2009 წლის ნომინაციები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by lama » 25 დეკ 2009, 00:52

Naia
შემოგევლე შენა :)

შენს აზრებს პატივს ვცემ :)

გოგას ვეტყვი ერთს

გოგა, არწივის ხეობაში ნებისმიერი ადამიანი იოლად მოხვდება

საჭიროა უბრალოდ რამდენიმე რამ
მიხვიდე დედოფლისწყაროში, სადაც შეხვდები ვაშლოვნის ნაკრძალის ადმინისტრაციას
გაგაყოლებენ გიდს
და დაიძინებ უთბილეს კოტეჯში

კარავში ძილი რა პონტია

მოივლი და დაბრუნდები თბილისში

ტობავარჩხილზე კი ეს ასე იოლად არ ხდება
Last edited by lama on 25 დეკ 2009, 00:52, edited 1 time in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
2009 წლის ნომინაციები

Post by ARCHILI » 25 დეკ 2009, 00:52

lama


მადლობა, რომ დააფასე ტობელებოს ნამდვილი გმირობა ყველა კონტექსტის დაცვით... გააზრებულად წარმოადგინე არგუმენტები და არა გაუგებრად...

მიხარია, რომ ამ ტურის განხიორციელებაში ჩემს ჯიუტობას მიუძღვის წვლილი (ჩემი ჯიუტობის წყალობით მოხერხდა ამ ტურის ორგანიზება, თორემ კარავზე ცხრაჯერ გაიხსნა თემა და ვერ განხორციელდა...)

ყოჩაღ... ლამა...

:)

გაქვს უნარი შეაფასო შესაფასებელი...

:)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2009 წლის ნომინაციები

Post by Naia » 25 დეკ 2009, 01:01

lama
ლამა, არც ტობაზეა ძნელი მოხვედრა :)

ჩახვალ ხაიშში, იქირავებ გამყოლს და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიგაცუნცულებს ტბებთან :) სამეგრელოსგან განსხვავებით, აღმოვაჩინე რომ სვანეთში ყველამ იცის ამ ტბების შესახებ :)

ეს ისე მათთვის თუ ვინმე დაინტერესდა მომავალში. შეუძლია ძალიან იოლად მოხვდეს მანდ
Last edited by Naia on 25 დეკ 2009, 01:04, edited 1 time in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by teo- » 25 დეკ 2009, 01:03

Naia
ხო მარა გვაცალე თავში ავარდნა გოგო, ჩვენ რაღაც განსაკუთრებულზე, მიუწვდომელზე და უცხოზე გვეგონა თავი :lol: 8)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by lama » 25 დეკ 2009, 01:07

Naia
არც ისეთი იოლი არ არის, როგორიც გგონია

მუხურიდან ასვლა ტობაზე და იქიდან ხაიშში მოხვედრა და დაბრუნება უკან :)

2 უღელტეხილის გადავლა 3000 იანების

ძალიან იოლად უყურებ საქმეს :)

სად ტობა და სად არწივის ხეობა :)

შენც ხვდები ამას მაგრამ იხტიბარს არ იტეხ :)

მესმის შენი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2009 წლის ნომინაციები

Post by Naia » 25 დეკ 2009, 01:17

lama
:)))

უცებ ბელას ლექსი გამახსენდა ცერცვზე :)

ჩემო მეგობარო, ის რაც ზოგისთვის ზემოთაა, სხვისთვის შეიძლება ქვემოთ იყოს :) ასევეა რთულის და მარტივის შემთხვევაში

მოკლედ, მე ახლა დაგტოვებთ (მომბეზრდა ერთიდაიგივეს წერა), თქვენ კი დარჩით და გააგრძელეთ :)))

ღამე მშვიდობის :*

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by lama » 25 დეკ 2009, 01:19

Naia wrote:lama
:)))

უცებ ბელას ლექსი გამახსენდა ცერცვზე :)

ჩემო მეგობარო, ის რაც ზოგისთვის ზემოთაა, სხვისთვის შეიძლება ქვემოთ იყოს :) ასევეა რთულის და მარტივის შემთხვევაში

მოკლედ, მე ახლა დაგტოვებთ (მომბეზრდა ერთიდაიგივეს წერა), თქვენ კი დარჩით და გააგრძელეთ :)))

ღამე მშვიდობის :*
ცერცვზე ვიხალისე

გაიხარე :)

მესმის შენი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის ნომინაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 დეკ 2009, 04:36

მგონი, წყალს ვნაყავთ -
ფეხბურთში მსაჯის გადაწყვეტილება საბოლოოა.
მცდარია თუ არა.
თუმცა, განხილვა კი შეიძლება.
სწორედ იმიტომ, რომ მსაჯი შემდეგ თამაშზე უფრო ფხიზლად იყოს.

