ახალი წელი ბაკურიანში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:25

ჰო, 25ანებთან ვიდრე ჩემს ზომა ჩექმას ვირგებდი, ტრულალამ თხილამური მოიმაგრა, შუა წელიდან ყვირილ-ყვირილით დაეშვა და 27 ადამიანი, 7 ცხენი და ხის 4 ჯიხური ბრაგან-ბრუგუნით გაიტანა და სერგო პაპაც ზედ მიაყოლა.
მერე მომიტრიალდა და ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, მითხრა, არა რა, მაინც მართალი ვარ რა, ჰომ ვუყვიროდი, გაიწიეეეეეეეეთ, გაიწიეეეეეეეეეთ. არავინ გაიწია და დავეტაკებოდი, აბა, რა ვიზამდიო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:26

1ლში საფუძველი ჩაეყარა შპს "რა ლამაზი დღეას" ჩამოყალიბების იდეას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ახალ წელს სოფოს, იმავე ბაჭიას დაბადების დღე იყო. ჰოდა, დავურეკეთ და ყველამ ერთად ვუმღერეთ. მადლობის თქმაც ვაცადეთ და აქეთურ-იქითურზეც ვისაუბრეთ.
ცოტა ხანში ისევ დავრეკეთ და სიმღერის შემდეგ ტელი უცბაშად გავუთიშეთ. ადგა და თვითონ გადმორეკა. ვინ აცალა რამის თქმა, მაშინვე "რა ლამაზი დღეა" ვიმღერეთ და გავთიშეთ.

მაკენას მეგობარმა გიამ შეგვაგულიანა და ბაჭიას კიდევ დავურეკეთ. ერთი კი გავიგონე, "თქვე გიჟებოო". მეტის თქმას, აბა, როგორ ვაცლიდით?

1ლი იანვარი ლოტოს თამაშითა და საფერავით, სიცილ-კისკისითა და მაშხალ-ფეიერვერკით დასრულდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:27

2 იანვარიც ხალისიანად დაიწყო.
დილიდან ნუცას, იმავე გოგონას, მეკოს, ვალიკჯანს, ლობოს და ტომა-თომას დეიდაშვილის მარის ველოდით.
შეგვატყობინეს, მხოლოდ ლობო ჩამოდის და ისიც გამვლელის მანქანითო. დიდის ამბით ვესაუბრე, ლობო, აბა, ამ და ამ მაღაზიასთან რომ მოხვალ, კიდევ 1ხელ დარეკე და შეგხვდები-მეთქი.
გავიხედე და თომას ნუცას მანქანით ზემოთ ჩამოთვლილი ამალა არ მოჰყავს?
"ასე ტკბილად დამიბერდის" შემდეგ (ისე, სულ ველოდი, ვინმე მაინც გამახსენებდა ბებიაჩემის კეთილ ჩამოტკბილჩურჩულებას) გაგიკვირდებათ და ხაშზე წავედით.
თომამ და მე ცალი კამათლით ნარდიც გავაგორეთ (ტომა-თომა, ხომ გახსოვს, ანგარიში 2:2-ია) და სადგურისკენ გავიქეცი, ტიფლისისკენ მიმავალი ზვიოსულისა და ტრულალასთვის მინიბუსის ადგილების დასაჯავშნად.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:29

ჰოოოოო, ვიდრე საზეიმო გასაცილებელ ფეირვერკს დავეძებდი, ჰოი საკვირველებავ, რას ვხედავ, მაკენა 15 ქალით მუსიკის ჰანგების თანხლებით არ მოაგელვებს ჯიპს?
რამდენ კაცს მოადინა ნერწყვი.
ჰოდა, გადმოდგნენ გოგონები და ისეთი ცეკვა-თამაში გააჩაღეს, ყველა მათ უყურებდა. მერე უგრძესი მატარებელი გავაკეთეთ და ზვიო-ტრულალა გავაცილეთ.

დანარჩენებიც სასტუმრო-სახლში დაბრუნდნენ.

არ მახსოვს, რატომ, მაგრამ მე დაბაში დავრჩი. მგონი, tutaც აქაა. თოვლის პაპას ხელი ჩავავლე და თავის მარხილიანად შინ წამოვიყვანე.
საღამოს კიდევ 1ხელ გავაფეიერვერკეთ და დილით ტიფლისიდან ჩამოსული სტუმრები, მაკენა, ქვევრი, ნაია, ერი-ერი თიკო-ერი, მაო და თომა (მგონი სხვაც) დედაქალაქისკენ გამოვაცილეთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:32

