ბევრი ვიცინეთ თუ ცოტა ვიცინეთ
(შატილი უკმაყოფილო დაგვრჩა... დაგვიწუნა ფოხანი)
9 საათზე ყველანი მაოს გამოკლებით (რადგან თავს არცისე კარგად გრძნობდა)
წავედით ბოდბეში
სასიამოვნო გზა იყო... ფეხისთვის და ღამისთვის ცოტა გრძელი .. მაგრამ ხიბლი ქონდა.
ნინოობას ტაძარში შევხვდით.. თუმცა ზარმაცები... ვისაც ადრე გვეძინებოდა ცოტა ადრე წამოვედით.. 1 საათის სხვაობით მეორე ჯგუფიც დაგვეწია.
მივედით სახლში და სად არის მაო?
არადა მისი განუყრელი სათვალე მაგიდაზე დევს
ვეძებეთ ოთახებში საბნების ქვეშ
საწოლების ქვეშ... აივანზე
მეორე სართულზე...
ვერ ვიპოვეთ.. სანამ გოგამ არ დარეკა და არ აღმოაჩინა რომ მაო თბილისში... უკვე საკუთარ სახლში იყო...
ღამე გვიან დავწექით... დილით ვინ გაცლიდა ძილს 9 საათზე ცოცხალი მაღვიძარა ყვირილით შემოგვივარდა...
რატომ მაინც და მაინც 9 საატი?
სამაგიეროდ ზვიომ ყავა გაგვიმზადა...
რაკაია ცხოვრება
და ნისლიანი და მოღუშული სიღნაღის მეორე დღეს აი ასეთი ხედი გაიშალა აივნიდან...
