paata_
legenda
Ninukala
Naia
tiko_r
chamoxeuli bilbordebi
გვალდა
ლეონტი
ყველას დიდი მადლობა, თითოეული კადრისთვის, ხშირად ვიმეორებ თქვენს ფოტოებს და ვუბრუნდები იმ პატარა ზღაპარს, ერთად რომ გადაგვხდა თავს
ერთ რამეზე მწყდება გული, ბევრი წევრი, კარველიც მათ შორის, ისე დამთავრდა ლაშქრობა, ვერ გავიცანი. გადავწყვიტე ამიერიდან თითოეულ მოლაშქრესთან მივიდე და წარვუდგე ოფიციალურად , თორემ-მე ვიცი რომ შენ იცი რომ მე ვიცი რომ შენ იცი და ა.შ გამოვიდა და ზოგზე კიდევ ვერც გავიგე მართლა ვინ -ვინ იყო

ეს გაკვეთილი ათვისებულია
მართლა ულამაზესი დღე იყო და ღირდა იმ გაყინვად და დაღლად-ასე სასიამოვნოდ რომ მახსენდება ახლა
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩვენთან იყო, და ვინც ვერ იყო!
განსაკუთრებით
გურულს, რომელმაც გაგვაცილა და სამწუხაროდ ვერ გავიცანი, არადა, ბევრი რამის თქმა მინდოდა მისთვის, და კიდევ მრცხვენია, რომ მისი ფოტო არ აღმოჩნდა ჩემს აპარატში
მოკლედ, მიყვართ ძალიან !
და დიდი მადლობა ჩემი ხომალდის კაპიტანს-
მაკენას და მისი ეკიპაჟის წევრებს:
ნაიას, შატილის ასულს, თუთას, ჩემს პლიუსს და ნამცეცუნას, ასეთი სასიამოვნო მგზავრობისთვის

აქვე დიდი მადლობა
Nისანის ასე საყვარელ ჯიპს, რომელიც ერთადერთი ავტომობილია მთელ დედამიწაზე-ადამიანივით რომ მიყვარს და ლამის მენატრება ხოლმე
შეგეწიოთ ხალხო ჩვენი მოლოცვილი ადგილების მადლი და ღმერთმა გაგვაძლიეროს და მეტი ძალა და ენთუზიაზმი მოგვცეს!!!
ზღაპრები გრძელდება
