კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 13 იან 2008, 21:00

გვერდზე თემაში ედელვაისებს ეძებენ ჰოდა ეს ლექსი მაგათ ეძღვნებათ :)


ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა,
ქალი რა არის,აკოცებ და გონიდან წაშლი,
გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა
და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.

ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი,
ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი, და...
ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი,
ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.

მე კი შენს თვალებს,ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს,
რა უნდა მომცენ,ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი,
გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს
და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.


ავტორი მანანა ფრუიძე "N A N K A"
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 16 იან 2008, 11:05

მაპატიე..


ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები,
ცრემლში დამებედა თეთრად დათენება,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.

ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ,
ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები,
მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია,
გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.

მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები,
ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია,
წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.

ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები,
შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.


თეკლე ბატონიშვილი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Toma » 16 იან 2008, 11:47

meore monadire
საოცარი ლექსია და თან უზომოდ სევდიანი :(



User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 18 იან 2008, 13:53

წადი, იარე, შენი სამზეო
ცივია როგორც თოვლი ტბათანის.
მე მელოდება ფხოვში პირიმზე,
თვალურჯი, როგორც ცა ბეთანიის.

მურღვა არდოტელი

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 18 იან 2008, 22:56

***

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო _ ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.

ზ. ბიბილაშვილი

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by TuTa » 21 იან 2008, 13:05

რა აღმოვაჩინე... :)

თუთა მთვარის ქვეშ, გემო დამიცხრა,
გემო ტკბილი და გემო მომჟავო,
ფერი იცვალა წელთააღრიცხვამ,
რომ უდროობა გადააჟამოს.

თუთა მთვარის ქვეშ ჩამონაღველი,
მოხატულობით ასომთავრული,
საჩრდილობელი მთიებთა მრევლის,
სპარსი სიცხეში ამოშანთული.

მთა გალუმპული სულმნათთა თქეშით,
პერსეპოლისში ოდეს ეწირნენ,
პერსეპოლისი, თუთებმა თქვეს იქ,
ოდეს ყოფილა სიკვდილთ მეწილე.

სტრიქონს მარჯვნიდან ედება აღთქმა,
მარცხნივ მაქცია წარწერას არჩევს, _
მზის დაბნელება პირველად დადგა,
დაე მეტყველი მდუმარე დარჩეს.

დაე მდუმარე მგალობელს ჰგავდეს,
დაე ამაღამ მთელი ცაც გაქრეს,
ძველი შელოცვა დაე აღსრულდეს,
ბრწყინავს ოქრო და ვერცხლიც ბრწყინავდეს.

თუთა და მთვარე, თუ მთა დამთავრდეს
აღმართის წვერზე და წვიმაც მიცხრა,
როცა დრო მოვა, თუთასთან დამრგე
და ფერს შეიცვლის წელთააღრიცხვა.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი


PS. ისე მთაც არის მოხსენებული :) :) :)

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 21 იან 2008, 17:38

მე გადმოვკიდე
ზავის ალამი
ჩემი ციხიდან
მაგრამ ... საითღა,
საით დაგიდგამს
შენი კარავი?
ისევ მზაკვრულად
ბრწყინავს მუშთარი
და ალ კამარი...
კვლავ განშორებას
თუ გვაუჭყებენ
მიღმურს იქიდან?
მე გადმოვკიდე
ზავის ალამი
ჩემი ციხიდან!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 22 იან 2008, 12:14

...მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!

რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს. ...

გ. საჯაია

ნაწყვეტი....
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 22 იან 2008, 12:27

და ესეც, სხვა თემაში დავდე და მომინდა აქაც :)

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.


ისევ საჯაია-გიო...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 23 იან 2008, 12:30

"გული მღელვარებს უცნაური რაღაცა ფიქრით,
გულს შიში იპყრობს და ღელავს მკერდი...
რაა ეს გრძნობა? სიყვარული?
საითკენ მივქრით?
არ გადვიჩეხოთ-არ გაწყრეს ღმერთი..."

:roll:

გალაკტიონი
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 იან 2008, 12:36

namcecuna wrote:...მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!

რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს. ...

გ. საჯაია

ნაწყვეტი....
:roll:
ხოოოო.... ოღონდ ანათემასა და შეჩვენებებს აღარ ვართ :!: :!: :!: :!:
ვსიოოოოოო.......
ეგენი აღარ :!:
კაი?
ჰა?
:)


იიიიმიტომ რომ
ორჯერ ორი თუ ოთხი,
შენჯერ მე, ჩვენ...
ვოოტ...


თოორემ იმასაც ამბობენ,
დღეს ორჯერ ორი,
რატომღაც ხუთიაო

და პირველი ამოირჩიე და ეგაა...
რაააევი... :roll:
ჯობია,
ობია,
ბია,
ია,

აააი იაა :roll:

ლა ლა ლააა

რა კარგ რაღაცეებს პოულობ-ხოლმე შენა? :D :D :D
ამას მოსწონს :)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 23 იან 2008, 12:38

სად ზღვის ჭავლებია ყვავილთა მთოველი
კვლავ ვხვდებით ერთმანეთს მე და ბეთხოვენი
ოცნება მგონია, სიზმარი მგონია
ქართული მოტივი, მეცხრე სიმფონია

გალაკტიონი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 23 იან 2008, 19:27

შენ ჩაგიხედავს კლდეების გულში?
აქ წმინდათწმიდა სანთელი კრთება...
შერწყმია ერთურთს ძალა, სიმშვიდე,
წარმავალობა და უკვდავება...
ჩაგუბებულა აქ დიდი სული,
თვისი სიმშვიდით რომ ჰგავს სერაფიმს
და საკმაოა, ცას შეუერთდეს,
რომ ნაცარტუტად აქცევს ყველაფერს!
არ ჩაგიხედავთ კლდეების გულში,
რა საიდუმლოს მალავს ფრიალო?
აქ სუნთქავს მიწა ვეება მკერდით,
არვის უჩვემებს თავის იარებს!...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]