გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
Mta Mkvarebia
დავენაცვლე მთაშენკას ამ თემისთვის.
ლიხს იქით იშვიათად გადადის "კარავი".
ბოლოს, ტუ არ ვცდები, 2007 წლის აგვისტოს გადავიდნენ ჩვენები სვანაეთში. შემდეგ დასავლურ გასვლებს ვერ ვიხსნებ.
წავიდეთ გურიაში.
27-29 ივნისი გადასარევი რიცხვებია. უკეთ მოვემზადებით.
გეზი შემოგვთავაზე.
უდაბნო ძნ მომწონს.
ჰო, მართლა, ტვ-თი ხშირად ისმის, საჭამიასერში ეკლესიის მშნებლობის შესახებ.
ავიდეთ იქაც და შესაწირიც შევუტანოთ.
ეს სოფელი ოზურგეთის გზაზეა და გეზი დიდად არ შეგვეცვლება

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, გზა როგორ არ შეგეცვლებათ. საჭამიასერი ჩემი სოფლის გვერდითაა - საშუალოში მანდ დავდიოდი. ოზურგეთის გზაზე კია, მაგრამ ოზურგეთამდე ძაან დიდი ხნით ადრე - გადასახვევი ჯერ კიდევ ჩოხატაურში ჩასვლამდეა. ცენტრალური ტრასიდან მაქამდე 6-7 კილომეტრია, მაგრამ ეგეც საკმაოდ შელახული გზაა. ჩემს ბავშვობაში - 20 წლის წინ რომ დააგეს ასფალტი, მერე არც კი "დაულარტყავთ", არათუ კაპიტალურად შეეკეთებინათ. მოკლედ, სოფლის მოხრეშილი გზაა და მანდ ასვლა-ჩამოსვლაში, მინიმუმ, საათნახევარს დაკარგავთ. თან, იქ ცოტას ხომ გაჩერდებით და ეგეც თქვენი 2 საათი. თუ დამიჯერებ, არ ღირს მაგ დროის კარგვად - ეკლესიის პირველი სართულიც არაა აშენებული და სანახავიც არაფერია. ჩემ სოფელში რომ ადიოდეთ ზევით, მაშინ კი ნახავდით ცოტა განსხვავებულ ბუნებას - ჩვენ უფრო მთაში ვართ, მასეთ ბუნებას კი, რაც მაგ სოფელშია, იმ გზაზე ყველგან ნახავთ. შესაწირი შეგიძლიათ აქვე ჩარიცხოთ ანგარიშზე, თორემ იქ ვერც ვერავის ნახავთ, რომ ჩააბაროთ. ამდენად, მე არ გირჩევთ მანდ შევლას და გზის გამრუდებას - დროს დაკარგავთ, ვერც იმ ეკლესიას ნახავთ (ბუნებაში არ არსებობს ჯერ), დაიღლებით და თქვენვე იტყვით, რისთვის გავცდითო. მანდ ასვლა-ჩამოსვლაში ერკეთის ეკლესიას მოილევთ.ჰო, მართლა, ტვ-თი ხშირად ისმის, საჭამიასერში ეკლესიის მშნებლობის შესახებ.
ავიდეთ იქაც და შესაწირიც შევუტანოთ.
ეს სოფელი ოზურგეთის გზაზეა და გეზი დიდად არ შეგვეცვლება
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
Mta Mkvarebia
ლიხს იქით პირველი კარვული გასვლა ძველებს უნდა ვკითხოთ .
რაც თქვენ ხართ ქაბატოჯან კარავზე კი იქნება პირველი გასვლა..
ისე ლიხს იქეთ გასვლები "იდეებში"პოპულარულია მაგრამ ხშირად აუხდენელი რამეთუ უმეტესობას კარავზე შაბათ-კვირა აქვს მხოლოდ და მხოლოდ.. და უფრო აქეთ მშობლიურ აღმოსავლეთში იგეგმება გასვლები..
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა
მეც მინდა გურიაში..ნახევარი ღლონტი ვარ და გურია წესიერად არც კი ვიცი..
ჰოდა ღამის გათევას სად აპირებთ? იქნებ ერთი დღეც დაგვემატებინა?
რამდენად შესაძლებელია მაგ ყველაფრის 2 დღეში მონახულება და დავიღალე ამ გადარბენებით და სპრინტერობით..თუ შემარგებთ და ისე მოვივლით.. ლაშქარში თქვენზე უკეთეს ხალხს ვერც ვინატრებ დუნიაზე
ლიხს იქით პირველი კარვული გასვლა ძველებს უნდა ვკითხოთ .
რაც თქვენ ხართ ქაბატოჯან კარავზე კი იქნება პირველი გასვლა..
ისე ლიხს იქეთ გასვლები "იდეებში"პოპულარულია მაგრამ ხშირად აუხდენელი რამეთუ უმეტესობას კარავზე შაბათ-კვირა აქვს მხოლოდ და მხოლოდ.. და უფრო აქეთ მშობლიურ აღმოსავლეთში იგეგმება გასვლები..
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა

