საღამო კარგი გამოვიდა და მგონი ყველაზე ძალიან მე მიხაროდა!!
სწორედ ქარავანში იოკოსა და ხადაში რომ მისი მეგობარი გოგონები იყვნენ, იმათთან ერთად ვიყავი რატი ამაღლობელის საღამოზე და იქ დამებადა იდეა ასეთი საღამო გელა დაიაურისთვის, ხევსურეთში მცხოვრები პოეტისთვისაც რომ მოგვეწყო-მეთქი, დაველაპარაკე ლელა შუბითიძეს და უკვე ზაფხული ახლოვდებოდა და ვეღარ მოხერხდა, სამაგიეროდ გამოგვივიდა "ხევსურული საღამო მზიურში"!

, იქ ლელაც დავპატიჟე და უკვე გელას პოეზიით მოხიბლულმა მთხოვა გამაცანი, სექტემბერში აუცილებლად უნდა მოვიწვიოო, სექტემბერი რომ გავიდა მოვიკითხე, რა ქენი გელას საღამოზე მეთქი... და ბოლოს და ბოლოს როცა მოხერხდა იქნა
საღამო ხო კარგი გამოვიდა და ოჯახიც რა კარგი გამოსულა!!

უხდებიან ერთმანეთს ყველანაირად. პაატას ხომ საერთოდ ქება და ქება რომ ასე უდგას გელას მხარში!!
იმღერეთ და იბედნიერთ,
თქვენი ნინო კაკალაძე
P.შ. მე არ მინახავს გადაცემა, ტელეფონი გათიშული მქონდა გვიან რომ ჩავრთე პირველი სანდოსის მესიჯი იყო, ... კაკალაძე..., მეთკი ალბათ კეკელიძეზე დამინახა და არასწორედ აკრიფა, მერე მესიჯი გრძელდებოდა თუ გათხოვდი და გვარი შეიცვალე... რა მეთქი?? სულ დავიბენი. სანამ სანდოსი ჩემს მესიჯს მიიღებდა და მიპასუხებდა, დანარჩენმა მესიჯ-დარეკვებმა საქმის კურსში მომიყვანა

, არა, ჩემი გვარ სახელი ნინო კაკალაძედ როგორ მოესმათ ვერ მომიფიქრებია, მარა ყველაფერი ხერხდება ამ ქვეყანაში, მონდომება უნდა მარტო
გობე სპეციალური გაიხარე!! შენ
