karavi.ge + google earth

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 21 იან 2008, 10:31

ალბათ ყველას გამოგიყინებიათ ერთხელ მაინც Google Earth.
საკმაოდ მოხერხებული სისტემაა, უფასოა და ღიაა ყველასათვის გამოსაყენებლად.
მისი მთავარი პლიუსი არა ისაა რომ სატელიტური სურათებია შეყვანილი, არამედ ის რომ საერთო მედია ბიბლიოთეკების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
მე ბოლომდე არ გამირჩევია ყველა ინსტრუმენტი მარა ერთი რაც ცხადია, ჩემი აზრით საკმაოდ სასარგებლო იქნება თუ კარვლები გამოვიყენებთ ამ სისტემის შესაძლებლობებს.
მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ მარშუტის აღწერისას. ამისათვის ამ პროგრამის მენიუში - Places > My Places ვქმნით ფოლდერს და ვარქმევთ მაგალითად karavi.ge. შემდეგ ყოველი ახალი მგზავრობისას ვქმნით ახალ ფოლდერს შესამაბისი ლაშქრობის დასახელებით - მაგალითად qvabtaxevi-2008 და უკვე ამ ფოლდერში ვამატებთ მარშუტებს (Path), დანიშნულების ადგილებს (Placemark), სურათებს (Photo, შესაძლოა სურათები ცალკე ფოლდერში განთავსდეს)
ამის შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ ეს მთელი ინფორმაცია ფაილის სახით (Save As. ინახავას kmz გაფართოებით).
გაითვალისწინეთ რომ ინახება ასევე სურათებიც, ასე რომ თუ ბევრი სურათია, ფაილი ზომაში დიდი გამოვა.
ამის შემდეფ შეგვიძლია ეს ფაილი სადმე განვათავსოთ, რომ კარავი.გე-ს სხვა მომხმარებლებმა მოქაჩონ და დააიპორტონ თავიანთ Earth Google-ში. შედეგად ისინი ნახავენ თვქენს მიერ აღწერილ მარშუტს და სხვა ინფორმაციას.
თუ ასეთი მიდგომა საინტერესოა, ნელ-ნელა დამუშავება და დახვეწა შეიძლება.
აცხა ღორებო Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
karavi.ge + google earth

Post by N67 » 21 იან 2008, 12:22

პირველი შეხება ამ პროგრამასთან დაახლოებით 1 წლის წინ მქონდა.
მაშინ როგორც ასეთი პროგრამა არ იყო, იყო google.com ის ვებ-გაფართოება,
Flash-ით გაკეთებული და ერქვა google local

საქართველოს რუკები არცთუ ისე კაი მასშტაბის იყო.
მგონი გაზარდეს იმის მერე სურათების ზომა და რაოდენობა.

მარშრუტისთვის ალბათ უკვე კარგი იქნება :)
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 21 იან 2008, 22:24

მას მერე საკმაოდ განვითარდა ეს სისტემა.
ყოველ წელს ემატება ახალი შესაძლებლობები.
ვფიქრობ აუცილბელად უნდა გამოვიყენოთ.

ჭიათურა
Image
Image
აცხა ღორებო Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
karavi.ge + google earth

Post by Nika » 21 იან 2008, 23:00

N67
3 წელზე მეტია არის ეგ პროგრამა. შენ რასაც ამბობ ეგ ახლაცაა
http://maps.google.com

navigator
პრო ვერსია მაქვს მარა GPS ვერ შევაჯვარე :(
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 23 იან 2008, 13:50

შეჯვარება წარმატებით დასრულდა :D
მარა რაღაც ვატყობ არ სარგებლობს ეს იდეა პოპულარობით :)
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
karavi.ge + google earth

Post by ლეონტი » 23 იან 2008, 14:06

ეს იდეა პოპულარული მაშინ გახდება, როცა რიგითი მომხმარებელი აღმოთქვამს:
"უი რაკარგი ყოფილა, აქამდე სად ვიყავი?"
აქ უკვე გაიხსნა თემა , როგორ ჩავსვათ ფოტო ფორუმში.
დაწვრილებითი ინსტრუქციით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
karavi.ge + google earth

Post by Gvalva » 24 იან 2008, 14:27

navigator
გაიხარე!! ნამდვილი კარაველი ხარ!!

