თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 01 დეკ 2005, 13:18

გახარებული ვარ მე ამ ყველა ინფორმაციით Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 01 დეკ 2005, 14:26

შენაქოზე ჩემი მწირი ინფორმაციითაც, ეგაა.სადღაც მანდვე უნდა იყოს ის წასნეც და, ალბათ, ნივრეც, რადგან შენაქოდან ჩიღოსკენ მიმავალი გზა სწორედ მაგ გორის იქითა მხრიდან გადის. ჩიღოც (პირიქითის სოფელია) ძალიან ლამაზია, მაგრამ მისი გადაღება ვერ მოვახერხე.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 01 დეკ 2005, 14:33

guruli
ჰეღოში თუ იყავით????? :) :) :) :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 01 დეკ 2005, 14:45

სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ასვლა. არადა, ისე მინდოდა, ერთხელ ერთ ჩემსავით თავგადაკლულ მოგზაურთან ერთად ომალოდან ფეხითაც დავადექი გზას, მაგრამ... სამაგიეროდ, მაგ სოფლის დაცემის ისტორია ვიცი, მაგრამ სასაცილო რაა, ვერ ვხვდები.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 01 დეკ 2005, 15:05

guruli
არა უბრალოდ ამ ღიმილით მე ჩემი კეთილგანწყობის დაფიქსირება მინდოდა :) :) :) :) :) :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 01 დეკ 2005, 15:23

ჰეღოში თუ ყოფილხარ, ესე იგი, მთელი პირიქითი მოგივლია. იმედია, ამ ზაფხულს მეც მოვივლი მაგ ადგილებს.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 01 დეკ 2005, 15:37

guruli
ჰეღო ძააან მაგარია. ხო იცი ვაჟას ლექსი "ბაკური"??? მანდ არის მაგრად აღწერილი მანდ მომხდარი ამბები
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 01 დეკ 2005, 16:00

guruli ისე გაიგარე ,როგორც მე გამახარე ეხლა :) :) მაგრად ვისიამოვნე,მაგრამ აქედან არც ისეთი საშიში მომეჩვენა ეგ გზები,უფრო საშინლად წარმომედგინა და ალბათ იმიტომ....... :wink: :wink: :wink:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 01 დეკ 2005, 16:29

guruli
გაიხარე რაააა,კაცი ხარ კაცური
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 01 დეკ 2005, 16:46

guruli
მადლობა მეგობარო :wink: :wink: ცხენზე ჯირითის სწავლის დიდი სურვილი მაქვს,მაგრამ ჩვენს იპოდრომზე რომელი ცხენი გაჯირითებს,აქეთ გთხოვენ მიწოლას :lol: :lol: :lol:ისე ჩემთან,დაჩაზე კი ვწვალობდი რაღაცას,მაგრამ არ გამომდიოდა....მეშინოდა,მაგრამ წელს, იმხელა სურვილი მაქვს თუშეთში მოგზაურობის,რომ მემგონი სულაც ცხენით წავალ :D :D :D

სხვათაშორის ვგიჟდები ეგეთ მამალ ქალებზე :wink: :wink: :wink:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 01 დეკ 2005, 16:51

guruli
აუ წელს თუ აპირებ წასვლას არ გამომტოვორააააააააააააააააააააააა :roll: :roll: :roll:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 01 დეკ 2005, 18:27

