ჰო, დამავიწყდა დამეწერა, გობემ რომ ფანჯრიდან გამოიხედა, გადმოგვძახა, ყველანი ამოდითო, მაგრამ არ დავუჯერეთ და წასასვლელად მოვემზადეთ. მერე ილიასთან და ლელასთან შეხვედრის შემდეგ გოგა გვეუბნება, გობე რეკავს, კატეგორიულად ითხოვს, ავიდეთო. საკმაო ხანს ვიყოყმანეთ, თან გვიანია, გვეჩქარება, თან ამდენი ხალხი სად გინდა, ახვიდეთ?! მაკენა და ნამცეცუნა წავიდნენ, ძალიან გვეჩქარებაო, ზოგმა გადაწყვიტა, მცირე ხნით ასვლა, მე და თიკომ კი ასვლა, მილოცვა და მაშინვე უკან დაბრუნება

, კარი გაგვიღო თუ არა გობემ, მაშინვე "რა ლამაზი დღეა" ვუმღერეთ, ისიც არ დაიბნა, ალბათ მომზადებული ჰქონდა და ხურდები ჩაგვიყარა ხელში
შევედით და რას ვხედავთ, სავსეა იქაურობა "მხრცოვანი" კარველებით: ბოჭო, ლამა, თომა, კოტეტბელი, ჭუნა. ჩილიმ-ბარიდან გამოპარული მაოც იქაა. ატყდა ხვევნა-კოცნა, მილოცვა. მე და თიკომ დრო ვიხელთეთ და მისალმებისა და მილოცვის შემდეგ, დამშვიდობებაზე გადავედით. არ გვიშვებდნენ მაგრამ გამოვიპარეთ

... თუმცა მოვასწარით და თიკოს გობეს ტანკლი-ტუნკლებთან სურათი გადავუღე