ძაან კარგი აზრია, მოდი უფრო დავხვეწოთ და განვახორციელოთ რა

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
karavi.ge + google earth

Post by kotetbeli » 24 იან 2008, 16:35

navigator
ძალიან კარგი აზრია! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 24 იან 2008, 18:00

Gvalva
აი ნიკამ ერთი სოფტი იპოვა რომელიც აკეთებს ასეთ რაღაცას - GPS-ის ლოგ ფაილს აკონვერტირებს ისეთ ფორმატში რომელიც ესმის Google Earth-ს (უფასო ვერსიასაც).
ეხლა გამოყენება - ძალიან მარტივად - მიდიხარ ლაშქრობაში, მიგაქვს GPS, როცა ბრუნდები სახლში, დააკონვერტირებ ლოგ ფაილს და მიაწოდებ დანარჩენ კარველებს (სადმე ატვირთავ და ისე). ყველა მსურველი მოქაჩავს ამ ფაილს და დააიმპორტებს Google Earth-ში. ამის მერე მას ექნება ამ ლაშქრობის ტრეკი საკუთარ კომპში.
თუ არა გვქავს GPS, მაშინ შეგვიძლია მიახლოებით დავხაზოთ გზა (პირდაპირ Google Earth-ში) და ისე მივაწოდოთ სხვებს. ასევე შეგვიძლია დავურთოთ სხვა მედია მასალა - სურათები, სტატიები (კარავის თემის ლინკის ჩათვლით) და ა.შ. ეს ყველაფერი შესაძლოა შეინახო და მიაწოდო სხვას.

შედეგად გვექნება რა - დავუშვათ ვგემავთ ახალ ლაშქრობას, ვიცით დაახლოებით გზა, ვნახავთ გუგლში ამ ადგილებს და ვნახავთ სხვა ლაშქრობები თუ იყო ამ მიმართულებით. თუ იყო, როდის იყო, და ა.შ. სრულყოფილ ინფოს მოვიპოვეთ ამ გზებზე და ლაშქრობებზე რაც გაადვილებს ახალი ლაშქრობის დაგეგმვას.

არის კიდე Google Community, რაც ცალკე თემაა. წესიერად ვერ გავარჩიე ეგ, მარა უკვე გარჩეული საშუალებების გამოყენება შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ.
აცხა ღორებო Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
karavi.ge + google earth

Post by gobe » 24 იან 2008, 19:18

navigator,
ბრავო!
მშვენიერი იდეაა!

:idea:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
karavi.ge + google earth

Post by Nika » 25 იან 2008, 14:12

navigator
განსაკუთრებით შთამბეჭდავია GPS-ის მუშაობის სიზუსტე. გენშტაბის რუკებთან შედარებით Google-ზე აბსოლუტურად იდეალურად ჯდება (თუ ცხადია თანამგზავრები არ დაკარგა).
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 25 იან 2008, 14:23

ვერ მოვიცალე, ხვალ დავდებ ქოზიფის მარშუტს და ნახეთ პრაქტიკაში როგორია.
აცხა ღორებო Image

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
karavi.ge + google earth

Post by Bocho » 26 იან 2008, 16:09

მაშ ასე... დავიწყე მარშრუტის დამუშავება...
კანდელაკის 3...............თაღლაურა................ :roll:
Анархия Мать Порядка

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
karavi.ge + google earth

Post by Bocho » 26 იან 2008, 16:12

რაღაც არ გამომდის მარტო. არ გინდათ იმ კვირის დასაწყისში ერთად განვახორციელოთ? :lol:
Анархия Мать Порядка

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
karavi.ge + google earth

Post by navigator » 26 იან 2008, 22:34

Bocho
:D

მოკლედ აგერ ქოზიფას ტრეკი, საცდელი ვარიანტია, არასრულად აღწერილი, უბრალოდ მოგალითისთვის.
მოქაჩეთ აქედან და გახსენით არქივი. თუ გაქვთ Google Earth დაინსტალირებული, ფაილი გაიხსნება ამ პროგრამაში და განყოფილებაში MyPlaces ავტომატურად დაემატება ქოზიფას მარშუტი, სურათები და სხვა.
როდესაც არ გინდათ ეს მასალა გამოჩნდეს, უბრალოდ უნდა გამორთოთ შეაბამისი ჩეკერი.
http://rapidshare.com/files/86826820/qozifa.zip.html
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]