ლამას არ ვედავები, რატომ ამოირჩიე ტობავარჩხილის ბილიკი-მეთქი.
ასე დაინახა და მორჩა.
მისი დავალება უცხო ბილიკის გამოვლენა იყო.
კრიტერიუმიც 1 იყო - აუცილებლად უცხო უნდა ყოფილიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა,
კარლომ იცოდა, ფირუზამ, თორთლაძემ თუ აფი გიგანმა და ა.შ
საბედნიეროდ, ამ წელს (2009) "კარავმა" ბევრი უცხო ბილიკი აღმოაჩინა.
ჩემთვის ძნ უცხო
და მიმზიდველი სწორედ ჩიტუციოსა და გიორგი ბაგრატიონის ბილიკები იყო
(წინა წერილში რომ ვიხსენიებ, ისინი). ჩემთვის მთავარი გამარჯვებული ამ 2დან არის.


ლამა
თხოვნა მაქვს, როდესაც რამეს შეაფასებ, ჯერ კგდ შეისწავლე ხოლმე.
ის, რაც არწივის ხეობაზე
დაწერე, ნიშნავს, რომ საქმეს ზედაპირულად მიუდექი, დასკვნა თემის არასათანადოდ შესწავლის შემდეგ გაქვს გაკეთებული.
ამიტომ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შენი შეფასებები სხვა ბილიკების მიმართაც ზედაპირულია
და ეფუძნება ხიბლს ან პირად სიმპატიას.

და კიდევ, ძნ სასაცილოა გამოთქმა ტურის მენეჯერი
ჯერ 1, "მენეჯერს" ქართულად "მმართველი" ჰქვია, მე2ც, ბუნებაში (ყოველ შემთხვევაში, ტურისტულ საქმიანობაში)
მსგავსი გამონათქვამი არ არსებობს.
მე3ც, თუ გასვლის დამგეგმავზეა ლაპარაკი, უბრალოდ, მარტივად, ქართულად, გასაგებად, რაც მთავარია,
ამპარტავნობის გარეშე თქვი - მოთავე, ექსკურსიამძღოლი, დამგეგმავი, თაოსანი, ჯანდაბას,
"2განიზატორი" თქვი და ეგაა...

ასევე, გიდი ქართულად არის "მეგზური", "გამყოლი"
ამ სიტყვებზე ადრე
ყურადღება გავამახვილე თემაში ("დავიცვათ ქართული ენა").
როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო.

ნაია
აქ დაწერილი შენი თითქმის ყველა წერილი ჩემს აზრსაც გამოხატავს.
მადლობა ამისთვის.

სა1ოდ, კაცი რომ ხარ (ლამა, ეს წინადადება შენ არ გეკუთვნის), დღეს 1ს არ უნდა ამბობდე, ხვალ - მე2ს.
უფრო სწორად, ფირფიტას წარამარა არ უნდა ატრიალებდე (თუ როგორ არის ეს გამოთქმა?)
სიტყვას რომ ამბობ, ფასიც უნდა ჰქონდეს და სანდოობაც.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by Truli » 25 დეკ 2009, 11:10

ლამამ მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღო. სად არწივი სად ტობა, თუმცა არწივზე წელს ორჯერ ვიყავი. მოყინული თუ არაა დედოფლისწყაროდან ნასადილევზე ჩაისეირნებ, რა გამყოლი რის გამყოლი
მი მალატ შვან

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
2009 წლის ნომინაციები

Post by z g a r b i » 25 დეკ 2009, 12:12

როგორ გინდა ამდენი რამე წაიკითხო და მერე ეს არ დაწერო:

