ახალი წელი ბაკურიანში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 03:23

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:koko255

ვაჰ, ეგრე რა ნინელი.

ფოტოების დადება-თვალიერებაში ყველას დაავიწყდა თანმიმდევრობა.
რაიმეს დასაწერად მეც ახლა მოვიცალე. მთელი დღე პარალელურ რეჟიმში ვათვალიერებდი თემებს და
აღმოჩნდა, რომ აქ დადებული ბევრი ფოტო ნანახი მაინც არ მქონდა
დო მი სოოოოოოოოლლლლლლლ
სოლლლლლლ მიიიიიი დოოოოოოო
შენ გაიხარე რააააააა
კარავზე ასე ვრცლად პირველად ვპოსტავ და , მაინც ხომ იცი , აქ იყავი რააააააააა :D

დო მი სოლლლლლლლლ

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
ახალი წელი ბაკურიანში

Post by KINALOKO » 05 იან 2008, 03:26

koko255
:D :D :D :D :D
რა კარგიაა :!: :D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 03:33

გოგას მაშხალები და ფეიერვერკები გადაუმალეთ

ახალი წლის დღეები მოწყენილი არ ვაააააააააააააარრრრრრრ

ე.ი. კარაველების განწყობის შესაქმნელად განსაკუთრებით ზრუნავდა გოგა. ხელოვნური თოვლიდან დაწყებული, მაშხალებით გაგრძელებული და სხვადასხვა ხანგრძლივობისა და შესაძლებლობების მქონე ფეიერვერკებით დამთავრებული გოგა ყოველ 45 წუთსა და 37 წამში, როგორც ის იტყოდა , ცდილობდა ჩვენი განწყობის ამაღლებას, ან დადაბლებას რადგან ზოგს უკუ რექცია ქონდა ხელოვნურ თოვლზე, რადგან ბუნებრივი თოვლიც თავზე საყრელად გვქონდა. 8)

მე პირადად მაგარს ვხალისობდი ამ ათასგვარი გასართობების ანთება ჩაქრობაში. ხუთშაბათი დღე ახლოვდებოდა იმიტომ :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 03:39

დებულების მიხედვით ლაშქრობის აღწერას აზრი არ აქვს.
ჯერ ერთი, ეს ლაშქრობა არ ყოფილა, მე2ც, ბაკურიანზე თითქმის
ყველასთვის იმდენი რამეა ცნობილი, ახალს ვერაფერს ვიტყვი.

მკდ, ასე იწყებოდა კარაველთა საახალწლო ზეიმი:

31ში დილის 10.30მდე 2 კარაველის - კორტისა და ლეჯენდას (თუ გნებავთ ლეგენდას) გარდა, ყველა წამომსვლელი
შევიკრიბეთ. ისინი მატარებლით ჩავიდნენ ბაკურიანში. საღამოს კი მინიბუსით გამომგზავრებული
ლიკაკო და გვანცა-ნამცეცუნა და უკვე იქ დაბინავებული ერი-ერი თიკო-ერი და
მისი მეგობარი გვანცა შემოგვი1დნენ.

სქიმიასთან მინიბუსი გვიან მოვიდა, რადგან მძღოლს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
თუმცა, დრო დიდუბის ბაზრის საყიდლებში გავლიეთ.

ტომა-თომას გადაწყვეტილებით, მისი პირადი ხარჯით ტორტი შევიძინეთ და იქვე მაოს დაბდღე
გამოვაცხეთ (მაო, 3-ით 1ს ვიგებ).

ბორჯომში 4ზე ჩავედით. ბაკურიანის გზას, ის იყო, შევუდექით, რომ ღია ავტობუსში შემოსკუპებული
თოვლის დეიდები და ბაბუები შემოგვხდნენ. კანფეტ-მილოცვების შემდეგ ბაკურიანშიც აღმოვჩნდით.

