ძალიან გულზე მომხვდა ბოჭო შენი ეს პოსტი.და შეიძლება მე სულაც არ უნდა გპასუხობდე,მაგრამ. რადგან მეც იქ ვიყავი...როცა იცი რომ 52 ადამიანზეა მწვადი შეწვავ.Bocho wrote: არც ერთ კაცს(ტრადიციული გაგებით) და ქალს(ასევე) აზრადაც არ მოსვლია სუფრაზე დამჯდარიყოს, თავისი ძმაკაცი ან დაქალისთვის ადგილი დაეკავებინოს, დიდი ჭიქა შეევსოს და ქართული ტრადიციების სადღეგრძელო დაელიოს. ამაყად ედრღეგრძელებინოს იქვე ფეხზე მდგარი და თავისუფალი ადგილის მომლოდინე ქალები და ბავშვები და ოდნავი დისკომფორტიც არ ეგრძნოს. და ეს აქ ხდება პერმანენტულად.
აი ეს არის პრობლემა, ან იქნებ სულაც არ არის პრობლემა და არა ის, კარველები ფეხით ივრიან ბევრს თუ ჭიქით. ეს თუ მოგვარდა, დამიჯერეთ, მეორეხარისხოვანი იქნება, როდის ვისეირნოთ და როდის ვიქეიფოთ.
ეს იყო სულ რა...![]()
![]()
და როცა იცი რომ 30 კაცზეა შესაწვავი 52 ზე შეწვავ?ჰოდა როცა იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი აღმოჩნდა იმ დღეს"გარაჟებში" ვიდრე გათავალისწინებული იყო . ვიღაცა რესტორნის გარეშე დაბრუნდა თბილისში,ზოგიერთი მხოლოდ რესტორნისთვის ჩამოვიდა თბილისიდან.ასე რომ წინასწარ იმის გარკვევა რამდენ კაცზე უნდა შეუკვეთო ადგილი,ძალიან რთულია. ამიტომაც არ ეყო ყველას ადგილი. და რასაც შენ შეესწარი იყო სწორედ ის მომენტი როცა წინასწარ შეკვეთილი ხინკალი მოვიდა და არავინ გაციებას არ აცლიდა რა თქმა უნდა და ამ დროს შემოვიდა დანარჩენი ხალხიც. ვინც ჭამდა უკვე პირიდან უნდა გამოეღო?
ამდენ ხალხზე არ იყო შეკვეთილი და სულ ეგ იყო.გაიშალა მერე სუფრაც.ძალიან დამწყდა გული რომ წახვედი ..თურმე ,როგორ გაბრაზებულხარ..
რესტორნების მოყვარული არ ვარ მე და საერთოდ იმ ღრიანცელის მერე ორი დღე თავი მტკიოდა..მაგრამ..მაინც კაი დღე იყო..
კარავი აღარაა ის ვიწრო კუტოკი.ფორუმს ვგულისხმობ.თორე კუტოკები იყო და იქნება.რამეთუ ტყეში წასვლა ,ნამდვილად არ მინდა ისეთ ადამიანთან ერთად,რომელიც ბავშვით ხელში ტყეში მიმატოვებს და მეტყვის მე ჩემი ტემპი მაქვსო..
და საბოლოო ჯამში ნაწყენი აღმოჩნდება როცა ჩემი და ჩემი ბავშვის ტემპი გაცილებით სწრაფი აღმოჩნდება ვიდრე მისი.
ეს რაც შეეხება ტყეს ,თორე რესტორანში ჩახუტებას და სიამტკბილობას რა უნდა ,მანდ ყველა კანფეტკაა..
მაპატიე ბოჭო ,თუ რამე.ძალიან მიყვარხარ.და მეტკინა რომ გეწყინა .