კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლობო » 30 დეკ 2007, 01:10

მეცვიცი ნამდვილი ლექსები 8)

პოეტივარ პოეტი ავტობუსიტ მოვედი 8)

ჯალალედინ რუმი
ერთხელ გარეულს უამრავში ბაზართან ხალხში
ქალაქელს ცხვარი დასაკლავად მიყავდა სახლში
იგრძნო ამჩატდა მიბრუნდა და მიიღო შოკი
როდესაც ხელში გადაჭრილი შემორჩა თოკი
ჯიბეში ფულიც აღარ ჰქონდა გარდა ხურდების
და მიხვდა ცხვარი ნადავლი რომ გახდა ქურდების
დანაკარგისგან აერია საწყალს გონება
ტყავიც და ცხვარიც ქურდებს დარჩათ მთელი ქონება
ქურდი კი იქვე ჭის მახლობლად ვაჭარს რომ ჰგავდა
განწირული ხმით „მიშველეთო ხალხო” მოსთქვამდა
თან გაქურდულმა როცა კითხა საქმე რაშია
ასე მიუგო „ქისა ფულით ჩემი ჭაშია”
რაც კი მებადა შიგნით იყო ასი დინარი
ოცს მივცემ თუ კი ამომტანი ვნახე ვინ არი
და მყისვე თავში დაებადა ფიქრები საწყალს
ამ ფასად მე ხომ ვიყიდიდი ბაზარში ათ ცხვარს
დანაკარგმა რომ შემაძრწუნა საწყალი ერთმა
სამაგიეროდ მე ეს ძღვენი მომართვა ღმერთმა
თან ტანსაცმელი გაიხადა ხმაც კი არ დაძრა
უფლის ხსენებით საცოდავი იმ ჭაში ჩაძვრა
ქურდიც ტანსაცმელს მიტოვებულს მყისვე მივარდა
ხელი დასტაცა და ბაზრიდან გაუჩინარდა
შენც მეგობარო მიმავალო ჯერ უცნობ გზაზე
იცოდე, ნაბიჯს როდესაც დგამ იყავი აზრზე
და შეევედრე ერთადერთი სიფრთხილე უფალს
თორემ ვისაც ის ეკარგება სიხარბე ღუპავს.
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 30 დეკ 2007, 11:58

"მთაწმინდის მთვარე"-ს ვამბობდი და მაშინ გადამიღო თუ არ ვცდები გოგონამ :)


ისე სხვათაშორის გოგონას ქურთუკი მაცვია ძალიან თბილი გოგონასავით :);)


Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 04 იან 2008, 01:12

პოეტი სურათებით გვესაუბრება, ტიპებსა ჰქმნის, ხშირად იდეალურს, მისაბაძავს, ისეთს ტიპებს, რომლის მსგავსნიც უნდა იყვნენ ცხოვრებაში, რათა შეავსონ პოეტისაგან თვალში ამოღებული ნაკლი.

გარეშე ბუნებისა და ადამიანთა ცხოვრებისა არ არის პოეზია: ვისაც კრაგად ესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდა ლექსებს, დრამებს, რომანებს არ წერდეს, მაინც პოეტია.

ვაჟა-ფშაველა
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 04 იან 2008, 02:09

სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა?
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 04 იან 2008, 02:15

tama


ღმერთი

:roll: :)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
mendes masieli
ბილიკზე მოარული
Posts: 91
Joined: 30 დეკ 2007, 22:45
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by mendes masieli » 06 იან 2008, 01:25

ჩვენი ნაჯღაბნები შეიძლება ამ გენიოსების გვერდზე დავდოთ?
მიყვარხართ!!!

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by zura N. » 06 იან 2008, 02:19

mendes masieli wrote:ჩვენი ნაჯღაბნები შეიძლება ამ გენიოსების გვერდზე დავდოთ?
ისე საერთოდ ეს თემა თავიდან სწორედ მაგ მიზნით გაიხსნა.
ასე რომ... :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
mendes masieli
ბილიკზე მოარული
Posts: 91
Joined: 30 დეკ 2007, 22:45
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by mendes masieli » 06 იან 2008, 02:44

zura N.
დიდი მადლობა....
ოცნება.....




