საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
tatunia
ბოდიალა
Posts: 174
Joined: 23 მაი 2007, 17:34
Location: Tbilisi
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by tatunia » 07 იან 2008, 20:23

ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!:)


დღეს ჩემი პირველი ალილო იყო, ყველაზე ლამაზი, მასშტაბური და დასამახსოვრებელი:))

განსაკუთრებით გამიხარდა თქვენი ნახვა და გაცნობა კარაველლო გოგონებო: ნაია, მთა მყვარებია, შატილის ასული, თუ ვინმე გამომრჩა მაპატიოს.


პაატა იქნებ გადმომიგზავნო გეტაყვა ფოტო გოგლიკოსთან გადაგებული.
მემგონი გოგონებმაც გადაგვიგეს მობილურით. მოკლედ რომელ ობიექტივშიდაც მოვხვდი გადმომიგზავნეთ ამ მისამართზე tato72@mail.ru

წინასწარ გიხდით მადლობას. იმედია კიდევ შევხვდებით:)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by namcecuna » 08 იან 2008, 12:11

igdrasilis-kata wrote:paata_

ისა და რა მაინტერესებს, მომავალ წელს 2 წლის ბავშვის საალილოე სტიქარი სად ვიშოვო? წელს ვერა და მომავალ წელს შევუერთდებით კარველებს ალილოზე :)
მომავალი წლის ალილომდე დამიკავშირდი და 2 წლის ბავშვის სტიქარს ;)

ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!

იესო დაბადებულა აალილოო!!!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by namcecuna » 08 იან 2008, 12:15

ულამაზესი ალილო გვქონდა, პატარა ანგელოზებით, მწყემსებით, მოგვებით, ჩოხოსნებით, ცხენებშებმული ეტლით, ფრიალა ბაირაღებით, სპილოებით, აქლემებით და აღმოსავლური მსვლელობით... და ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ტკბილი გალობით: იესო დაბადებულა ა-ლი-ლო....

2 სთ. -ზე ცოტა გვიან დაიწყო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან...

სტიქრებში შემოსილი თეთრქუდიანი და თავზე ვაზის ფოთლებშემოხვეული პატარა ანგელოზები გალობის თანხლებით მიუძღოდნენ წინ მსვლელობას, უზარმაზარი შობის ხატს მოაბრძანებდნენ სტიქაროსნები, მეუფე დანიელი და და მეუფე ნიკოლოზი მიჰყვებოდნენ ხატს უკან, დიაკვნები საკმეველს აკმევდნენ, სამღვდელოების წარმომადგენლები მსვლელობის ფეხდაფეხ მოაბიჯებდნენ შობის მადლით გაბრწყინებულები...

თეთრ, ჯვრიან სტიქრებში შემოსილი ახალგაზრდები მისალოცებს არიგებდნენ მეალილეებს შეერთებულ მოსახლეობაში, გახარებული ხალხი სიყვარულით სავსე თვალებით აცილებდა, ზოგიც უერთდებოდა მსვლელობას... ხარებშებმულ ურმებზე შესაწირი გროვდებოდა, ვისაც რა შეეძლო უშურველად გასცემდა -მიუსაფარი ბავშვებისთვის მზადეებოდა საშობაო სიხარული...

მთელი რუსთაველის გამზირი სიმღერად და გალობად, საკმევლის საამო სურნელად და სიყვარულით ანთებულ გულებად გადაიქცა თითქოს, არა მარტო რუსთაველის გამზირი, ყველგან, სადაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა შობას ზეიმობდა-მოეფინა შობის მადლი...

საპატიარქოსკენ მეალილეთა ერთი ჯგუფი-პატარა ანგელოზები შავთელის ქუჩით გაემართნენ, უწმინდესმა გულში ჩაიხუტა ბავშვები, სიყვარულით შესცქეროდა მათ ანთებულ თვალებს... დალოცა გულით...

სამებისკენ მიმავალ გზაზე მზემ გამოანათა და თქვენთან ვარო, თქვენმა ლოცვამ და ერთიანობამ მომაშორაო გაყინული ღრუბლებიო, უნდა მოგეფეროთო და გაგითბოთ გათოშილი თითებიო, უნდა მოგიალერსოთო... ბაირაღებს აფრიალებდა ქარი, ცისფერი ცის ფონზე თეთრი, ჯვრიანი ბაირაღები და წმ. გიორგის ხატი საოცარ კომპოზიციას ქმნიდნენ...