დავრჩი 12 ქალთან ერთად.
გენდერული დისბალანსის უნიკალური ფაქტი ხელის გულზე იდო

საღამოს ყველა წავედით კინოში. სასაცილო ვითომ ფანტასტიკა-საშინელება "გოუსტრეიდერები) ვნახეთ. ბევრი ისეთი დაზაფრული უყურებდა ნიკოლას ქეიჯის საშინელებათა გარდასახვას, რომ განსამუხტად დარბაზში შევძახე, "ხალხო, გიყვარდეთ 1მანეთი". მერე, ვითომ არაფერი, თავი ჩემსავე თმებში ჩავრგე.
საღამოს გლინტვეინზე კაფეში გადავინაცვლეთ. დაბდების დღეების სატელეფონო მილოცვები პირად მილოცვებში გადმოვიტანეთ და ნინელი შევქმენით იუბილარად. თან, პირთამდე სავსე კაფეში იმდენჯერ ვუმღერეთ, ვიფიქრე, ეგება ვინმემ შამპანურით მაინც გამოუგზავნოს-მეთქი ნინელის.

რად გინდა?

ამდენ გოგოსა და 1 ბიჭს მხოლოდ შორიდან ვისმენდით დალოცვებს.
გავიფიქრე, ბიჭი რომ ზის, ეგებ მაგიტომ არ უგზავნია-მეთქი ვითომ იუბილარს შამპანურს. გლინტვეინის დალევა ბართან განვაგრძე. თან იქვე მსხდომ სტუმართმოყვარე გოგოებთან სადღეგრძელო ვთქვი. სიმაგრისთვის არაყიც კი ჩამისხეს გლინტვეინიან ჭიქაში.

ერთი, ჩვენებს გავხედე და რას ვხედავ, ხილი მიურთმევიათ მეზობელი სუფრიდან და თვალსა და ხელს შუა მუსრი არ გაავლეს ყველაფერს? ლამის ცარიელი თეფშიც ზედ მიყოლეს.

ის საღამოც ლოტოს თამაშით დამთავრდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:40

3 იანვარიც გათენდა. რა თქმა უნდა, ხუთმოცი (ამ სიტყვაზე ბაჭია მახსენდება ხოლმე) ოდენობის "რა ლამაზი დღეა" შევასრულეთ.
მე შინ დავრჩი, გოგოები სათხილამურ-საციგურაოდ წავიდნენ. ნეტშიც შეუხედავთ რომელიღაც სასტუმროდან.

მე იმ მინდორში გავედი, სადაც აწელს შევხვდით. ჩიჩილაკი და სხვა საახალწლო სათამაშოები წავიღე და მომავალი წლის საშობაო-საახალწლო ბარათებისთვის ფოტოები გადავიღე.

მძღოლს დავურეკეთ და ოთხის ნახევარზე, რა თქმა უნდა, ფეიერვერკის გასროლით ბაკურიანი დავტოვეთ.

კორტი და ლეჯენდა, რომლებსაც მატარებლითვე უნდოდათ უკან დაბრუნება, საბოლოოდ, ჩვენ შემოგვემგზავრნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:48

წაღვერიდან 2 კმში, გუჯარულას ხევ-ხევის გავლით ტიმოთესუბნის ეკლესიაში ავედით.
გოგონებმა ერთ-ერთ მორჩილთან 1ად დიდ ხანს და საოცრად ტკბილად იგალობეს.
მე მამა იორამიელი გავიცანი. კელიაში შემიპატიჟა. მისი სახელის წარმომავლობაზე ვკითხე.
მთავარანგელოზია, სასწორი უჭირავს და ადამიანთა სიკეთე-სიავეს წონის, თან, ადამიანებში სიყვარულს აღძრავსო.
ზუსტად ამ გამოსახულების ფრესკაა ჩრდილოეთის მხრის თაღზე.

ერთი ისტორიაც მომიყვა მოძღვარმა:
სამხრეთით მთავარანგელოზის ხატია დაბრძანებული. ის ერთ ქალბატონს დაუწერია, ჩარჩოში მამაკაცს ჩაუსვმას. ჰოდა, ამ ხატის შემომქმედებს მუშაობისას 1მანეთი გაუცვნიათ და დაოჯახებულან კიდეც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:57

რვის ნახევარზე უკვე ტიფლის-ქალაქში ვიყავით.
გზად ხომ თითქმის ყველა კარაველს ვუმღერეთ "რა ლამაზი დღეა" (ცოდვა გამხელილი სჯობს, და იმ ემოციებსა და ჟივილ-ხივილში ვეღარ მოვიფიქრე კავკასიკას, აბალდუის, გურულს, არჩილის და სხვა ბევრი ძვირფასი კარაველის გამხიარულება. აი, შპს-ს ჩამოვაყალიბებთ და გამოვასწორებთ).
ისიც სასაცილო იყო, მინიბუსში 1მანეთს დასამღერებლად უცნობი N-ით ჩუმად ვურეკვდით ხოლმე.
სქიმიასთან მაკენა, ერი-ერი- თიკო-ერი, ნაია, ზვიო, მაო დაგხვდნენ და შამპანურებითა და ფეირვერკ-მაშხალების წვიმებით სიურპრიზ-დღესასწაულები დააგვირგვინეს.