საახალწლო სამზადისი დავიწყეთ. ჩიჩილაკი მოვრთე-მოვკაზმეთ. ტომა-თომამ გოზინაყი გაამზადა,
გოგოებმა სამრხვო-უმარხვო სუფრა გაშალეს, რომელთაგან, უნდა ხმამაღლა აღვნიშნო,
შეუდარებლად იოსტატ-იმზარეულა ლეჯენდამ.

ვიდრე 1 იანვარი შემოთაგვდებოდა, ჩვენთან მაკენა, ქვევრი და მათი მეგობარი გია ამოვიდნენ.

23.42ზე უკვე წინასწარ შეთვალიერებულ თოვლიან მინდორზე გავედით.
თამუსია-ზვიომ სიცივეში ყოფნას ღუმელთან ყოფნა არჩიეს
და უკან გაბრუნდნენ, დანარჩენმა 22მა მოზეიმემ კი
შამპანური შევსვით, 60დან უკუათვლა დავიწყეთ და ზუსტად 12 სთზე კოცნაობა-ფეირვერკ-ჟივილით 1მანეთს აწლის მოსვლა მივულოცეთ.

00.19ზე კი უკვე შინ ვიყავით და ბარაქიან სუფრას მივუსხედით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 03:54

ბაკურიანის საათობრივი გადასახადები და უფასო მუსიკის გაკვეთილები

თუ თქვენ 1 საათით თხილამურების ქირაობა გნებავთ 5 ან 7 ლარი დაგიჯდებასთ.
ციგურები ნახევარი საათით 5 ლარი ღირს.
ციგურების მასწავლებელი ქალი ნახევარი საათი 10 ლარი.
თხილამურების მასწავლებელი ბიჭი 1 საათი 25 ლარი ღირს, ხუთშაბათი დღე მოწყენილი ვარ ( ამ ხუმრობას მხოლოდ ახალ წელს ბაკურიანში მყოფი რამდენიმე გოგო მიხვდება :D :D :D )

და თუ თქვენ მუსიკის გაკვეთილები დაგჭირდებათ რათა უფრო ნიჭიერად შეასრულოდ ,, რა ლამაზი დღეა" მე, იგივე ნინელი ან კოკო უფასოდ გამეცადინებთ ბაკურიანში.

აი ასე დაიწყო გოგას მეცადინეობები დო რე მი ფა სო ლა სი დოოოოოოოო
დოოოოოო სი ლა სოლ ფა მი რე დოოოოოოოოო

შემდეგ ასე, დოოოოო მიიიიიიი სოლლლლლლლ
სოლლლლლლლ მიიიიი დოოოოოოო

რამდენიმე გამის წავარჯისებისა და დიაპაზონის შემოწმების შევდეგ მივხდით რომ პროგრესი იყო, ანუ ,, რა ლამაზი დღეააა" ურო მელოდიურად სრულდებოდა კარაველთა რიგებში.

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 04:05

თხილამურებით სრიალი ვისაც როგორ შეეძლო


მაო, ტომა და მაკენა პროფესიონალები აღმოჩდნენ. სრიალიც მაგარდ იცოდნენ და თხილამურებიც თან წამოეღოთ (მაოს და ტომას). მე სამი წელი წაქცევისა და ადგომის ხელოვნებას ვეუფლებოდი და მაინც 25-იანებით დავიწყე სრიალის გამეორება, შემდეგ 75-იანებზე გადავედი. მიხვევ მოხვევაც დავამუღამე და თამუსიას ვიდეოც გადავაღებინე სკაიპში გადასაგზავნად. ლეჯენდა, როგორც ყველა საქმეში აქაც ყოჩაღი აღმოჩნდა. შატილის ასული და კორტი პირელი გაკვეთილისთვის შეაქეს კონსტრუქტორებმა, შეგძლებიათო. რაც შეეხება ტრულალა, აი ეს კი განსაკუთრებული შემთხვევაა. კარგად მახსოვს სამშაბათი დღე იყო ტრულალა გაბედულად დაეშვა 25-იანებიდან და არა მხოლოდ გამქირავებელი არამედ მთელი მისი ავლა დიდება, თხილამურების ჯიხურიანად გაადაყირავა. აბა , აბა თან ტრულალა ყვიროდა გაიწიეთ , გაიწიეთ გეჯახებითო, კაი ის ინსტრუქტორი (თუ კონსტრუქტორი) არ გაიწია ვერ გაიგო, მაგარმ იმ თხილამუების ჯიხურს რაღა დაემართა გაწეულიყო რააააააა :D