თავიდანვე უცხო ბილიკის ძებნა რომ არ ყოფილიყო ამ ლაშქრობის მიზანი, და მუღამი, მთელი ჯგუფი არ გადაწყვეტტა წასვლას ლენტეხში, სადაც გასადასვლელი ბილიკი არავინ იცოდა, ერთადერთი რაც ვიცოდით, ის იყო, რომ დავიკარგებოდით განუსაზღვრელი ვადით :) არავინ იძლეოდა იმის გარანტიას რა ვადით, თვით აქამდე ყველაფერის მცოდნე ორგანიზატორიც კი :) ჰოდა ჩვენ, ამ უცხო ბილიკების საძებნელად და თავგადასავლების საძიებლად, ეს დაკარგვაც გვიზიდავდა.
რაც შეეხება კარვის კალენდარში ტობავარჩხილის ფოტოს, იქიდან სამი ნიკას გადაღებულია და ეს კარვული გასვლა არ ყოფილა. აქ იყვნენ წასულები ნიკა და მამაჩემი და მათთვის საოცარი აღმოჩენა იყო ეს ყველაფერი.
იმ დროს,როდესაც სამეგრელოში ადგილობრივებს გზას ეკითხებოდნენ, წასვლას არავინ ურჩევდა. ძალიან რთული მარშუტია და გზა ჩვენც არ ვიცით ნორმალურად, ცხენების გარეშე ვერ წახვალთ მანდო.
გამყოლის და ვერტმფრენის დაქირავებით, ყველა ყველგან მივა და ეს ნომინაციაც უფუნქციო შეიქმნება :)

ლაშქრობიდან რომ ზუგდიდში ჩემოვედით, გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ იქაურები, რა არის ეგ ტობავარჩხილი, სად არისო?

p.s. გავაგრძელებ მალე ჩემი დღიურების წერას, ახლა იწყვება იქ თავგადასავლები რაც იწყება :P
შეიძლება კარგად არ ვწუწუნებ და ვაჩენ რა გადავიტანეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ლაშქრობიდან დადებითის მეტი არაფერი მახსოვს, ის სირთულეები დავიწყებას მიეცა და დაიჩრდილა. ამიტომ ის სიძნელეებიც ტკბილად მაგონდება და დადებითი კუთხით ვყვები.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
2009 წლის ნომინაციები

Post by ARCHILI » 25 დეკ 2009, 12:34

z g a r b i

მართალია, ნიკა და ზურა რომ გეგმავდნენ ტრაექტორიებს ჯერ აქედანვე ბილიკებს რუქაზე, მე რუქების საკითხებში სრულიადაც ვერ ვერკვევი, მაგრამ ლამის ცოტა მეც შემასწავლეს...

ბილიკების ძიება იქ კი არა მხოლოდ, აქედანვე დაიწყო... ყველაფრის მცოდნე ორგანიზატორს, ვეჭვობ, რუქა ხელში დაეჭიროს თავის რომელიმე გასვლაში და ისე ეაროს "ნა უგად..."

:)

ჰო... კიდევ ერთი... გადავატრიალე ორგანიზაციული ქცევის მენეჯმენტის სახელმძღვანელო (რომელსაც თავადაც ვასწავლი უნიოვერსიტეტში) და ტურიზმის საფუძვლებიც, ტურის მმართველი, ტურის თაოსანი და ტურის ფუძემდებელი - ეგეთი ვერც საშტატო, ვერც საკადრო და ა.შ. ერთეული ვერ ვნახე...

:roll:

ძალიან უვიცები ვართ მენეჯმენტის ეს სპეციალისტები რა...

:lol: :lol: :lol:

ძვირფასო გოგა, ორგანიზაციის სტრუქტურის თავზე რომ გადავალ ხოლმე, ეგბა კონსულტაცია გამიწიო, მე და მთელი მსოფლიოს სპეციალისტებმა იმდენი არ ვიცით, რამდენიც შენ და დაგვაკვალიანე რა...

(თუ, რა თქმა უნდა, შენი კონსულტაცია ძალიან ძვირი არ ჯდება)...

:D

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
2009 წლის ნომინაციები

Post by zura N. » 25 დეკ 2009, 12:45

Naia wrote:lama
ლამა, არც ტობაზეა ძნელი მოხვედრა :)

ჩახვალ ხაიშში, იქირავებ გამყოლს და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიგაცუნცულებს ტბებთან :) სამეგრელოსგან განსხვავებით, აღმოვაჩინე რომ სვანეთში ყველამ იცის ამ ტბების შესახებ :)

ეს ისე მათთვის თუ ვინმე დაინტერესდა მომავალში. შეუძლია ძალიან იოლად მოხვდეს მანდ
რა იოლი სათქმელია ყველაფერი... :roll: ჩახვალ იქირავებ და წახვალ... :roll:

ის ბილიკებისადაც ჩვენ ვიარეთ რუკაზეც კი არაა დატანილი ზოგიერთი... ხოლო რომლებიც დატანილია ისინი საერთოდ აღარ არსებობენ...
რაც შეეხება სირთულეს ერთ მარშუტზე 3-4 უღელტეხილის გადავლა აქედან ორი 3000-მდე და სულ მუდამ თოვლიანი, მარშუტის სიგრძე 70-კმ-ზე მეტი და მთელი 70 კმ-ის განმავლობაში არცერთი სუფელი.. მხოლოდ მწყემსი თუ შეგხვდება სადმე...

