შრაღან და შარშანწინ კარველები დავესწარით მაგ შეჯიბრებას და მაგრად ნასიამოვნევებიც დავბრუნდით.
ისევ ტელევიზიის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ დილის 8 საათზე ავტობუს(ებ)ი გადის ტანას ხეობისკენ, თუმცა არ უთქვამთ ფასიანია თუ უფასო და ყველა მსურველს წიაყვანენ თუ ალპიური კლუბის წევრებს.
თავად შეჯიბრი დაიწყება 11 საათზე.
ვინც არ იცით ტანას ხეობაში რომელიც გორთანაა, სოფელ ბიისთან მდინარე ტანას შენაკადი უერთდება. ამ შენაკადის რომ გაყვებით ერთ ადგილას ქარაფია, რომელიდანაც პატარა ჩანქერი მოწანწკარებს. ზამთარში ცხადია ჩანჩქერი იყინება. თანაც ეს ჩანჩქერი ისეთ ადგილასაა, რომ მზე საერთოდ არ უდგება. მოკლედ, ნამდვილი ვერტიკალური ყინულის კედელია.
მე არ ვაპირედ ამ წელს წასლვას, მაგრამ ნამდვილად გირჩევთ ვისაც სურვილი გაქვთ - ლამაზი ბუნება - დათვლილი ტყე გარშემო, ეკზოტიკური შეჯიბრი: მეტი რა გინდათ