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 04:15

სიურპრიზები

საახალწლო საჩუქრები და სიურპრიზები, მართლა დძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. მე ჯერ კიდევ ახალი კარაველი ვიყავი და იმდენი სუვენირი ავიღე ვეღარ ვიგებდი ვისი ნიკის პატრონმა რა მაჩუქა.
მაიონეზიდან დაწყებული, პრეზერვატივებით დამთავრებული, ყველანაირ საჩუქარს ნახავდით ჩვენს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებში. მაჩუქეს სანთლები, ანგელოზები, თოიბოქსები (ზოგს მანქანა შეხვდა, ზოგს სასწორი და სხვა) სმაილიკები, მისალოცი ბარათები, თაგუნია ბრელოკები და სხავა.

მაგრამ როგორ არ გამოვყო ჩვენი სუფრის მთავარი სიურპრიზი და ამ წლის მთავარი სიმბოლო, პატარა თეთრი თაგუნია. ეხლაც ვერ ვხვდები ასე ჩუმად როგორ ბინადრობდა ჩვენთან ახლოს და ემზადებოდა ჩვენს გასაოცებლად. ყველას დიდი მადლობა ვინც შეუძლო ჩვენი ასე გახარება და გახალისება :)

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 04:38

სიურპრიზები

საახალწლო საჩუქრები და სიურპრიზები, მართლა დძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. მე ჯერ კიდევ ახალი კარაველი ვიყავი და იმდენი სუვენირი ავიღე ვეღარ ვიგებდი ვისი ნიკის პატრონმა რა მაჩუქა.
მაიონეზიდან დაწყებული, პრეზერვატივებით დამთავრებული, ყველანაირ საჩუქარს ნახავდით ჩვენს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებში. მაჩუქეს სანთლები, ანგელოზები, თოიბოქსები (ზოგს მანქანა შეხვდა, ზოგს სასწორი და სხვა) სმაილიკები, მისალოცი ბარათები, თაგუნია ბრელოკები და სხავა.

მაგრამ როგორ არ გამოვყო ჩვენი სუფრის მთავარი სიურპრიზი და ამ წლის მთავარი სიმბოლო, პატარა თეთრი თაგუნია. ეხლაც ვერ ვხვდები ასე ჩუმად როგორ ბინადრობდა ჩვენთან ახლოს და ემზადებოდა ჩვენს გასაოცებლად. ყველას დიდი მადლობა ვინც შეუძლო ჩვენი ასე გახარება და გახალისება :)

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 05:07

შ.პ.ს რა ლამაზი დღეააააააააა


მახსოვს 2008 წელი დგებოდა, ხუთშაბათი დღე იყო, ოჰ არა კაცო რა ხუთშაბათი , რა დროს მოწყენილობაააა, არა არა ახლავე გეტყვით ზუსტად მახსოვს ორშაბათი დღე იყო, მოწყენილი ნამდვილად არ ვიყავი.
ე.ი. გოგამ რომ დაიწყო დაბადებისდღეების მილოცვა 2008 წლის ხუთშაბათის ღამის 1 საათამდე ულოცავდა და ულოცავდა , რა თქმა უნდა ჩვენი , კარაველების გუნდის თანხლებით. თან უფრო გაბედულად ასრულებდა მილოცვებს , ვოკალის გაკვეთილებიც გავლილი ჰქონდა.
მოკლედ ვის აღარ მიოლოცეთ მაოთი დავიწყეთ და გობეთი დავამთავრეთ. მანამდე ვულოცავდით ყველა კარაველს : ზოგი საქმიან შეხვედრაზე იყო, ზოგი მაღაზიაში, ზოგი გვერდით ოთახში, ზოგიც ჩვენს გვერდით იყო და ფარულად ვურეკავდით, უკვე ისტერიული მილოცვები ისე გაგრძელდა რომ ჩვენც ვეგარ ვიგებდით ვისთვის დაგვერეკა და რა მოგევეფიქრებინა.
იუბილარის მთავარი მოვალეობა იყო ეთქვა ალოოოოოოოოოოოო

