მოკლედ აქ მოვყვები მცირედ ინფორმაციას სამშვილდის შესახებ:
სამშვილდე გახლავთ, ერთ-ერთი უძველესი ციხე ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსი. ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორია... მიეკუთვნება მდინარე ხრამის ხეობას (თეთრი წყაროს რაიონი) ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. ციხექალაქი მდებარეობს მდინარე ჭივჭავისა და მდინარე ქციას (იგივე ხრამი) შესართავთან მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. მისი შექმნა უკავშირდება ქართველთა ეპონიმს ქართლოსს. მას თავდაპირველად "ციხე ორბისად" მოიხსენიებდნენ, აგრეთვე მას მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ ანუ "დედა ციხედ".....
სამშვილდის ისტორია, როგორც ციხე ქალაქისა იწყება ძვ. წ. IV-III ს.ს. სამშვილდის ციხე-ქალაქი 1110 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ სელჩუკებისაგან გაანთავისუფლა და შემოუერთა ერთიან საქართველოს. XII ს-ში მას ორბელთა საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალართა რეზიდენცია იყო. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი იგი (სამშვილდის ციხე-ქალაქი) მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო XV საუკუნიდან ბარათაშვილების სათავადო ცენტრი იყო.
მნიშვნელოვანია ამ ციხის კომპლექსში მდგარი ტაძარი, რომელსაც სამშვილდის სიონს ვუწოდებთ (ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული ისევე, როგორც ყველა სიონის ტაძარი) იგი მიეკუთვნება VIII საუკუნეს თავისი არქიტექტურული ფორმით წარმოადგენს ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს. იგი გახლდათ დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. ტაძარი სამწუხაროდ დანგრეულია, შემორჩენილია მისი აღმოსავლეთის ფასადი. აღმოსავლეთის ფასადის მთელ სიგრძეზე დაცულია ასომთავრული წარწერა, სადაც მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის მეშვეობით დადგინდა ძეგლის აგებიუს ზუსტი თარიღი 759-777 წლები.
ტაძარი თავისი ფორმით ძალიან წააგავს წრომის ტაძარს
ახლა მცირე ინფორმაცია ასევე მეორე ძეგლზე:
პირღებულის მონასტერზე,
რომელსაც სავარაუდოდ ასევე მოვინახულებთ
პირღებულის ეკლესია ეკუთვნის XIII საუკუნეს იგი ღვთისმშობლის სახელობისაა მდებარეობს ასევე ხრამის (ქციას) ხეობაში მდინარის მარცხენა ნაპირზე. თეთრი წყაროდან 10 კილომეტრზე. შემორჩენილია მხოლოდ სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა - დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245 წ.წ) ტაძარი შიგნიდან მოხატული იყო თავის დროზე ახლა მხოლოდ ნარჩენებიღაა ალაგ-ალაგ შემორჩენილი. მთავარ ტაძარს გარს ერტყა გალავანი, რომელიც თავის დროზე სამსართულიანი გალავანი იყო ჩაშენებული ამჟამად სამრეკლოს მხოლოდ 2 სართულიღაა შემორჩენილი. იქვე კლდეებში არის რამდენიმე ძალიან საინტერესო გამოქვაბული სადაც მონასტრულ ცხოვრებას ეწეოდნენ ბერები ....
მოკლედ მეგობრებო ძალიან საინტერესო სანახაობაა ჩვენს წინ და აუცილებლად უნდა მოვინახულოთ
