ქართულ ხმალზე...
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ქართულ ხმალზე...
ალბათ უმეტესობას ნანახი ექნება მეფე ერეკლე მეორეს ხმალი, რომელიც სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ქართულ ხმალს, შექმნიდან დღემდე, გარდა მცირედი სახესხვაობისა ცვლილება არ განუცდია და სრული თუ საბოლოო სახე მან მრავალი საუკუნის წინ მიიღო. ხმლების უამრავი ფორმა არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ქართული ხმალი სწორედ ისეთი იყო, როგორსაც მეფე ერეკლე და სხვა ქართველი მეფეები ატარებდნენ. ის კი არა, საქართველოში ნაპოვნი ბრინჯაოს ხმლებიც კი თვიანთი ორიგინალური ფორმით, დიდათ არ განსხვავდებიან ქართული ხმლის საბოლოო ფორმისაგან და მათ დღევანდელ ხმალთან ბევრი საერთო აქვთ. ქართული ხმლის ფორმა ერთ დღეში არავის მოუფიქრებია, არამედ ეს ხანგრძლივი პროცესი ემყარება მრავალწლიან დაკვირვებას თუ გამოცდილებას. ქართული ხმლის ბუნება, ფორმა თუ ხასიათი მისადაგებულია ქართველი კაცის მარჯვენასთან. სწორეთ ამიტომაც ქართულ ხმალს ანალოგი არა ჰყავს არსად მსოფლიოში და იგი შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ქართველს ეჭიროს, რომლის ხელშიც ხმალი პირველ რიგში ფარი იყო და შემდგომად ხმალი. თუკი სხვა, ბევრი ერისათვის ხმალი წარმოადგენდა თავდასხმის, ძარცვისა და ჟლეტვის იარაღს და უნდა აღინიშნოს რომ, მსოფლიოს ხალხთა უმეტესობას ხმალი სწორედ ამისათვის ესაჭიროებოდა, ქართველებისათვის იგი თავდაცვის იარაღი იყო ყოველთვის, ამავდროულად ქართულ ხმალს უნდა გაეძლო ათასი რჯულიანისა და ურჯულოთა შემოსევისათვის. თავისთავად ცხადია მომხვდური მტერი ეცდებოდა გამოეჭედა ქართულ ხმალზე უფრო მტკიცე და ბასრი ხმალი და ჭედავდა კიდევაც, მაგრამ ვერც რჯულიანმა და ვერც ურჯულომ ვერ მოახერხა, უთვალავი მცდელობის მიუხედავად მორეოდა ქართულ ხმალს, რადგან მათ ხმალს თუმცა კი ჰქონდა სიმტკიცე, ფორმა, ფხა და არც ურიგო ფოლადისაგან იყო ნაჭედი, მაგრამ აკლდა ის უმთავრესი რასაც სისწორე თუ სიმართლე ჰქვია. მახსენდება დიდი ილიას ერთი პატარა ლექსი:
“ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო
ადრე ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.”
დიდი ილია ამ პატარა ლექსში გადმოგვცემს იმას, რომ თუკი ფარს დროულად და მართებულად გამოიყენებ, იგი მოქნეულ ხმალს, ამ ბასრ იარაღსაც კი აჯობებს და გააცუდებს. მართალია, ბრძოლაზე თუ მიდგება საქმე ხმალი ხმლითავე უნდა იძლიოს, (როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ) და არა ხვეწნა მუდარითა და შენი ჭირიმეს ძახილით, (როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს) მაგრამ დიდი ილია შეფარვით სწორედ ქართულ ხმალზე გვესაუბრება თავის ლექსში, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, ქართველი კაცის ხელში ფარის დატვირთვას ატარებდა. მაშ ასე, ერთია ის, თუ რამდენად კარგად არის ნაჭედი ხმალი, და მეორეა ვის და რატომ უჭირავს იგი ხელში. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ხმლის ჭერას გარდა მისი ჭერის ცოდნისა, სიმართლე და რწმენაც უნდა. აბა ერთი წუთით დავაკვირდეთ წმინდა გიორგის ნებისმიერ ხატს, მართალია ზოგიერთ ხატზე წმ. გიორგი ლახვარით ან შუბით ხელშია გამოსახული, მაგრამ ამას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ დავინახავთ არა ძალით, არა ხმლით, არა ლახვარითა თუ სხვა იარაღით დამარცხებულს, არამედ რწმენით დამარცხებულ გველეშაპს. მართლაც და ხატებზე გამოსახულ წმინდა გიორგის არა აქვს მებრძოლი ადამიანის მარჯვენა, მიუხედავად იმისა რომ წმინდა გიორგი მართლაც უძლიერესი მეომარი იყო. ესე იგი ხმლის ჭერას და ბრძოლას, გარდა ვაჟკაცობისა, რწმენაც ესაჭიროება და თუკი ვაჟკაცი რწმენით აიღებდა ხმალს მარჯვენაში, მაშინ ვერანაირი მოსული რჯულიანი თუ ურჯულო ვერ დაუდგებოდა წინ. ალბათ სწორედ ამ მტკიცე სამეულს: ხმალს, რწმენასა და ვაჟკაცობას მიუძღვნა ეს პატარა ლექსი ერთმა უბრალო მოხევემ, რომელსაც ამ ზაფხულს შევხვდი ხევში, წელზე სატევარი ერტყა. თითო არაყი რომ გადავკარით სატევარი ამოიღო ქარქაშიდან და მეუბნება: ერთი ლექსი მომადგა გულზე და სანამ დამავიწყდა უნდა გითხრაო. გაოცებული შევყურებდი ამ მოხევეს და თან ვფიქრობდი, ამ ერთ წუთში ამ უბრალო კაცმა ესეთი ლექსი როგორ მოიფიქრა-მეთქი.
“შენ ჩემი თეთრო რკინაო
ფოლადო მაღლის მთისაო,
შენი ტანისა ზრიალი
ლურჯაის რაშის ხმისაო,
შენი ფხაისა ნაჭდევი
გულშიმც მანახვა მტრისაო,
ნუმც გეღალატოს გამიჭერ
თუ გწამავს მადლი ღვთისაო.”
თქვენი მონამორჩილი. მცხეთა 2008 წ

- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
ქართულ ხმალზე...
qvevri wrote: ერთი ლექსი მომადგა გულზე
“შენ ჩემი თეთრო რკინაო
ფოლადო მაღლის მთისაო,
შენი ტანისა ზრიალი
ლურჯაის რაშის ხმისაო,
შენი ფხაისა ნაჭდევი
გულშიმც მანახვა მტრისაო,
ნუმც გეღალატოს გამიჭერ
თუ გწამავს მადლი ღვთისაო.”

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
ქართულ ხმალზე...
ეს ლექსი მართლა ერთ წუთში მოიგონა იმ მოხევემ.
მიკლედ ვიციდი, რომ მოხევეები მაგრები იყვნენ, მაგრამ..... 

ქართულ ხმალზე...
ჰო დააა.. რაღა ბევრი გავაგრძელოთ მოდი ქართულ ხმალს გაუმარჯოს
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
ქართულ ხმალზე...
გაუმარჯოს, დ ერთხელ უფრო ვრცლად ვისაუბროდ ამ თემაზეMonadire wrote:ჰო დააა.. რაღა ბევრი გავაგრძელოთ მოდი ქართულ ხმალს გაუმარჯოს

ქართულ ხმალზე...
qvevri wrote:ეს ლექსი მართლა ერთ წუთში მოიგონა იმ მოხევემ.მიკლედ ვიციდი, რომ მოხევეები მაგრები იყვნენ, მაგრამ.....
ვერ მივხვდი დასასრულს.... მაგრამ ......

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
ქართულ ხმალზე...
გიო ხმალზე კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა თუ მოვასწარი ბოლომდე დაწერა 
ჩემს დიდ ბაბუას, ბექა ქისტაურსმ, გაუგია რომ ოსები დავითფერულს ყიდიდენ
(დავითფერული წესით უნდა იცოდეთ რა ხმალიც იყო ძველად)
7(!) ძროხად
ხოდა წაუსხავს საქონელი ბექას და წამოუღია ხმალი
ხმალს ვამბობ თორემ
მარტო პირი ყოფილა, არც ტარი, არც ქარქაში
ხოდა გაუდია მხარზე დავითფერული და ოაბიჯებს არაგვის ჭალაში ჟიპიტაურით შენამთვრალი ღულელი
გზად როშკიონი შემოჰყრია განთქმული ვაჟკაცი
სახელიანი...
ბექა გამოლაპარაკებია ძმობილს, ქინთიდან არაყი წამოუსხამთ და ხმლის დალოცვისას ბექას უთქვამს:
ამ სახელიან ხმალს შენზე სახელიანს ვის დავკრავო და
უფეთქვია თავში თანამეინახესთვის
ის ხმალი ვერ შემოინახა მგონი რუსები რომ შევიდნენ აჯანყების დროს მაშინ წაართვეს
იმ ხმლის ქარქაში ქარქაში კი გვიანობამდე ინახებოდა

რა გამახსენდა და...
პატარა კახი იტყოდა თურმე (კარაველი არ გეგონოთ, ნიკი არაა, ერეკლე მეორეს ვგულისხმობ, ისე კი კარგად დადიოდა ლაშქრობებში, მაგარი მოლაშქრე იყო)
ხმალი თუ გაგიტყდა, ერთი ნაბიჯი გადადგი წინ და დაგრძელდებაო ისევო...
ნ------------------------------------------
ვეთანხმები, ვეთანხმები, ყველას ვეთანხმები !!!

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქართულ ხმალზე...
meore monadire
ისტორია საინტერესოა, მაგრამ ძმობილი რომ ასე გაიმეტა, გამიკვირდა
... გადარჩა, თუ არა?

ისტორია საინტერესოა, მაგრამ ძმობილი რომ ასე გაიმეტა, გამიკვირდა

ქართულ ხმალზე...
არ ვიცი მაგის დასასრული, მაგრამ გეტყვი, რომ რა თქმა უნდა გადარჩა.Mta Mkvarebia wrote:meore monadire
![]()
ისტორია საინტერესოა, მაგრამ ძმობილი რომ ასე გაიმეტა, გამიკვირდა... გადარჩა, თუ არა?

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
ქართულ ხმალზე...
დახკეჭნეთ ვაჟებო
ეგრეც ვიცოდი რომ გადარჩებოდა. 

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
ქართულ ხმალზე...
qvevri
გიო ეს სურატი მგონი გორის მუზეუმშია გადაღებული
ეგეთია იქაც სწორედ
ხოდა შემომწირველად აწერია ბაძია ფიცხელაური ჩემი პაპა
გიო ეს სურატი მგონი გორის მუზეუმშია გადაღებული
ეგეთია იქაც სწორედ
ხოდა შემომწირველად აწერია ბაძია ფიცხელაური ჩემი პაპა