მოკლედ მთელი ზარ-ზეიმით ჩავსვით ზვიო და ტრულალა მინიბუსში გაკვირვებულ მგზავრებთან და გზა დავულოცეთ... მერე ნაწილი ისევ მაკენას ჯიპში ჩალაგდა ფენა-ფენად, ნაწილი ფეხით გაემართა სახლისკენ. მე გოგა, ლეგენდა და კორტი კი მარკეტისკენ გავემართეთ საყიდლებისათვის, მათ შორის ფეიერვერკებისთვის, რომელიც ყველაზე მოხმარებადი საგანი იყო ჩვენთვის, რადგან ხშირად გვიწევდა კარველი "სტუმრების" მიღება-გაცილება
გზად იმპროვიზებულად სურათი გადავიღეთ, რომელსაც ჰქვია: "ხმლით ხელში სამშობლოს დასაცავად"
მარკეტამდე სანამ მივიდოდით ლეგენდა და გოგა შეკამათდნენ და მერე დანიძლავდნენ, მაღაზიის მეპატრონის სახელი რომელს ახსოვდა სწორად... ამ სურათს ჰქვია: "გივი თუ გოგი"...
ორივე მართალი აღმოჩნდა, მაღაზიას ორი მეპატრონე ჰყავდა: გივი და გოგი.

შედეგად ორი ფეიერვერკით (ერთის ნაცვლად) გამოვემართეთ შინისკენ.
გზად თოვლის ბაბუა შეგვხვდა: "აქ სადღაც მამაცი და კეთილი კარველები ცხოვრობენ და გზას ვერ მომასწავლითო?!", რა თქმა უნდა, თან წამოვიყვანეთ...