ჰოდა ღამის გათევას სად აპირებთ? იქნებ ერთი დღეც დაგვემატებინა?
რამდენად შესაძლებელია მაგ ყველაფრის 2 დღეში მონახულება და დავიღალე ამ გადარბენებით და სპრინტერობით..თუ შემარგებთ და ისე მოვივლით.. ლაშქარში თქვენზე უკეთეს ხალხს ვერც ვინატრებ დუნიაზე

Last edited by popins on 16 ივნ 2008, 20:06, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
popins, ერკეთი-უდაბნო-ჯიხეთს და ლიხაური-შემოქმედს ყოველგვარი გადარბენების გარეშე ნახავთ, ძაან წყნარად და მშვიდად. ერკეთში ასფალტიანი გზა მიდის პირდაპირ ეკლესიის ეზოში. მხოლოდ მაგეებით თუ შემოიფარგლებით, მაგისთვის პარასკევს წასვლა არც გინდათ - შაბათს, ადრე დილით რომ გახვიდეთ, ვთქვათ, 7-ზე, კარგი მძღოლის პირობებში 12-ზე ყველა ვარიანტში იქნებით ჩოხატაურში. ეს მაქსიმუმს გეუბნებით, თორემ ცოტა ადრეც შეიძლება გასვლა. რაც მთავარია, ჩოხატაურამდე გზა კარგია, ოღონდ სამტრედიის მერე ასახვევი არ გამოგეპაროთ და ლანჩხუთისკენ არ წახვიდეთ. მოკლედ, იმავე დღეს ჩოხატაურში რაცაა - ერკეთი-უდაბნო-ჯიხეთი - მოასწრებთ. მანდ ფეხით სასიარულოები მხოლოდ უდაბნოსა და ჯიხეთშია, მაგრამ არც ისე ბევრი (უდაბნოზე თეო უფრო ზუსტად გეტყვით). იმავე დღეს გინდ ჩოხატაურში დაბინავდით და გინდ - ოზურგეთში, მაგრამ მაინც ოზურგეთი ჯობია, რადგან ჩოხატაურის სასტუმროსთვის ნამდვილად არ მემეტებით. კარვები თუ გინდათ, მაშინ რომელიმე ეკლესიაშივე დარჩით - სამივეგან მშვენიერი ხედებია და ძაან ლამაზი ბუნება. მეორე დღეს ოზურგეთს დაუთმობთ, მაგრამ მანდ მთისპირის, ასკანის და მაღლა სოფლებისკენ რომ მონდომოთ წასვლა, დროს დაკარგავთ. ლიხაური-სემოწმედის მოვლის მერე შეგიძლია, ექადია, მაკვანეთი (ცნობილი მომღერლების სოფელი) მოიაროთ და იმავე დღეს წამოხვალთ თბილისში.
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
guruli უი დედა მაკვანეთი?
ნუ ხო და ისა კარვებში აბა რა სასტუმრო რა კარველების საკადრისია როოოოოოოოო
იმედია

