ესე იგი, ჩემო კარგებო, სიღნაღში ღამისმთევლები 26-ში მიემგზავრებიან ხომ?
კარგი იქნება, რომ წასვლამდე 2-3 დღით ადრე ზუსტად ვიცოდე რამდენი ადამიანია დამრჩენი, რადგანაც შეიძლება 1 სახლში ვერ დაგვტიონ თუ ბევრი ვიქნებით.
გოგა, ის დიდი სახლი, რომელიც "პანჩო ვილასთან" ვნახე, 10 ლარად, აღმოჩნდა რომ არ თბება და ამოვარდა ვარაუდიდან. მაგრამ ეს არაფერი. დღეს გესთჰაუზებს ველაპარაკე. ერთი უბედურება გვჭირსო, ამ სიცივეებმა წყალი გაგვიყინა, თოვლს ვადნობთ გაზზე და სტუმრებთან სულ ბოდიშ-ბოდიშით ვართო. მაგრამ ნინოობამდე ალბათ დათბება და ამ ლამაზი ქალაქის ლაღი ვიზიტორი და მასპინძელი ერთნაირად გაიღიმებს. წასვლამდე რამოდენიმე დღით ადრე უნდა დავურეკო, ზუსტად რამდენი ვიქნებით და კვება გვინდა თუ არა.
ხო, სიღნაღის სამარშრუტო ტაქსებს რაც შეეხება, გადიან ნავთლუღიდან. პირველი რეისი დილის 9 საათზეა, თუმცა თუ მგზავრი არ არის მაშინ 11-ზე გადის. უკან წამომსვლელებიც, 4 საათზე ან 6 საათზე გამოდიან. ბილეთის ფასი 5 ლარი.
პ.ს. სიღნაღის მუზეუმის უნახაობა არ იქნების