lama
მე უფრო სხვა ლეგენდა ვიცი. თუ თავს არ შეგაწყენთ, იმასაც მოვყვები. ოღონდ დეტალებში არ ვიცი, როდის აუკლიათ ეს სოფელი.
ჰეღო კარგად გამაგრებული სოფელი ყოფილა, მაღალი და დიდი გალავანით გარშემორტყმული, რომლის ასაშენებლადაც საგანგებოდ მოუწვევიათ განთქმული ლეკი ოსტატები.
ლეკები რომ დაცემიან, ბუნებრივია, მთელი სოფელი გალავანში შეკეტილა, იმათაც ალყა დაურტყამთ, მაგრამ ვერაფერი დაუკლიათ. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ალყა, არ ვიცი, მაგრამ ბოლოს ლეკებს, სხვა საშველი რომ არ ჰქონდათ, წასულან და ის ლეკი კალატოზები მოუძებნიათ, ასეთი რა ააშენეთ, რომ არ ინგრევა, ეგებ გვასწავლოთ, როგორ მივუდგეთო. იმათ თავიდან შორს დაუჭერიათ, ფიცი დავდეთ და მაგ საიდუმლოს ვერ გავამხელთო. დიდი გაწევ-გამოწევების და მოციქულობის მერე მოლებს ფიცის ახსნის რიტუალი (მთაში ეგეთი რამე რომ იცოდნენ, მანამდეც გამეგონა) ჩაუტარებიათ და იმათაც უსწავლებიათ - მთავარი კარის პირდაპირ მთაზე ადით და კარის გაყოლებაზე, კედელში თეთრ ქვას დაინახავთ. აი, იმას თუ გამოაგდებთ, გალავანი თავისუფლად ჩამოიშლებაო. აბა, ამის შემდეგ ციხის აღებას რა უნდოდა და ასე აუკლიათ ჰეღო. შესაძლოა, ბაკურის ამბავი მაგ ტრაგედიის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ერთი კონკრეტული შემთხვევა, მთლიანი ისტორია კი ეს ყოფილა.
არ გეგონოთ, ეს ლეგენდა ან დიკლოს აღებისა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს! ჯერ ერთი, ამათ ნებისმიერი მოზრდილი თუში მოგიყვებათ - განსაკუთრებით დიკლოსას, რომელიც უფრო ახალია და ეგეც არ იყოს, ტყვედ წაყვანილთა შთამომავლები დღემდე ეკონტაქტებიან ნათესავებს დიკლოში, მაგრამ ეგ ამბები ომალოში ერთმა განათლებულმა კაცმა - ნუგზარ იდოიძემაც მითხრა. შესაძლოა, იცით კიდეც ეს კაცი - ისტორიკოსია და დისერტაციაც გამზადებული ჰქონია, მაგრამ ომალოში ცხოვრობს და მაგის სადევარად ვერ იცლის. ალბათ, ომალოს მუზეუმიც გაგიგონიათ - აი, სწორედ მაგ კაცმა გააკეთა თავის სახლში. თურმე, ორი წელიწადი სოფელ-სოფელ დადიოდა და ნივთებს აგროვებდა. კესელოს ციხეების აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორიც ეგაა. ცხადია, თუშეთის ისტორია ზეპირად იცის. თან, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და გირჩევთ, ომალოში ასვლისას ინახულოთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
მგონი, მაგან დიკლოს ციხის აღებაზე ესეც მითხრა, შირაქში ლეკთა დაცემის ამბავი დაგვიანებით ჩავიდაო. მერე, სანამ იმ ზამთარში ამოაღწიეს, გვიანი იყოო. თუ არ ვცდები, სწორედ დიკლოელთა მაგ გაცოფებულ რაზმს დაუმარცხებია შენაქოსთან (პოლიციელთა დახმარებით) ლეკები. თუმცა მაინც გაუგებარია, სხვა სოფლებიდან რატომ არ მიეხმარნენ ამათ. ლეკებმა დიკლოს მერე ხომ შენაქოზეც გაილაშქრეს და იქაც თუ გაუვიდოდათ, სხვებზეც გაიწევდნენ.
ისე, თეთრი ლაქები ჰეღოს ციხის აღების ამბავშიცაა. მაგალითად, რატომ მოიწვიეს გალავანის ასაშენებლად ლეკები, ან ამათაც რატომ არ დაეხმარნენ სხვა სოფლებიდან? ჰეღო იმ შემოსევის მერე დაცლილა. მათ ტყე ისედაც ძალიან შორს ჰქონიათ, რითაც იქაურები ისეც შეწუხებულნი ყოფილან და ჭეშოში ჩამოსახლებულან.
აი, ეს ვიცი ჰეღოს შესახებ. ამბობენ, მაქედან ჩეჩნების სოფლები ახლოაო. თავად სოფლები არა, მაგრამ სათიბები ჩანსო.
Last edited by guruli on 17 იან 2007, 15:00, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 01 დეკ 2005, 18:49