ამ მარშუტის სიუცხოვეს თუნდაც ჩვენთან შეხვედრილი მწყემსების რეაქცია სახეები და სიტყვები აჩვენებს... 2 მათგანი ტიროდა ჩვენ დანახვაზე... ერთ-ერთმა გვითხრა რომ ძალიან დიდი ხანია აქ ვარ(თუ არ ვცდები1982 წლიდან) და ამდენი ხალხი არასდროს მინახავსო...

ასევე ძალიან ბევრმა ვინც იცის ეს ტბები ასევე სვანებმა წარმოდგენა არა აქვთ მათ რაოდენობაზევინც სვანეთის მხრიდან არის ნამყოფი, ზოგმა მხოლოდ ტობავარჩხილის არსებობა იცის, ხოლო ვინც სამეგრელოდან "ოხოჯე" ჰგონია ტობავარჩხილი და წარმოდგენა არ აქვს იმის იქეთ კიდევ რა სილამაზე და რამდენი ტბაა... :roll:

უკაცრავად ამდენი წერისთვის... :oops:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
2009 წლის ნომინაციები

Post by ninia » 25 დეკ 2009, 13:34

დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო :oops: ყველაზე მეტად გული იცით რაზე მწყდება ხალხნო? ამ უაზრო თუ აზრიან კამათზე კი არა, იმაზე რომ ერთმანეთის სიყვარულის ქვეშ წყალი დგება, მერე რომ შეიძლება გუბედ გადაიქცეს და მერე ქართველობა? მარტო მომღიმარი სახეები ხომ არ არის საკმარისი? გულში თუ ცეცხლი ჩაქრება...
უცხო ბილიკები და მათი სირთულეები ცალკე განხილვის საგანია, მოვა დრო და მოგვეცემა ორივე ბილიკზე დგომის შესაძლებლობაც და საკუთარი თვალით ნანახს და განცდილს უკეთ შევაფასებთ, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ერთმანეთის აზრებს პატივი ვცეთ და ერთმანეთის სიხარულს გულწრფელად ვიზიარებდეთ :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by Int3lig3nt » 25 დეკ 2009, 13:46

კი, არწივის ხეობაც უცხო ბილიკი იყო კარვისთვის, მაგრამ მეც იმ აზრზე ვარ, რომ ტობავარჩილის და არწივის ხეობის შედარება არ შეიძლება :).

რაის არწივის ხეობა, მასშტაბები შეადარეთ ხალხო, გინდაც მანძილის, გინდაც დროის და გინდაც სირთულის მხრივ.

თან ხეობა მაინც ხეობაა, ჩახვალ და ამოხვალ, გზა არ დაგეკარგება... მთაში კი, დღეში რამდენიმე უღელტეხილის გადავლა გიწევს ნისლში და წვიმაში.

გოგასაც ვეთანხმები, აწივის ხეობაზე უცხო და საინტერესო იყო ჩიტუციოს და გიორგი ბაგრატიონის გასვლა, მაგრამ ტობავარჩხილთან ახლოს ვერცერთი ვერ მოვა :).

მე მგონი დიდი დავა არ სჭირდება ამას.

დარწმუნებული ვარ, გამოკითხვა რომც ჩატარდეს, მაინც ტობავარჩილი გაიმაჯვებს :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by ZVIOSULI » 25 დეკ 2009, 13:58

Mta Mkvarebia wrote:ZVIOSULI
ზვიო, სულ ტყუილად ამოშალე, დღეს კალენდრის წარდგინებაზე უკვე დაასახელეს ნომინაციებში გამარჯვებულები :) , ასე რომ თამამად გაიმეორე, ვიზეა საუბარი, თუმცა რომ გითხრა, ვერ ვხვდებითქო, მოგატყუებ :wink: თან რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა :wink:
ხოდა ჩემს მრავალმხრი ნომინაციაში გაიმარჯვა გამარჯობა საქართველომ :)

ვოტ ი ვსიო :)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]