popins
მეც ძალიან მიყვარხარ და შენ ყველაზე დიდი ხანია აქ რომ გიცნობ
მაგრამ ნება მიბოძე ერთი შესწორება, კარგი?
მართალი ხარ, როცა 25 კაცზეა სუფრა შეკვეთილი, 50 ვერ დაეტევა, მაგრამ ისივ მინახავს სუფრაზე როცა სხედან და ქალი და ბავშვი შემოვა დგებიან და ადგილს უთმობენ. ასეთი რამე არ დაგიმალავ და ავტობუსშიც მინახავს. არ ვამბობ რომ მე გამიკეთებია, მაგრამ მინახავს
ისე, ახალ უნარ ჩვევებში კი იყო შეტანილი ბილეთში სწორ პასუხად, როგორ უნდა შეინარჩუნო შენი ადგილი, რომელშიც ფული გაქვს გადახდილი მაგრამ რაღაც არ მახსოვს ჩვენს შორის აბიტურიენტები და მცირეწლოვნები, თუ არ ჩავთვლით კავკასიკას დაიკოს და გობე ჯუნიორს, რომლებსაც ვერც სალამს დაასწრებ, ვერც სკამიდან წამოდგომას და საერთოდ...
ეს აღვნიშნე, მეტი არაფერი. უბრალოდ მეგონა ასე იყო საქართველოში და თუ სხვანაირადაა სულ შემოგევლეთ.
დავიფიცები და დავიგინები, თუ ვინმემ ან სუფრაზე დაჯდომა დამასწროს ან მერე ჩემზე გემრიელად სვა-ჭამოს

მოვიდეს მერე ვინმე და მითხრას რამე. უცებ ვაქცევ მარინა ღუდუშაურის პაციენტად
მე ასე უფრო მაწყობს
როგორც იმერლები იტყვიან, თქვენ გაიხარეთ მაინც და მაინც...
