ამასაც ქვევრმა გასცა პასუხი:
qvevri wrote:
მაშ ასე ეს არის გაგეცინებათ და ფასკუნჯი. ეს ფრინველი მცხეთასთან ახლოს, ერთ გამოქვაბულში ცხოვრობს, მე მინახია და ახლოსაც მივსულვარ.
მართლა იშვიათი და მისტიური ფრინველია, ტყვილად ხომ არ გამოსახავდნენ ტაძრის ბარელიეფებზე.
ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს.
ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.
ფასკუნჯი გახლავთ ლეშიჭამია მტაცებელი.
ლათ. Neophron percnopterus
ინგ: Vulture