სამების კარიბჭეში მელაილეთა პირველი ჯგუფი გამოჩნდა, ანგელოზები, მწყემსები და მებაირაღეები კიბეებისკენ მოემართებოდნენ... ზარები რეკდნენ, უწმიდესიც შემობრძანდა ტაძარში და კიდევ ერთხელ დალოცა მრევლი... კიდევ ერთხელ აღესრულა უფლისადმი სავედრებელი ლოცვა...

შეგეწიოთ შობის მადლი!
ჩვენთან არს ღმერთი!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by likakoo » 08 იან 2008, 13:07

გილოცავთ, ჩემო კარგებო, უფლის მადლი გვფარავდეთ!!!!!!

მიხარია, რომ "ალილოს" ამ ლამაზ ტრადიციას თქვენსც შეურეთდით :)


ეხლა გამახსენდა ტიმოთეს უბანში ბერთან ერთად, რომ ვიგალობეთ:


ოცდახუთსა დეკემბერსა ალილოო,

ქრისტე იშვა ბეთლემსაო ალილოო,

ანგელოზთა გუნდი გალობს ალილოო,

იესო დაბადებულა ალილოო....


გილოცავთ, გილოცავთ და გვახსოვდეს, რომ ქრისტეა ჩვენ შორის!!!

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by koko255 » 08 იან 2008, 13:53

ლიკაკო შენი ტექსტი სულ სიმღერ-სიმღერით წავიკითხე, (რა კარგად გამოგვდის მე და შენ სიმღერა?) შეგვეწიოს ტიმოთეს უბანში გალობა და ,,ალილოობაზე" ჩვენი წვლილიც.

გუშინდელი დღე დიდი რწმენით და მადლით სავსე იყო ყველა ქრისტიანისთვის.
გილოცავთ კიდევ ერთხელ. :)

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by koko255 » 08 იან 2008, 14:09

ალილოოოოოოოო, ალილოოოოოოო შობა თენდებააააა,
სიყვარული და სიკეთე დაგვებედებაააააააა,
ციდან მუდამ იღვენთება ტკბილი გალობაააააა,
არასოდეს მოგვკლებოდეს ღმერთის წყალობააააააააა.

გუშინდელი ,,ალილოობა" ძალიან ამღელვებელი, მადლიანი და შთამბეჭდავი იყო. თითოეული მონაწილე რწმენის დიდებით მიუყვებოდა სადღესასწაულო პროცესიას. შობის ბრწყიბვალე დღესასწაულის კულმინაცია, სწორედ სამების საკათედრო ტაძარში მისვლა და პატრიარქის დალოცვა იყო.

სანახაობა, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანში გაიმართა( ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე) მართლაც ამაღელვებელი იყო და ყველა ქრისტიანისთვის სასურველი მსვლელობა, უფალთან მიახლობა, ხელგაშლილობა, გაჭირვებულთა წყალობა და გულიდან ამომავალი გალობა.

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by likakoo » 08 იან 2008, 14:31

koko255
ეჰ, კოკოითო გუშინ თქვენთან , რომ ვყოფილიყავით, ხომ ვიგალობებდით კიდევ ერთხელ:) :wink: :)

ტელევიზორით გადევნებდით თვალს, კარგია, ღვთის გზაზე სეიარული!!!

კიდევ გილოცავთ უფლის შობას ხალხოო!!!!!!!

ძალიან, ძალიან მიყვარხართ!!!!!

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by koko255 » 08 იან 2008, 14:33

