29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძოლება

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by nataliko-nataliko » 03 აპრ 2009, 00:27

paata_ wrote:nataliko-nataliko

პირიქით

;)
;)
все к лучшему

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by Tamari-ch. » 03 აპრ 2009, 00:38

L-O-M-I wrote:Image
ეს რაა?

ერთი თხოვნა მექნება-

ფოტოებს კომენტარი გაუკეთეთ რა-
რომელი რა ძეგლია...

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by Lola » 03 აპრ 2009, 04:05

GAMARJOBA SAKARTVELO
ეგ ერთი და სხვა მრავალიImage


დამეზარა კი არა და ვერ ვიცლისავით და თუ მოვახერხე სურათებსაც დავდებ...
მანამდე კი;


http://allshares.ge/download.php?id=3A05AFBD26
(მე გადმოვწერე და რავიცი...)




TIKHIRO
შემდეგში უკეთესად ვეცდებიიი... Image
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by guruli » 03 აპრ 2009, 12:14

Tamari-ch.
ეს რაა?
ეგაა პატარა საყდრის, ან, შესაძლოა, რაღაც დამხმარე ნაგებობის ნაშთები, რომელიც ჭეხილას ციხის დაბლაა. როგორც კი გზიდან აუხვევ, იქვე.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
29.03.09 - უჯარმა, ჭეხილა, სიონი, საყდრიონი: ზამთრის ბოლო გაბრძო

Post by გვალდა » 03 აპრ 2009, 13:48

ჭეხილას ციხე სტრატეგიულ ადგილზე, ივრის ხეობაში ყველაზე ვიწრო კდოვან სანაპიროზე იყო აშენებული, ივრის ხიდს კეტავდა და მისი დანიშნულება ისიც იყო – არ გაეშვა და არც შემოეშვა მტერი ამ ხეობაში. ჭეხილას ციხე ხელს უწვდიდა მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე კილმატის ციხეს და ეს ორივე ციხე გზას უკეტავდა გომბორისაკენ ან თიანეთისაკენ მიმავალ მტერს... როგორც ხანდაზმული კოჭბაანელები გადმოგვცემენ, ციხის ერთ-ერთ ვეებერთელა ლოდზე, ხუცური წარწერა ყოფილა ამოტვიფრული: “ცხრანი ძმანი ჭეხილანი, ვიწრო ხიდის ყარაულნი”. მეფის რუსეთის არმიის გენერალ ხაზაროვს XIX საუკუნის დასაწყისში ციხის გალავანი და აღნიშნული ქვაც დაუნგრევია და გაუნადგურებია.
ჭეხილას ციხე შედგება ორი კარგა მოზრდილი ოთხკუთხა კოშკისაგან და კარის ეკლესიისაგან, რომელსაც გარშემო შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ციხე აგებულია,როგორც სიპი, ისე მრგვალი რიყის ქვით. კოშკები ოთხსართულიანია, თითოეულ სართულს აქვს ორ-ორი სარკმელი და თითო კარები. კოშკებს სახურავი თაღით აქვს გადახურული. თითოეული კოშკის სიმაღლე ოც მეტრს უდრის, კედლების სისქე – ორი მეტრია. კოშკების თაღები ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული, რომელთა ნამტვრევები მრავლად არის მიმოფანტული გალავნის ეზოში. ციხეში თავის დროზე გაყვანილი ყოფილა წყალსადენი თიხის მილებით, რომლებიც მოსახლეობას ამოუყრია, მაგრამ გადარჩა ნაწილი, რომელიც ისევ მიწაშია. თითოეული მილის სიგრძე სამოცდაათი სანტიმეტრია და ერთ-მეორესთან ისეა დაკავშირებული, წყალი ვერ გაჟონავს.

ციხის მახლობლად, 500 მეტრში იმ ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს (ეს სწორედ ის ეკლესია უნდა იყოს, ფოტოზე რომაა), , რომელიც ისეთივე კრამიტით ყოფილა გადახურული, როგორითაც ციხე და კარის ეკლესია. ციხიდან ერთი კილომეტრის მოშორებით არის კიდევ ერთი ნაშთები ეკლესიისა, რომელიც წმინდა კვირიკეს სახელს ატარებს.


“ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი
ჩარჯონიძე ჭიხილანი:
გივი, ქავთარ, ნიკოლოზი –
ოთხნი ქვეყნად მებრძოლანი,
არსენ, პეტრე, ზაქარია
მტერთა რიცხვად მომზირალნი,
ძმანი ჩვენნი, სამნი ბერნი,
იყვნენ ქრისტეს კარგი ყმანი.
ჩვენ გვიჭირავს მიმსვლელთ-მომსვლელთ.
ოთხავ კუთხის ვიწრო გზანი,
ჭეხილაში სიმაგრე გვაქვს
და გვიჭირავს ხიდის კარნი,
საიქიოს სანეტარო,
სააქაოს მაგრად მდგარი,
ოქრო-ვერცხლის მიწაზე ვართ,
სიმდიდრე გვაქვს, ვითა წყალი.
მე ქავთარა ჩარჯონაძემ
ვმუსრე მტერი, ვით აფთარნი.
ქართულ მიწას ზედ გადავეგე,
არ დავაგდე ჩემი გვარი,
ვინც ეს ლექსი წაიკითხოს,
მცირე ბრძანოს შენდობანი”.
სვანეთოლოგი





ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]