და ჩვენ ვიწყებდით,, რა ლამაზი დღეააააააააააა, რა ლამაზი მზეაააააა (ზოგი მზეას ნაცვლად დღეას ამბობდა, მაგრამ არაუშავრს, მანიც ერთ დღეში ასეთი რთული ტექსტის სწავლა რთულია) იმიტომ , რომ დღეს მაოს, ან მაკენას, ან ქვევრის, ან იეტი პაატას, ან სხვა კარაველის დაბადებისდღეაააააააააააააააააა. როგორც კი ვასრულებდით მელოდიას ყურმილს კიდებდა გოგა და ხელის განსაკუთრებული მოძრაობით გვაგებინებდა რომ დაბადებისდღე მილოცილია.
თუ გაკვირვებულ-გაოცებული იუბილარი გადმორეკავდა , ჩვენ კვლავ დაუზარებლად ვასრულებდით მილოცვას, იმიტომაცაა რომ მთა მყვარებიას ( ჩვენს პაპარაცს და ფოტოისტორიკოსს )ხმა აღარ ააქვს. ვერ დავთვლით რამდენჯერ შევასრულეთ დაბადებისდღის მისალოცი სიმღერა. შემდეგ უკვე სახლებშიც დავიწყეთ სიარული და თუ რომელიმე კარაველს ფანჯრების წინ დაბადებისდღეს მოგილოცავენ იანვარის თვეში და თქვენ სინამდვილეში აპრილში გაქვთ იუბილე არ გაგიკვირდეთ ეს შ.პ.ს. ,,რა ლამაზი დღეაააააას" სიურპრიზი იქნება.

აი ყოველივე ამის შემდეგ დაარსდა შ.პ.ს. ,,რა ლამაზი დღეაააააააა" დამფუძნებელი გახლავთ გამარჯობა საქართველო. თუ თქვენც გადაწყვეთ გაერთიანებას ამისათვის საჭიროა იყოთ კარაველი და საწევროდ გადაიხადოთ ყოველთვიურად 10 ლარიანი მონო ან ლაილაი. შ.პ.ს. ,,რა ლამაზი დღეააააააააააააას" სამომავლო გეგმებია სიდის გამოშვება.

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 05:21

ტიმოთეს უბანში გალობა

2008 წლის ხუთშაბათი
დღე იყო. ბაკურიანიდან თბილისისკენ აგვეღო გეზი. გოგას მონდომების თანახმად ტიმოთეს უბნის ეკლესიას ვესტუმრეთ. მცირე შესაწირიც მივიტანეთ და მოვილოცეთ კიდეც. ტაძარი მე-12-13 სააუკუნისაა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის. ფრესკები სიძველისგან ძნელად აღსაქმელია და რესტავრაციას საჭიროებს. ეკლესიაში მამაომ გვიმასპინძლა და გულთბილად აგვიხსნა ტაძრის ისტორია. შემდეგ ერთად შევასრულეთ საგალობლები. გოგამ მოძღვრისგან კურთხევა მიიღო ფოტოს გადაღების და უმშვენიერესი კადრებიც მოიპოვა. სანამ გოგა რაკურსებს იქვე ახლოს ფერდობზე წმინდა ბარბარეს ახლად მოხატულ ეკლესიაშე შეგვიყვანა. ჩვენ იქაც შევასრულეთ საგალობლები და კვლავ ტიმოთეს უბანში მოვიყარეთ თავი. გარშემო ულამაზესი ზამთრის პეიზაჟები იშლებოდა და სოფელი შობის შესახვედრად ემზადებოდა.