უჩვეულოდ გალამაზებულიყო თბილისის უბნები, ქრისტეს შობას ზეიმობდა. პატარა ანგელოზები ყვავილის გვირგვინებითა და თეთრი სამოსით თეთრად გადაპენტილ არემარეს ბუნებრივად შეხამებოდა, მათ უკან სტიქაროსნები ხუთჯვრიანი დროშებით ულამაზებდნენ ფონს.
სხვა საუკუნეში გეგონებოდათ თავი, როდესაც ხვავითა და შესაწირით დატვირთულ ხარ-კამეჩს შეავლებდით თვალს. გზადაგზა მომლოცვენნი კალათებს აწვდიდნენ ხილითა და ტკბილეულით სავსეს. ხარ-კამეჩი მწყემსის გარეშე ვის გაუგონია, ხოდა ფაფახებითა და მხარზე გადებული ჯოხებით მწყემსებიც მიუყვებოდნენ წმინდა ადგილისკენ მიმავალ შარას. მათ უკან მოგვები შეკრებილიყვნენ, რომელნიც ულამაზესი აქსესუარებით შემკობილ სპილოებს, კუს, ჟირაფს, სირაქლემას ფრიალ-ფრიალა ბაირაღებითა და აზიური მზერით დინჯი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ და გადმოგძახოდნენ გილოცავთ, გილოცავთ ქრისტეს დაბადებასაო. ა
სეთი სანახაობა გალობის გარეშე წარმოუდგენელიც იქნებოდა , ხოდა ალილოს გალობა უფრო ატკბობდა და აღვივებდა ქრისტიანთა რწმენას და დღეობას. გზად მიმავალი მომლოცველნიც გალობდნენ და უაერთდებოდნენ საერთო მხიარულებას.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by namcecuna » 08 იან 2008, 14:37

likakoo wrote:koko255


ტელევიზორით გადევნებდით თვალს, კარგია, ღვთის გზაზე სეიარული!!!



ძალიან, ძალიან მიყვარხართ!!!!!
თვალს თუ გავდევნებდი ვერ დამინახე? :oops:

თურმე "მზე"-ში თუ ზე ვყოფილვარ ჩემი ფოტოაპარატით :oops:

აკლდი ალილოს :shock:

:კისს:
წამო, ზღაპარში ...
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 იან 2008, 14:39

ულამაზესი საალილო მსვლელობით გაოგნებული დავრჩი.
რაღაც დეტალები აზიური ზეიმებიდან, განსაკუთრებით კი ინდური მსვლელობებიდან მეცნო.

საოცარი და კეთილი ალილო გვქონდა. ყველა ურემი დაიტვირთა ძღვენით, ყველა ყულაბა აივსო შესაწირი ფულით.
რამდენი გაჭირვებული გაიხარებს.

მკდ, ერთი კგ რეპორტაჟი გამოვიდა. ნაწილს სიამოვნებით დავდებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by likakoo » 08 იან 2008, 14:46

namcecuna

მზიდან ჩემი ძმა იყო დაგაღებაზე:) აუ, რამდენი ვიცინე მან დაგაფიქსირაა!!!
:wink: :D :wink:
ასეა, მონატრებული ხალხის ნახვაში ისიც მეხმარებაა:):):):):)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 იან 2008, 14:49

მოდერატორებო, ბატონო ადმინ,

ეგებ ალილოს თემა "სამომავლო გეგმებიდან" შესაბამის თემაში გადაიტანოთ. მაგალითად - "სხვა და სხვაში"

ახალი თემის გახსნას აზრი აღარ აქვს და ალილოს შთაბეჭდილებებსა და ფოტოებს ამავე თემაშივე დავდებდით.

გმადლობთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by namcecuna » 08 იან 2008, 14:54

likakoo

:D:D:D:D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by koko255 » 08 იან 2008, 15:08

რიგ-რიგად დაწყობილ ზეიმის მონაწილეებს , ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ჩოხოსნები ღირსეულად უბამდნენ მხარს. ერთდროულად ნახავდით აჭარელს, ხევსურს, ფშავს, ქართლელს და კახელს ჩოხებით მორთულსა და მოკაზმულებს.
სასიამოვნო საკმევლის სურნელს აკმევდნენ დიაკვნები და მეუფეების წინამძღოლობით ქრისტეშობის ხატს მოაბრძანებდნენ, რომელიც შემდგომ სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.
სტიქაროსნები გზადაგზა შობას გვილოცავდნენ და მისალოც ბარათებს გვჩუქნიდნენ ცალ მხარეს შობის სცენა იყო მოხატული და მეორე მხარეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა დაბეჭდილი.
მილოცვები, ტკიბილი გალობა და ლოცვა საღამომდე გაგრძელდა.
ქრისტე იშვა ბეთლემსაო ალილოოოოოოოოოოო

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
საშობაო ალილო 2008 წლის თბილისში

Post by shatilis asuli » 08 იან 2008, 15:15

GAMARJOBA SAKARTVELO
ვუერთდები გამარჯობას თხოვნას! ისეთი ალილო იყო, რომ ეს თემა ღისეულად გაშუქებას ითხოვს!
Just Do It!

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]