მე მეზობელ განყოფილებაში უკვე მოვყევი მაგ კოშკზე
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
ბროწეული წმინდა ხილი არისოო?
პირველად გავიგე...
რა კარგია

საშინლად მიყვარს ბროწეული...
ძველებური ჩუქურთმები არ არის შენობებზე?
რამდენიმე შევამჩნიე სურათებში და დამაინტერესა ....

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
კი ბატონო, გადაღებულია ასეთი სურათი. აი:Bivrili wrote:
მოუთმენლად ველი ჩადრიანი ქალბატონების ფოტოებს...
ლამაზ-ლამაზ თვალებს რომ აპარებენ შენსკენ მალულად...
აი ასეთი სურათი მინდა...
იქნებ ვინმემ გადაიღო მსგავსი კადრი...

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
Bivrili
ქალწულის კოშკზე აუცილებლად მოგითხრობთ, უბრალოდ ქართულ ენაზე ვერ ვნახე ინფორმაცია და თარგმნას დრო სჭირდება.
აი ჩადრიანი ქალბატონების რა გითხრა, არცერთი არ შეგვხვედრია. მხოლოდ თავსაბურიანი ქალბატონები გვხვდებოდნენ, მაგრამ მათი გადაღება მე პირადად არაეთიკურად ჩავთვალე (დიდზუმიანი ფოტოაპარატი რომ მქონოდა, მაშინ კიდევ შეიძლებოდა).

ჩუქურთმები მართლა მრავლად იყო. გადავიღე კიდეც. თუმცა მობილურით გადაღებულ ფოტოებზე რამდენად კარგადგარჩევადი იქნება ეს სხვა საკითხია.Bivrili wrote: ძველებური ჩუქურთმები არ არის შენობებზე?
რამდენიმე შევამჩნიე სურათებში და დამაინტერესა ....
Last edited by Mta Mkvarebia on 16 დეკ 2008, 23:08, edited 1 time in total.
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
ტრული, შენ ,,გიზ გალასიზ''-ის ისტორიაში წერდი, რომ ახალგაზრდა ბიჭს შეუყვარდა გოგოო.Truli wrote:Bivrili
მე მეზობელ განყოფილებაში უკვე მოვყევი მაგ კოშკზე)
არადა სხვა წყარო გვეუბნება რომ შაჰს საკუთარი ქალიშვილი შეყვარებია და მასზე დაქორწინება გადაუწყვეტია. გოგოს კიდევ იმის გამო რომ აღარ იცოდა რა ექნა მამამისისთვის უთხოვია კოშკის აშენება, იქნებ ამასობაში საღ აზრს დაუბრუნდესო. მაგრამ ასე არ მომხდარა და გოგონა ამ კოშკიდან ზღვაში გადამხტარა.
აქედან მოდის კოშკის სახელიც, რაც მიუწვდომელს, ხელშეუხებელს ნიშნავს.
P.S. ტრული, შენი რეკომენდაციები მაგრად გამომადგა, სულ მაგითი დავდიოდი, ის კი არადა ტკბილეულობაც მაგის მიხედვით ვიყიდე, თორემ რა მეცოდინებოდა რა არის შექერ ბურა და გოღალი
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
Varvara
ჰეჰე, მიხარია რომ გამოგადგა!
ნუ გიზ გალასიზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს

მი მალატ შვან
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
ახლა გადავიდეთ სნობურ ამბებზე.
მოვითხოვ დაიდოს ფოლად ბულ ბულ ოღლის, როსტროპოვიჩის ქალიშვილის და ლა სკალას მომღერლების სურათები, რომლებთან ერთადაც კარაველები ერთ-ერთ რესტორანში აღმოჩნდნენ.
მოვითხოვ დაიდოს ფოლად ბულ ბულ ოღლის, როსტროპოვიჩის ქალიშვილის და ლა სკალას მომღერლების სურათები, რომლებთან ერთადაც კარაველები ერთ-ერთ რესტორანში აღმოჩნდნენ.
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
ოოო ვარვარა, ვარვარა! კონკრეტულად რა გაინტერესებს? სურათებს თებრო დონ და თიკო-რ იღებდნენ სადღეგრძელოსაც დონ ამბობდა, სხვები კი აზრბაიჯანული კერძებით, მუსიკით ცეკვით და იტალიური ჰანგებით ვტკბებოდითსავით
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
ვაგრძელებ რეპორტაჟს.
ცნობები ქალწულის კოშკის შესახებ:
ქალწულის კოშკი (აზერბ. Qız Qalası, გიზ გალასი) - ძველი ციხესიმაგრეა ძველი ქალაქის სანაპირო ნაწილძში. როგორც ჩანს, ციხესიმაგრის სახელწოდება, რომელიც იშვიათი არ არის თურქულენოვან რეგიონებში ნიშნავს "ხელშეუხებელს, მიუწვდომელს" და დაკავშირებული უნდა იყოს იმ ფაქტთან, რომ ეს ციხე დამპყრობლებისგან ხელშეუხებელი იყო. მისი აგების თარიღი უცნობია. ითვლება, რომ ციხესიმაგრე დაახლოებით XII საუკუნეში იყო აგებული. ამას მოწმობს ფილა, რომელიც ციხის ზედა, გარე ნაწილზეა მოთავსებული და რომელზეც სავარაუდოდ ამოტვიფრულია მისი ამგების ვინაობა - მასუდ დავუდის ძე. ციხე ორ ეტაპად იყო აგებული. პირველი ეტაპი განეკუთვნებოდა წინაისლამურ პერიოდს, წარწერა კი უფრო გვიან ხანას დაახლოებით XII საუკუნეს ეკუთვნის. ქვის სტრუქტურის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციხის ძველი ნაწილი ჩვ. წელთაღრიცხვის I-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.
"ქალწულის კოშკის" აგების შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. ერთერთი ლეგენდის მიხედვით, შახს თავის ქალიშვილი შეჰყვარებია და მასზე დაქორწინება გადაუწყვიტავს. ქალიშვილს უთხოვია მისთვის კოშკის აგება და მის აგებამდე დალოდება, იმის იმედით რომ ამ დროის განმავლობაში შაჰი გადაიფიქრებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და გოგონა უკვე დასრულებული ციხესიმაგრის ქონგურიდან ზღვაში გადაშვებულა. მას შემდეგ იმ ქვას, რომელზეც მეფის ასული დაიმსხვრა, "ქალწულის ქვას " უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, მომავალ საპატარძლოებს ამ ქვასთან ყვავილები მიჰქონდათ. არსებობს ამ ლეგენდის მეორე ვარიანტიც, ზღვაში გადაშვების მერე, მეფის ასულის შეყვარებულს შური უძიებია და მოუკლავს შაჰი, მაგრამ მერე შეუტყვია, რომ ზღვის ქალთევზებს გადაურჩენიათ მეფის ასული. შეყვარებულებს უპოვნიათ ერთმანეთი და დაქორწინებულან. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ ის ფაქტი, რომ შაჰს თავის ქალიშვილზე დაქორწინება სურდა, მოწმობს რომ ეს ლეგენდა წინაისლამისტურ პერიოდს განეკუთვნება.
ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ქალწულის კოშკის სიახლოვეს სიკვდილით დაუსჯიათ იესო ქრისტეს ერთერთი 12 მოციქულთაგანი წმინდა ბართოლომეო. ბაქოს ტერიტორიაზე წმ. ბართოლომეო ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში გამოჩენილა. თუმცა მისი მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა და ის წამებით მოკლეს ქალწულის კოშკის კედელთან. ამ ადგილას პატარა საყდარი აუგიათ (რომლის არსებობა სამწუხაროდ არ ვიცოდით და ვერ ვნახეთ თუკი შემორჩენილია დღემდე
).
XVIII-XIX საუკუნეებში ქალწულის კოშკს შუქურას დანიშნულება ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ქალაქი უფროდაუფრო იზრდებოდა შუქურას შუქი ქალაქის შუქებს ერწყმოდა და რთულად გასარჩევი ხდებოდა. ამიტომ 1907 წელს შუქურა კუნძულ ნარგინზე გადაიტანეს (თუმცა ახლა, თუ არ ვცდები, შუქურას დანიშნულება სატელემაუწყებლო ანძას აქვს, რადგან მთელი ღამის განმავლობაში იქიდან სხვადასხვა ფერის გრძელი სხივები ეფინება ქალაქს მთელ სიგრძეზე, რაც ძალიან ლამაზია). 1964 წლიდან ქალწულის კოშკი მუზეუმი გახდა და 2000 წელს "იუნესკო"-ს მიერ დაცული ძეგლების ნუსხაში შევიდა.
XII საუკუნეში ქალწულის კოშკი ბაქოს თავდაცვით სისტემის ნაგენობებს შორის მოიხსენიება, მაგრამ შემდგომი გამოკვლევები აჩვენებს რომ ციხის აგებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ციხესიმაგრე სრულიად გამოუსადეგარი იყო მტრისგან თავდასაცავად და გაცამტვერდა მისი თავდაცვითი დანიშნულების ვერსია.
ესეც თავად კოშკი

კოშკის მიმდებარე ტერიტორია

ეს უკვე ქალწულის კოშკის გალავანზე გადაღებული ფოტოები და ხედები იქიდან

გოგას (და არა მარტო გოგას ) ფავორიტი შენობა. ძალიან ბევრი შენობით მოვიხიბლე მეც
:

Last edited by Mta Mkvarebia on 17 დეკ 2008, 14:36, edited 3 times in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბაქო 2008ის ქრისტეშობას
qvevri
არ გეჩვენება, იცი რამდენი ქვევრები ვნახეთ?
თუ დააკვირდები, უკვე დადებულ სხვა ფოტოებზეც აღმოაჩენ

მერე ძველ ქალაქში გავაგრძელეთ ხეტიალი, იმ ადგილების სანახავად სადაც რუსული ფილმის "ბრილიანტის ხელის" ეპიზოდებია გადაღებული. როგორც მივხვდით, სადღაც აქ, ასეთივე ვიწრო ქუჩაზე ის სცენაა გადაღებული ნიკულინის და მირონოვის გმირებს ერთი ქალბატონი რომ დასდევს
სურათები გადავიღეთ. ჯგუფური ფოტო იქვე ერთერთი შენობიდან გამოსულ შარვალ-კოსტუმიან ახალგაზრდას გადავაღებინეთ, რომელიც უმალ მიხვდა რომ ქართველები ვიყავით. ერთი ნატალიკოზე გვითხრა, ჩვენიანს ჰგავსო და კინაღამ მისი დატოვება მოინდომა
, ისე არ იყო ურიგო სასიძო

გავაგრძელეთ ძველ ქალაქში ხეტიალი ამ ფილმის აფთიაქის ეპიზოდის გადაღების ადგილის მოსაძებნად. გოგა და გოგოების ნაწილს ცამოვრჩით და რამდენიმე გოგო მარტო დავხეტიალებდით.

ამ ადგილას ერთმა ბავშვიანმა კაცმა შემოგვთავაზე მე გაჩვენებთ იმ ადგილსო, ჰოდა გავყევით.