კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 08 თებ 2008, 16:14

ანაო და...

გული დაიქანცა
ესმა ხმა
ვითარცა
ხმაი შენი ვალნ...
მწადს მოლხენა...
არცა...
ვარდი განიძარვა
სული
მგლოვიარე
არნ..

ანა კალანდაძე

:roll:
Last edited by namcecuna on 08 თებ 2008, 17:18, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 16:22

ანაო და...


ანასებური


ცაზე პატარა ვარსკვლავი
სულ ციმციმებს და ციმციმებს,
ალბათ არც დარდი აწუხებს,
არც საკუთარი სიმძიმე,
ცალკე გაკიდეგანებულს
არ აკრთობს სიცხე-სიცივე.
_ რა აციმციმებს ნეტავი?
_ რა ვი, უნდა და ციმციმებს.

ვახუშტი კოტეტიშვილი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 08 თებ 2008, 16:46

meore monadire
lomikata

მიყვარხართ :oops:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by popins » 08 თებ 2008, 17:02

ისა და ლომიკატა თავის ლექსებს დებს კსტატი... 8)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 08 თებ 2008, 17:20

ოოოო, აინთო, აბრიალდა სიყვარულის ხანძარი... :lol: :lol: :lol:
ისევ ანასეული...
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე,
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა,
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 17:24

popins

მივხვდით მერი :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 17:29

თავზარდაცემულმა გავიღვიძე,
ხორცი ტკივლისგან მენგრეოდა,
თითქოს შავნაბადას ფერდობიდან,
ისევ ბაზალეთი თენდებოდა...


ისევ სამსობლოს სიყვარულზე და წარსულის ტკივილზემივედი :(
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 08 თებ 2008, 17:45

ყოფნა ყველაფერში

გავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.

გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები:შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები:შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები:შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.

გავხდები:დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული,რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები:შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ,
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი,
ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი,
ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ?
ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...

გიორგი ზანგური
Last edited by ნინი_85 on 17 მარ 2008, 21:11, edited 2 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 08 თებ 2008, 18:48

რამდენი ვიწვალე, შენ რომ შეგემჩნიე
და ამ წვალებაში ისე შეგეჩვიე,
კინაღამ გემონე და უღვთოდ შემიყვარდი...
რატომ მარიდებდი თვალებს ალერსიანს,
ჩემზე ფიქრის ჯარი შენც ხომ დაგესია,
თავი რატომ მოგაქვს კუშტად?
თუ არ მომისმენ, თუ არ მეფერები,
წავალ, ქვევრს გავანდობ წუხილს,
მარანში ჩამოვჯდებით საწნახელთან
მე და სევდიანი მწუხრი...
დარდებს ვუფეშქაშებ გიჟმაჟ ღვინოს,
თავს აღარ შევწირავ ლოდინს...
თუკი ვერ დავთვრები შენზე ფიქრში,
გულზე არ მომწყდება ლოდი...
ისევ ქვევრს გავანდობ, მიყვარხარ-თქო,
შენს ნაცვლად დამიბრუნებს პასუხს.
თუ ვერ მოგაწვდინე ცხელი გულის ღელვა,
ბოლომდე მივენდობი ბახუსს...
ტყუილად გგონია შენთვის გავლოთდები,
ღვინოდ ვიქცევი და ჩემით გამოთვრები...


გაგრძელება იქნება

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 08 თებ 2008, 19:55

lomikata


...................................................................................................................................................................

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 09 თებ 2008, 00:40

"შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,
გაბმული სევდა ამქვეყნიური.
ო, ასე ჩუმად და ასე მარტო
მთებში სხივებზე დნება ყინული.
მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის
და ვერც გაზაფხულს ვერ დაგპირდები,
ჩუმია ზეცა და წვიმასავით
შუბლს უგრილებენ შენი თითები"

:roll:

"მყინვარი"

თ. ჭელიძე
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 09 თებ 2008, 09:58

პირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით,
ჩამოთენთილი ზამბახების თმენით და თრთოლვით,
უსპეტაკესად უმშვიდესი თეთრი ღიმილის,
ჩუმი ვედრებით მოვიდა თოვლი.
მოვიდა თოვლი, მოქათქათე ღრუბლის ჩივილი,
თეთრ მდუმარების შორი ნუგეში,
ცივი ცახცახი აირეკლა სუსტი კივილით
შემოდგომაზე დაღვრილ ფერთა მღვრიე გუბეში.
მოვიდა თოვლი, სიმსუბუქე მოვიდა წყნარი,
აუხდენელი სურვილები შეაცვდა თოვას
და მორიალე ფანტელები ჩქარი, ო ჩქარი,
პენელოპასავით ოცნებებს ქსოვენ
და აღვიძებენ გამხმარ ტოტებს სათუთად, ფრთხილად
თეთრი მითების მფრქვეველი სულით,
დაეძებს მიწას ნაზი რხევით სათუთი ფთილა
და ყველაფერი ჟრუანტელამდე არის დასული.
მოვიდა თოვლი, ჰოი, როგორ მოვიდა თოვლი,
მიუტოვებელ დაეჭვებავ, დახარე თავი.
დაღლილო სულო, სულო ჩემო, დრო არის მოსვლის,
თეთრი ლექსების დაიძრა ზვავი
პირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით,
ჩამოთენთილი ზამბახების თმენით და თრთოლვით.


ვლადიმერ მაჩაიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 09 თებ 2008, 10:12

ქარმა ხომ...

ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა,
ცისკენ გაფრინდნენ თეთრი მტრედები,
ყველას მოვშორდი, ახლა მარტო ვარ,
ახლა უმიზნოდ დავეხეტები...

დავტოვებ ქუჩას და მთისკენ წავალ,
მე ისევ ბედის გრიგალს მივყვები.
ვიქნები, ეს მზე სანამ არ ჩავა,
სანამ ფიქრებით არ დავიღლები...

ტერენტი გრანელი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 09 თებ 2008, 11:48

"...მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები..."

ხოდა, მოვიდა ისევ :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 09 თებ 2008, 11:55

და კიდევ ეს...


"...მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს...
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა, უკეთეს დღეებზე ვფიქრობ..."

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]