ნუ ხო და ისა კარვებში აბა რა სასტუმრო რა კარველების საკადრისია როოოოოოოოო

იმედია

გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
popins
საინტერესო ისტორიის მქონე სოფელია.
მაკვანეთი, მაკვანეთი - მომღერლების და აკვნის ოსტატების (სახელიც მაგიტომ ჰქვია) სოფელი, მაგრამ ღლონტები მანდ არ ცხოვრობენ, როგორც ვიცი.guruli უი დედა მაკვანეთი?

გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
მაკვანეთი მართლა კარგი სოფელია, იმიტომ რომ ძალიან კარგ ხალხს ვიცნობ მაქაურებს 

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
popins
მერის შემოვევლე, სამზითვო უსტარივით გრძელი ჩამონათვალი იმისთვის კი არ გავაკეთე, რომ აუცილებლად ყველაფერი ვნახოთთქო, უბრალოდ რაც ყველაზე საინტერესო ძეგლი იქნება და რასაც დასახელებულ პერიოდში მოვასწრებთ, ის ვნახოთთქო. რადგან, სწორად თქვი, უმრავლესობა მომუშავე ხალხია, ამიტომ დავგეგმეთ დასვენების დღეებში. (თუმცა მათი ნაწილი შაბათსაც მუშაობს
) პარასკევი დილიდან რომ მივამატოთ, არ გამოვა, ზემოთდასახელებული მიზეზის გამო. ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტია პარასკევ საღამოს გასვლა, რომ შაბათს ადრიანი დილიდან დავიწყოთ და მაქსიმალურად ბევრი რამ ვნახოთ. გადარბენებზეც არ ვიქნებით. ჩვენ მაგალითად გუშინ ქართლსა და იმერეთში ერთი დღის განმავლობაში 8 ძეგლი (+1, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა) მოვინახულეთ და მოვილოცეთ.
გასვლა კარვებით იქნება. თუკი ცა არ ჩამოიქცა
მაგრამ ასეც რომ იყოს, მაინც არ იქნება ისეთი სიცივე როგორც ფოკაში და წვიმაც არ შეგვაშინებს, კარვის გასაშლელად.
მერის შემოვევლე, სამზითვო უსტარივით გრძელი ჩამონათვალი იმისთვის კი არ გავაკეთე, რომ აუცილებლად ყველაფერი ვნახოთთქო, უბრალოდ რაც ყველაზე საინტერესო ძეგლი იქნება და რასაც დასახელებულ პერიოდში მოვასწრებთ, ის ვნახოთთქო. რადგან, სწორად თქვი, უმრავლესობა მომუშავე ხალხია, ამიტომ დავგეგმეთ დასვენების დღეებში. (თუმცა მათი ნაწილი შაბათსაც მუშაობს

გასვლა კარვებით იქნება. თუკი ცა არ ჩამოიქცა

გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
დეიდაჩემია მანდ გატხოვილი ჩხაიძეებში.guruli wrote:popinsმაკვანეთი, მაკვანეთი - მომღერლების და აკვნის ოსტატების (სახელიც მაგიტომ ჰქვია) სოფელი, მაგრამ ღლონტები მანდ არ ცხოვრობენ, როგორც ვიცი.guruli უი დედა მაკვანეთი?![]()
საინტერესო ისტორიის მქონე სოფელია.
ისტე დედულეთი მელექედურია,მარა ისეთ რამეებს მიყვებოდა დედაჩემი ,რომ

გაუკულაკეს მამა და

გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
popins
გაკულაკება კი, იცოცხლე, მოდაში იყო გურიაში. ისეთი ისტორიები გამიგონია მაგაზე, რომ...

