მობილმა დარეკა და მშვენიერი სიმღერა, "რა ლამაზი დღეა" შემომესმა
პანაშვიდზე ვიყავი და არც ისე ლამაზი დღე მქონდა მარა თავი პალტოში შევმალე რომ სიცილი ვერ შეემჩნიათ და გარეთ გამოვვარდი, საბედნიეროდ ეს ზარი ადრესატისგან არაფრის თქმას არ მოითხოვს, მხოლოდ უნდა მოუსმინო და მათი სიხარული გაიზიარო, რაც ჩემს შემთხვევაში ძალიან დროული გამოდგა
რადგანაც ვიცი რომ ვინც დარეკა იმასვე არ უნდა გადაურეკე, არ გიპასუხებს

, სხვებს გადავურეკე, პირველი ცდით ვერ გამოვიცანი, ჩვენ არ ვმღერივართო:), მეორე ცდით ვერ გამოვიცანი, ბოლოს ისევ მომღერლებთან გადავრეკე და კიდევ ერთხელ მოვისმინე რომ ლამაზი დღე იყო
ძალიან გამახარეთ, გაიხარეთ!! და ყოველთვის შეგეძლოთ თქვენი ჟრიამულის სხვაზე გადადება!!