მე ვედები ქუჩათა ამქარს
ზღვადაკარგული ბრიზივით
და როგორც თაფლსმოწყურებული გრიზლი,
ხარბად ვეწაფები გამდნარ შაქარს,
და ვხვდები,რომ ვეღარასდროს ვიქნები ისეთი,როგორიც ვიყავი....
ირგვლივ ყველაფერი
მტვერის
ფერია,
და მძინარი მუშის გვერდზე უღონოდაა მისვენებული დაღლილი ნიჩაბი...
ქუჩაშიც მხოლოდ
დრელით
მღერიან...
და გულს მირევს ირგვლივმყოფთა მრავალფერი ნიღაბი...
და ვხვდები,თუ რა ძლიერ მჭირდება დრო,
როცა ჩვენ ერთად ვიყავით....
მე ხომ ვერ გავძლებ:
უშენთვალებოდ,
უშენთმებოდ,
უშენხელებოდ,
უშენფიქრებოდ,
უშენხმებოდ,
უშენფერებოდ,
უშენ...ობით,
უშენ...თბობით,
შენი ხმობით,
ძილ გაფრთხობით,
შენი ნდობით,
დარდთა ლღობით....
მე მინდა დავბერო სიყვარულის გემის აფრები,
როგორც ძლიერმა ბრიზმა,
დამჯერა,რომ ერთხელაც ლამაზ სიზმრად ახდები,
და მეც მექნება პოეტური ქარიზმა.....

ეს ლექსი ხელოვნურ ბუნებაში,,,,ბოტანიკურის პარკში !!!
მიყვარხართ!!!

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 08 იან 2008, 12:34

სარეცხი საშუალებების დუღებას ვიწყებ საკუთარ სულში,
რათა გამოვრეცხო, ის რასც სახელს დავარქმევ,
მაგრამ არ ვიცი მის ღიღაბიანი ნიღბებს უკან რა იმალება,
და ყველას და ყოველს მე ვაძლევ უფლებას
ჰქონდეს თავისი ცოდვის და სახელის განსაზღვრება და შეფასება.
ვტკბები საკუთარი სათნოებით და ჩემს სიამაყე გაიბადრება,
ხტის და ტაშს უკრავს.
:mrgreen:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 08 იან 2008, 21:18

ZVIOSULI
ტაშიიიიი..........
:roll:
:)
ცის იქეთ ისევ ცა არის, გულს იქეთ გული იქნება :roll:
ნიღბის იქეთ ნიღაბი...................................
იმავე ლოგიკით :!:
მე რა შუაში ვარ :?: :?: :?:
მე მაპატიეთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ.......

ხოოოდა იცი რააა...
და აღიარე რომ იციიიი :)
მეტი არაფერი :)
:)
მარტივიააა...
გენიალური სიმარტივეა რა.. :)
უი :roll:
:mrgreen:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 09 იან 2008, 05:55

ANIKOKOL

ეჰ, სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო თუ როგორ ამბობეენ?
8)
Who is John Galt?

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 09 იან 2008, 11:20

ANIKOKOL
კარავი მეხმარევბა ვაღიარო, მაგრამ ბოლო ჯერ ჰორიზონტია.... :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 09 იან 2008, 11:26

ANIKOKOL

ZVIOSULI
:D :D :D
Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by zura N. » 09 იან 2008, 18:30

საყვარელ ადმინს!

მოგესალმები ლელაო,
შენ შემოგევლოს ყველაო,
მოვედი თქვენთან დავბრუნდი,
აღარსად წავალ ხვალაო.
მე ისეთ ქართველს რა ვუთხარ,
რა ვუთხარ ისეთ კარაველს,
საკუთარ კარავს დატოვებს,
ნეტავი წავა სადაო?!
სხვაგან სად ნახავს უკეთესს,
ადმინს გულ მხურვალს ნეტაო!
ნეტავ სად არის სხვაგან ცა,
კარავი მუდამ მზიანი,
რომ შეგვეშინდეს სიცივის
არ მოგვაყენოს ზიანი,
როცა ჩვენს გვერდით შენა ხარ,
გვალვა სულ მუდამ მზიანი! :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 09 იან 2008, 19:01

zura N.
:D :D :D

იმედია პირობას შეასრულებ და არსად დაიკარგები :D
პირველი კარველი იყავი ვინც გაკარვება მიფეხბედნიერმომილოცა :wink: და თითქმის ყველას გაცნობა მოვახერხე შენს გარდა :D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]