მელექედურიც კარგი სოფელია, მაგრამ მანდ ეკლესია, როგორც ვიცი, არაა.ისტე დედულეთი მელექედურია,მარა ისეთ რამეებს მიყვებოდა დედაჩემი ,რომ
გაუკულაკეს მამა და რაღაც მეზიზღებასავით მაქაურობა..
გაკულაკება კი, იცოცხლე, მოდაში იყო გურიაში. ისეთი ისტორიები გამიგონია მაგაზე, რომ...

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
guruli
ნაღდი გურული ხარ გურიის ასე კგდ ცოდნით.
შაბათს დილით ადრე გასვლაც არაა ურიგო.
ოღონდ, აუცილებლად კარვებით უნდა წავიდეთ.
რა სასტუმრო, რის კოტეჯები?
გურიის ასახვევი ვიცი. მშვენიერი ხედები იშლება საჯავახოზე.
ბოლოს მაისში ვიყავი მაგ გზაზე, აჭარიდან წამოვედი და გზად საჭამიასერის აბრაც მომხვდა თვალთ.
აბა, ერთი ხიდისთავზეც მითხარი რამე.
2002ში მაგ სოფელში თაფლის არაყი ვხუხე.
გემოდ დიდი არაფერი, მაგრამ იმისთანა ცეცხლი მაყრევინა თვალიდან, აქამდე იმ სოფლისკენ ჯერაც ვერ გავიხედე.
ჰო, ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის მუზეუმიცაა.
ამის გახსენებაზე, მამათში არ შევიაროთ?
მიხდით, ჰო, რეიზა ვიკითხე
ნაღდი გურული ხარ გურიის ასე კგდ ცოდნით.
შაბათს დილით ადრე გასვლაც არაა ურიგო.
ოღონდ, აუცილებლად კარვებით უნდა წავიდეთ.
რა სასტუმრო, რის კოტეჯები?
გურიის ასახვევი ვიცი. მშვენიერი ხედები იშლება საჯავახოზე.
ბოლოს მაისში ვიყავი მაგ გზაზე, აჭარიდან წამოვედი და გზად საჭამიასერის აბრაც მომხვდა თვალთ.
აბა, ერთი ხიდისთავზეც მითხარი რამე.
2002ში მაგ სოფელში თაფლის არაყი ვხუხე.
გემოდ დიდი არაფერი, მაგრამ იმისთანა ცეცხლი მაყრევინა თვალიდან, აქამდე იმ სოფლისკენ ჯერაც ვერ გავიხედე.
ჰო, ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის მუზეუმიცაა.
ამის გახსენებაზე, მამათში არ შევიაროთ?
მიხდით, ჰო, რეიზა ვიკითხე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
GAMARJOBA SAKARTVELO
ნოდარ დუმბაძის მუზეუმის მონახულება მართლაც კარგი აზრია, საკმაოდ ახლოს არის ჩოხატაურთან და ულამაზესი სოფელია.
ნოდარ დუმბაძის მუზეუმის მონახულება მართლაც კარგი აზრია, საკმაოდ ახლოს არის ჩოხატაურთან და ულამაზესი სოფელია.
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
GAMARJOBA SAKARTVELO
ჰოდა, ზემოხეთია ჩემი სოფელი. ჯერ კოხნარია, მერე - საჭამიასერი და ბოლოში, ხეობის ჩამკეტად - ჩვენ. მთლიანობაში, საერთოდ ხეობაა ლამაზი (თუმცა ჩოხატაურში სამივე ხეობა ლამაზია - ხევისწყალაც ანუ ჩვენი, სუფსისაც და გუბაზეულისაც), მაგრამ სილამაზით ზემოხეთი რომ ჯობია დანარჩენებს, ამას მეზობლებიც აღიარებენ. ჩვენ ყველაზე მაღლა ვართ, თუმცა, ამის გამო - ყველაზე, მიუდგომელიც. თუ მეღირსა დაწყნარებული სამსახური, ღმერთმა იცოდეს, აქამდეც სულით და გულით მინდოდა კარავის წაყვანა, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. იმედია, შემოდგომაზე მექნება მაგის დრო, შემოდგომაზე კი ულამაზესია იქაურობა და ის ტყეები.
კი, მართლაც კარგი ხედებია.გურიის ასახვევი ვიცი. მშვენიერი ხედები იშლება საჯავახოზე.
გამოტყდი ახლა - მაგ აბრაზე კოხნარიც ეწერებოდა და ზემოხეთიც.გზად საჭამიასერის აბრაც მომხვდა თვალთ.

