც მომხვდა თვალთ.

აბა, ერთი ხიდისთავზეც მითხარი რამე.
2002ში მაგ სოფელში თაფლის არაყი ვხუხე.
გემოდ დიდი არაფერი, მაგრამ იმისთანა ცეცხლი მაყრევინა თვალიდან, აქამდე იმ სოფლისკენ ჯერაც ვერ გავიხედე.
ჰო, ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის მუზეუმიცაა.

ამის გახსენებაზე, მამათში არ შევიაროთ?
მიხდით, ჰო, რეიზა ვიკითხე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by TuTa » 18 ივნ 2008, 09:03

GAMARJOBA SAKARTVELO

ნოდარ დუმბაძის მუზეუმის მონახულება მართლაც კარგი აზრია, საკმაოდ ახლოს არის ჩოხატაურთან და ულამაზესი სოფელია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by guruli » 18 ივნ 2008, 15:34

GAMARJOBA SAKARTVELO
გურიის ასახვევი ვიცი. მშვენიერი ხედები იშლება საჯავახოზე.
კი, მართლაც კარგი ხედებია.
გზად საჭამიასერის აბრაც მომხვდა თვალთ.
გამოტყდი ახლა - მაგ აბრაზე კოხნარიც ეწერებოდა და ზემოხეთიც. :D ჰოდა, ზემოხეთია ჩემი სოფელი. ჯერ კოხნარია, მერე - საჭამიასერი და ბოლოში, ხეობის ჩამკეტად - ჩვენ. მთლიანობაში, საერთოდ ხეობაა ლამაზი (თუმცა ჩოხატაურში სამივე ხეობა ლამაზია - ხევისწყალაც ანუ ჩვენი, სუფსისაც და გუბაზეულისაც), მაგრამ სილამაზით ზემოხეთი რომ ჯობია დანარჩენებს, ამას მეზობლებიც აღიარებენ. ჩვენ ყველაზე მაღლა ვართ, თუმცა, ამის გამო - ყველაზე, მიუდგომელიც. თუ მეღირსა დაწყნარებული სამსახური, ღმერთმა იცოდეს, აქამდეც სულით და გულით მინდოდა კარავის წაყვანა, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. იმედია, შემოდგომაზე მექნება მაგის დრო, შემოდგომაზე კი ულამაზესია იქაურობა და ის ტყეები.
2002ში მაგ სოფელში თაფლის არაყი ვხუხე.
გემოდ დიდი არაფერი, მაგრამ იმისთანა ცეცხლი მაყრევინა თვალიდან, აქამდე იმ სოფლისკენ ჯერაც ვერ გავიხედე.
ეტყობა, წყალნარევი არაყი იყო, თორემ გემოც უნდა მოგწონებოდა. ნაღდ არაყს სუფთა თაფლის გემო აქვს. მაგარი რამეა. გურულები დამსახურებლად ვამაყობთ მაგ მიგნებით. :D :D
აბა, ერთი ხიდისთავზეც მითხარი რამე. ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის მუზეუმიცაა.
ხიდისთავი ძალიან ახლოსაა ჩოხატაურთან. ჯერ ჩაისუბანია - სულ რაღაც 5-ოდე წუთის სავალზე, და მერეა ხიდისთავი. ოღონდ დუმბაძის სახლ-მუზეუმი ზენობანშია და არა ხიდისთავში, ეგ სოფელი კი ხიდისთავის ცენტრიდან ცოტა ზემოთაა და ცოტა მთიანი სოფელიცაა. თუმცა დიდი და შორი გზა არაა - ჩოხატაურიდან რაღაც ნახევარი საათის სავალზეა. ერკეთიდან დაბრუნებულები პირდაპირ გადახვალთ ხიდისთავში და მერე წახვალთ უდაბნო-ჯიხეთისკენ. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეა - თუ შაბათ დილით გახვალთ და ხიდისთავსაც შეიტანთ მარშრუტში, მაშინ უდაბნო-ჯიხეთისკენ ცოტა უნდა იჩქაროთ, თორემ დაგიღამდებათ. იქ ფეხით სასიარულოები გექნებათ, თორემ მანქანა რომ ადიოდეს, პრობლემა არაა. მაგრამ თუ პარასკევ საღამოს წახვალთ, მაშინ ხიდისთავის ჩათვლით ყველაფერს მოასწრებთ. ეგ კი არა, უდაბნო-ჯიხეთიდან შეგიძლიათ უკან ამობრუნდეთ და სუფსის ხეობაში შეხვიდეთ. იქ მთლად სურებამდე ვერ ახვალთ, მაგრამ დაბლაციხის ან ბუკისციხის (მე უფრო ამას გირჩევთ - მეტად ლამაზია) და დილით ადრევე წახვალთ ოზურგეთისკენ. ბუკისციხე ჩოხატაურიდან 5 კილომეტრშია და ასფალტიც ბოლომდე მიდის სოფელში.

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება

Post by oto » 18 ივნ 2008, 17:22

ეს არის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები რომელიც აშენებულია მეთოთხმეტე საუკუნეში.მდებარეობს გურიის და იმერეთის საზღვარზე სოფ. გამოჩინებულში. კერძოდ სოფ. საჭამიასერის მახლობლად.დღესდღეობით ესე გამოიყურება,წითელი ტერორის შედეგათ და ელის თავის რიგს რესტავრაციისთვის.

Image

Image

Image

Image
ყოველ ექვს მაისს იმართება გიორგობის დღესასწაული.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]