სრულიად გათოშილი ვბრუნდებით სახლში, გრძელ სუფრას სანამ მივუსხდებით საჩუქრების დარიგება იწყება, პატარა ტომრებიდან ყველა თავად იღებს თავის წილ პატარა ზეიმს...
ასე დაბინავდნენ ჩემს ოთახში ანგოლოზი-ვიოლინოთი ხელში, ორი პატარა სანთელი, ორი ნაცრისფერი თაგვი, შოკოლადი, კოკოს ხელით დამზადებული თექის ნახევარმთვარე, ბაცი მწვანე ფურცელი ძვირფასი წარწერით... და ვერ დაბინავდა ერთ-ერთი პრიზი, რომელიც ნაცრისფერმა თაგუნიამ "მომაგებინა"-ხილით მორთული ტორტი, ძალიან გემრიელი და ლამაზი
მხიარულება გრძელდება და გრძელდება და გრძელდება...
შედარებIთ დიდ ოთახში გადანაცვლებული მოცეკვავეები დრო და დრო გვიერთდებიან, მე კი, ემოციებითა და განვლილი დღეებით დაღლილს, ცეკვის სურვილი არ მაქვს და უფრო კარგად თავს ქვევრის საოცრად საინტერესო სადღეგრძელოების და საუბრის მოსმენისას ვგრძნობ... თან ვხვდები, ბევრ იქ მყოფ ადამიანს უკვე ეჭვი ეპარება, რომ მე საერთოდ ვმეტყველებ
ასეთ დროს მოსმენა დიდი ნეტარება, მოსმენა ქვევრის...