მადლობა ხალხო ამ ლამაზი საღამოსთვის.

მერე, ჩაიზე გადავინაცვლეთ. 2 სთ მაინც დავყავით. ტრულალა, ქეთუნა4, იეტი პაატა (მგონი, სხვებიც) შემოგვი1დნენ და გავიზარდეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 07:07

ჰო, ერი-ერი თიკო-ერიმ გვითხრა, გობეს მეუღლის დაბადების დღეა და ვუმღეროთო.
ეს ამოტელა ამალა გობეს ეზოში შევიყარეთ და ტელეფონების ნათებით ვუმღერეთ. ნაწილს შინ წასვლა ეჩქარებოდა, ნაწილი კი გობე ბიძიას ვესტუმრეთ და "კარავის" უხუცესთა საბჭოც, მათ შორის ნაადრევად ჩვენგან წასული მაოც იქ დაგხვდა.

ნაიამ გოგონები დაანაწილა მანქანით. ტრულალა და ლიკაკო შინ პატიოსნად მივაცილე და სადღაც 1ლის ნახევარზე შინ ვიყავი.

მომდევნოს დღეს, თვალი როცა დათოვლილ ხედებს ვკარი, მოგვიანებით დასადები ფოტოები მივათვალ-მოვათვალიერე, გონება კი თეთრ განცდებში ჩაიძირა, დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი მორიგი კეთილი ზღაპარი იყო.

მადლობა ყველას...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 07:13

koko255

უი, ნინელი, რა კგდ დაგიწერია ყველაფერი. რაღაცეები მერე გამახსენდა.
ყოჩაღი გოგო ხარ.

არაფერი გამოგრჩენია.
თან, პარალელურად გვიწერია ეს ამოდენა არზები.

ვიცი, გავა დრო და თითოეული იქ მყოფი კარაველი, ვინც ამ შთაბეჭდილებებს გადავიკითხავთ, გასაოცარი მოგონები აგვეშლება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ახალი წელი ბაკურიანში

Post by tiko_r » 05 იან 2008, 11:12

GAMARJOBA SAKARTVELO


კოკო!!!


მაგრები ხართ რომ ეს ყველაფერი დაწერეთ... :D




ჰო, 25ანებთან ვიდრე ჩემს ზომა ჩექმას ვირგებდი, ტრულალამ თხილამური მოიმაგრა, შუა წელიდან ყვირილ-ყვირილით დაეშვა და 27 ადამიანი, 7 ცხენი და ხის 4 ჯიხური ბრაგან-ბრუგუნით გაიტანა და სერგო პაპაც ზედ მიაყოლა.
მერე მომიტრიალდა და ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, მითხრა, არა რა, მაინც მართალი ვარ რა, ჰომ ვუყვიროდი, გაიწიეეეეეეეეთ, გაიწიეეეეეეეეეთ. არავინ გაიწია და დავეტაკებოდი, აბა, რა ვიზამდიო.

:lol: მაგარიი ყო :lol:

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ახალი წელი ბაკურიანში

Post by likakoo » 05 იან 2008, 11:20

რა ლამაზი დღეაა...

აუ, ბოდიში, გამარჯობა უნდა მეთქვაა :wink: :wink:


სანამ მე გამოვფხიზლდი და კომპ-მდე მოვაღწიე თქვენ ყველაფერი მოგიყოლიათ....

მაგარი იყო!!!!!....

ასეთი გიჟური ახალი წელი და ბედობააა არსდროს მქონიააა!!! :D :D

თითით საჩვენებელი ხალხი ვართ :wink: :) :) :)

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ახალი წელი ბაკურიანში

Post by tiko_r » 05 იან 2008, 11:21

likakoo
ღუტუ ღუტუ ღუტუ....

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ახალი წელი ბაკურიანში

Post by გვალდა » 05 იან 2008, 11:42

ძალიან, ძალიან, ძალიან კარგები ხართ ყველანი :)
სვანეთოლოგი

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ახალი წელი ბაკურიანში

Post by likakoo » 05 იან 2008, 11:46

tiko_r wrote:likakoo
ღუტუ ღუტუ ღუტუ....
ა, ტა, ტა... სულ იძულებით ვიცინეეე:):):):) :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]