ეტყობა, წყალნარევი არაყი იყო, თორემ გემოც უნდა მოგწონებოდა. ნაღდ არაყს სუფთა თაფლის გემო აქვს. მაგარი რამეა. გურულები დამსახურებლად ვამაყობთ მაგ მიგნებით.2002ში მაგ სოფელში თაფლის არაყი ვხუხე.
გემოდ დიდი არაფერი, მაგრამ იმისთანა ცეცხლი მაყრევინა თვალიდან, აქამდე იმ სოფლისკენ ჯერაც ვერ გავიხედე.

ხიდისთავი ძალიან ახლოსაა ჩოხატაურთან. ჯერ ჩაისუბანია - სულ რაღაც 5-ოდე წუთის სავალზე, და მერეა ხიდისთავი. ოღონდ დუმბაძის სახლ-მუზეუმი ზენობანშია და არა ხიდისთავში, ეგ სოფელი კი ხიდისთავის ცენტრიდან ცოტა ზემოთაა და ცოტა მთიანი სოფელიცაა. თუმცა დიდი და შორი გზა არაა - ჩოხატაურიდან რაღაც ნახევარი საათის სავალზეა. ერკეთიდან დაბრუნებულები პირდაპირ გადახვალთ ხიდისთავში და მერე წახვალთ უდაბნო-ჯიხეთისკენ. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეა - თუ შაბათ დილით გახვალთ და ხიდისთავსაც შეიტანთ მარშრუტში, მაშინ უდაბნო-ჯიხეთისკენ ცოტა უნდა იჩქაროთ, თორემ დაგიღამდებათ. იქ ფეხით სასიარულოები გექნებათ, თორემ მანქანა რომ ადიოდეს, პრობლემა არაა. მაგრამ თუ პარასკევ საღამოს წახვალთ, მაშინ ხიდისთავის ჩათვლით ყველაფერს მოასწრებთ. ეგ კი არა, უდაბნო-ჯიხეთიდან შეგიძლიათ უკან ამობრუნდეთ და სუფსის ხეობაში შეხვიდეთ. იქ მთლად სურებამდე ვერ ახვალთ, მაგრამ დაბლაციხის ან ბუკისციხის (მე უფრო ამას გირჩევთ - მეტად ლამაზია) და დილით ადრევე წახვალთ ოზურგეთისკენ. ბუკისციხე ჩოხატაურიდან 5 კილომეტრშია და ასფალტიც ბოლომდე მიდის სოფელში.აბა, ერთი ხიდისთავზეც მითხარი რამე. ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის მუზეუმიცაა.
გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
ეს არის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები რომელიც აშენებულია მეთოთხმეტე საუკუნეში.მდებარეობს გურიის და იმერეთის საზღვარზე სოფ. გამოჩინებულში. კერძოდ სოფ. საჭამიასერის მახლობლად.დღესდღეობით ესე გამოიყურება,წითელი ტერორის შედეგათ და ელის თავის რიგს რესტავრაციისთვის.

ყოველ ექვს მაისს იმართება გიორგობის დღესასწაული.

ყოველ ექვს მაისს იმართება გიორგობის დღესასწაული.