ვაგრძელებ რეპორტაჟს.
ცნობები ქალწულის კოშკის შესახებ:
ქალწულის კოშკი (აზერბ. Qız Qalası, გიზ გალასი) - ძველი ციხესიმაგრეა ძველი ქალაქის სანაპირო ნაწილძში. როგორც ჩანს, ციხესიმაგრის სახელწოდება, რომელიც იშვიათი არ არის თურქულენოვან რეგიონებში ნიშნავს "ხელშეუხებელს, მიუწვდომელს" და დაკავშირებული უნდა იყოს იმ ფაქტთან, რომ ეს ციხე დამპყრობლებისგან ხელშეუხებელი იყო. მისი აგების თარიღი უცნობია. ითვლება, რომ ციხესიმაგრე დაახლოებით XII საუკუნეში იყო აგებული. ამას მოწმობს ფილა, რომელიც ციხის ზედა, გარე ნაწილზეა მოთავსებული და რომელზეც სავარაუდოდ ამოტვიფრულია მისი ამგების ვინაობა - მასუდ დავუდის ძე. ციხე ორ ეტაპად იყო აგებული. პირველი ეტაპი განეკუთვნებოდა წინაისლამურ პერიოდს, წარწერა კი უფრო გვიან ხანას დაახლოებით XII საუკუნეს ეკუთვნის. ქვის სტრუქტურის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციხის ძველი ნაწილი ჩვ. წელთაღრიცხვის I-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.
"ქალწულის კოშკის" აგების შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. ერთერთი ლეგენდის მიხედვით, შახს თავის ქალიშვილი შეჰყვარებია და მასზე დაქორწინება გადაუწყვიტავს. ქალიშვილს უთხოვია მისთვის კოშკის აგება და მის აგებამდე დალოდება, იმის იმედით რომ ამ დროის განმავლობაში შაჰი გადაიფიქრებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და გოგონა უკვე დასრულებული ციხესიმაგრის ქონგურიდან ზღვაში გადაშვებულა. მას შემდეგ იმ ქვას, რომელზეც მეფის ასული დაიმსხვრა, "ქალწულის ქვას " უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, მომავალ საპატარძლოებს ამ ქვასთან ყვავილები მიჰქონდათ. არსებობს ამ ლეგენდის მეორე ვარიანტიც, ზღვაში გადაშვების მერე, მეფის ასულის შეყვარებულს შური უძიებია და მოუკლავს შაჰი, მაგრამ მერე შეუტყვია, რომ ზღვის ქალთევზებს გადაურჩენიათ მეფის ასული. შეყვარებულებს უპოვნიათ ერთმანეთი და დაქორწინებულან. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ ის ფაქტი, რომ შაჰს თავის ქალიშვილზე დაქორწინება სურდა, მოწმობს რომ ეს ლეგენდა წინაისლამისტურ პერიოდს განეკუთვნება.
ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ქალწულის კოშკის სიახლოვეს სიკვდილით დაუსჯიათ იესო ქრისტეს ერთერთი 12 მოციქულთაგანი წმინდა ბართოლომეო. ბაქოს ტერიტორიაზე წმ. ბართოლომეო ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში გამოჩენილა. თუმცა მისი მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა და ის წამებით მოკლეს ქალწულის კოშკის კედელთან. ამ ადგილას პატარა საყდარი აუგიათ (რომლის არსებობა სამწუხაროდ არ ვიცოდით და ვერ ვნახეთ თუკი შემორჩენილია დღემდე

).
XVIII-XIX საუკუნეებში ქალწულის კოშკს შუქურას დანიშნულება ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ქალაქი უფროდაუფრო იზრდებოდა შუქურას შუქი ქალაქის შუქებს ერწყმოდა და რთულად გასარჩევი ხდებოდა. ამიტომ 1907 წელს შუქურა კუნძულ ნარგინზე გადაიტანეს (თუმცა ახლა, თუ არ ვცდები, შუქურას დანიშნულება სატელემაუწყებლო ანძას აქვს, რადგან მთელი ღამის განმავლობაში იქიდან სხვადასხვა ფერის გრძელი სხივები ეფინება ქალაქს მთელ სიგრძეზე, რაც ძალიან ლამაზია). 1964 წლიდან ქალწულის კოშკი მუზეუმი გახდა და 2000 წელს "იუნესკო"-ს მიერ დაცული ძეგლების ნუსხაში შევიდა.
XII საუკუნეში ქალწულის კოშკი ბაქოს თავდაცვით სისტემის ნაგენობებს შორის მოიხსენიება, მაგრამ შემდგომი გამოკვლევები აჩვენებს რომ ციხის აგებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ციხესიმაგრე სრულიად გამოუსადეგარი იყო მტრისგან თავდასაცავად და გაცამტვერდა მისი თავდაცვითი დანიშნულების ვერსია.
ესეც თავად კოშკი
კოშკის მიმდებარე ტერიტორია
