როგორ გინდა ამდენი რამე წაიკითხო და მერე ეს არ დაწერო:
თავიდანვე უცხო ბილიკის ძებნა რომ არ ყოფილიყო ამ
ლაშქრობის მიზანი, და მუღამი, მთელი ჯგუფი არ გადაწყვეტტა წასვლას ლენტეხში, სადაც გასადასვლელი ბილიკი არავინ იცოდა, ერთადერთი რაც ვიცოდით, ის იყო, რომ დავიკარგებოდით განუსაზღვრელი ვადით

არავინ იძლეოდა იმის გარანტიას რა ვადით, თვით აქამდე ყველაფერის მცოდნე ორგანიზატორიც კი

ჰოდა ჩვენ, ამ უცხო ბილიკების საძებნელად და თავგადასავლების საძიებლად, ეს დაკარგვაც გვიზიდავდა.
რაც შეეხება კარვის კალენდარში ტობავარჩხილის ფოტოს, იქიდან სამი ნიკას გადაღებულია და ეს კარვული გასვლა არ ყოფილა. აქ იყვნენ წასულები ნიკა და მამაჩემი და მათთვის საოცარი აღმოჩენა იყო ეს ყველაფერი.
იმ დროს,როდესაც სამეგრელოში ადგილობრივებს გზას ეკითხებოდნენ, წასვლას არავინ ურჩევდა. ძალიან რთული მარშუტია და გზა ჩვენც არ ვიცით ნორმალურად, ცხენების გარეშე ვერ წახვალთ მანდო.
გამყოლის და ვერტმფრენის დაქირავებით, ყველა ყველგან მივა და ეს ნომინაციაც უფუნქციო შეიქმნება
ლაშქრობიდან რომ ზუგდიდში ჩემოვედით, გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ იქაურები, რა არის ეგ ტობავარჩხილი, სად არისო?
p.s. გავაგრძელებ მალე ჩემი დღიურების წერას, ახლა იწყვება იქ თავგადასავლები რაც იწყება
შეიძლება კარგად არ ვწუწუნებ და ვაჩენ რა გადავიტანეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ლაშქრობიდან დადებითის მეტი არაფერი მახსოვს, ის სირთულეები დავიწყებას მიეცა და დაიჩრდილა. ამიტომ ის სიძნელეებიც ტკბილად მაგონდება და დადებითი კუთხით ვყვები.