amuri
ნივებით წასვლა მართლაც არა იმდენად საშიში, ცხენებს კი არა მხოლოდ მამალი ქალები დააჯირითებენ, არამედ - ნაზი და სიფრიფანა გოგოებიც. თან, ძალიან სერიოზული და კუშტი, საქმიანი სახეებით რომ დააჭენებენ :P ზუსტად ერთი საუკუნის წინ ცხენის ტარება გურიაშიც ყველა ქალმა იცოდა, მაგრამ ახლა ასეთი მთის შორეულ სოფლებშიც კი, სადაც ცხენმა ისევ შეინარჩუნა ადრინდელი დატვირთვა, აქა-იქ გამოერევა და იმათაც კიცხავენ. ცხენზე ჯდომა ქალისთვის უკვე საძრახისი საქციელია.
თუშებში და მთიელებში პირიქითაა. ამათთან ცხენი ბევრგან დღესაც შეუცვლელია. ზოგ სოფელში - იგივე საბუე, გოგრულთა, მგონი, ვესტომთა. ვესტმო, საჩიღოლოც - მანქანა დღესაც არ შედის და იქ ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება ცხენია. თუშებისთვის ცხენი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიკვირდა კიდეც, უფრო ცხვარს რატო აფასებენ-მეთქი. ცხვარი მათთვის შეუცვლელია, როგორც საარსებო წყარო და საკმაოდ სოლიდური შემოსავლის წყარო, მაგრამ ცხენზე მათი სიცოცხლეა დამოკიდებული - იმ თვალჩაუდგამ ქარაფებში და საცალფეხო ბილიკებზე ცხენს ერთი თუ დაუცდა ფეხი, მორჩა, დამთავრდა სიცოცხლე... თუშები ასეთი ტრაგედიის ადგილებში ქვისგან აგებულ დაახლოებით ერთ მეტრიან ბოძებს - დოგებს დგამენ. მთელი თუშეთი მოფენილია ასეთი დოგებით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 01 დეკ 2005, 19:08

amuri
სხვათაშორის ვგიჟდები ეგეთ მამალ ქალებზე
შესწორებად არ მიიღო, მაგრამ მე ეგეთებს ვაჟკაცურ ქალებს ვუწოდებდი. ამათ იმდენად არა, მაგრამ მაგათმა წინაპარმა ქალებმა იარაღის გამოყენებაც ჩინებულად იცოდნენ და მტრისგან თავის დაცვაც შეეძლოთ.
წასვლას მართლა არ გამოგაპარებ, მაგრამ აქაური ჯგუფი თუ წავალთ, აჯობებს. ზვიოსი არ იყოს, ამ სირისტიანი თბილისელების :lol: ხვეწნა-მუდარა, არიქა, ადექით და წავიდეთო, უკვე აღარ შემიძლია. იქ ძირითადად ბიძაშვილის შვილებთან და მათ მეგორებთან ერთად მიწევდა ასვლა. საღამოს, მეორე დღის სალაშქრო გეგმების შედგენისას, ყველა წინამზროლი იყო, მაგრამ დილით მაგარი ბიჭობა მჭირდებოდა 11 საათზე მაინც ლოგინებიდან წამოსაყრელად ... მერე, როდის წყაროზე გაიპრანჭებოდნენ, როდის ქოჩორს გადაივარცხნიდნენ, როდის ისაუზმებდნენ... მეორედ ყოფნისას ნაწილი მეზობელთან იძინებდა სახლის მეორე სართულზე, რომელსაც შიდა კიბით ჰქონდა ასასვლელი. ბოლოს, ადრე რომ არ გამეღვიძებინა, ასასვლელს თავისი ხუფი დაახურეს და ჩარაზეს. მეც შეშებიდან გრძელი ჭოკი დავითრიე და ფანჯარაზე ვუკაკუნებდი. კინაღამ ჩავამტვრიე, მაგრამ გაღვიძებას მაინც არ დაადგა საშველი.:lol: ახლა ვეუბნები, მხოლოდ გზა გვექნება იქამდე საერთო, მერე თქვენ თქვენთვის და მე - ჩემთვის-მეთქი. მოკლედ, მოგზაურებთან წასვლა მეც მირჩევნია, თორემ იმათი ხვეწნა უკვე არ შემიძლია.

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 08 დეკ 2005, 15:26

guruli
:D :D :D ეგეთი ზარმაცი არა ვარ,ისედაც 9ზე უკვე ფეხზე ვარ :wink: :wink: ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ წავიდეთ,მაგრამ ძალზედ სავარაუდოა წავალთ თუ არა :cry: :cry: :cry: ისე სროლას და იარაღის ხმარებას რაც შეეხება,მამა მონადირე მყავს და შესაბამისად მეც მიწევს ხოლმე სანადიროდ წასვლა...ბავშვობა კიდე ბიჭური მქონდა,ტირის თოფს ვერ მაგდებინებდნენ ხელიდან :D :D :D ასე რომ, მარტო ცხენზე ჯირითი მაქ სასწავლი :wink: :wink: :wink:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]