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 05:37

,,პასუხის პასუხი" ანუ გაცილების პასუხი დახვედრა

ტბილისისკენ მომავალებს, ემოციებითა და შთაბეწდილებებით დახუნძლულებს დაგეგმილი გვქონდა , რომ დიდუბეში მაოს შევხვდებოდით და კუთვნილ მაგნიტოფონს დაუბრუნებდით. ჩვენც სწორედ მაგ განწყობით
ჩამოვაბარგეთ ბარგი სამარშუტო ტაქსიდან და ვმსჯელობდით საჩილიმეში ვინ წავიდოდა. უცებ მომესმა გოგას ხმა რომელიც უცბაშად , როგორც გოგა იტყოდა გვხმობდა ს. ქიმიის წინ . ჩვენც გადავინაცვლეთ და მაოსთან ერთად შამპანიურის ჭიქებითა და ფეიერვერკებით დაგვხვდნენ: თიკო ერი, მაკენა თავის დაუვიწყარი 15 ადგილიანი ჯიპით, ზვიო ფოტოაპარათით და მართლაც ღირსეული დახვედრა მოგვიწყეს, ისეთივე ღირსეული როგორც ჩვენ გამოვაცილეთ. :) :) :)
კარაველებმა სიურპრიზის შემდეგ საჩილიმეში გადაინაცვლეს, შემდეგ კვლავ დაბადებისდღეები ვმივულოცეთ ერთმანეთს და აი ასე კეთილად დავასრულეთ 2008 წლის საახალწლო, კარავული ზღაპარი.
გილოცავთ ყველას ახალი წლის დადგომას და გთხოვთ ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით ჩემი ახალი, თამამი პოსტების მიმართ, იმედი მაქვს კარაველების ღირსეული მოლაშქრე გავხდბი :D :D :D :D :D :D :D

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 05:39

ANIKOKOL wrote:koko255
:D :D :D :D :D
რა კარგიაა :!: :D
კარგია თუ კარგად იკითხება, აბა ბოლომდე წაიკითხე :) :) :) :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:22

სიურპრიზებიც დაიწყო:

ლეჯენდამ მისალოცი ეტრატები დაგვირიგა, მაომ ანგელოზის გამოსახულებიანი სათამაშოები, (ბოდიში, გამოვითიშე, ბევრმა დაარიგა ლამაზ-ლამაზი სიურპრიზი და რადგან ამ გამთენიისას ბევრს ვერაფერს ვიხსენებ, თქვენ მაინც აღნიშნეთ მათი სახელები).
საჩუქრებად წამოვიღე ბრელოკი-წრუწუებია იმათთვის, ვინც წამომსვლელთა სიაში ეწერა. ადგილზე მივხვდი, ჩემი საჩუქრები ყველას ვერ შეხვდებოდა. პრეზერვატივები ვიყიდე და წრუწუნების ჩათვლით, სათითაოდ ასევე სახელდახელოდ ნაყიდ გაზეთებში შევახვიე. აწელს პარკიდან ყველას ინდივიდუალურად ამოვაღებინე სიურპრიზი და ვინ კმაყოფილი დარჩა და ვინ არა, თავად თქვან.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:23

მთავარი სიურპრიზი მაოს ჩამოტანილი თეთრი წრუწუნა იყო.
ამის თაობაზე მხოლოდ მან, თომამ და მე ვიცოდით და უნდა გენახათ, როგორ ვმალავდით ხოლმე.

1ხელაც უყურადღებოდ დამრჩა და ლიკაკომ დაინახა. ვიდრე იწივლებდა, ხელი ავაფარეთ და არავის უთხრა, საახალწლო სიურპრიზია-მეთქი. რომ არ შეშინებოდა, წრუწუნის მის ხელისგულზე დასმა ვცადეთ, მაგრამ აპაპაპაპაპაპაპა, თავი მოიკლა და მეშინია, მაგას როგორ შევეხებიო.

საბედნიეროდ, წრუწუნა, რომლი ს საბოლოო მეპატრონე ტომა-თომა გახდა და რომლის სახელი ჯერაც არ ვიცი, სასიამოვნო საახალწლო სიურპრიზი აღმოჩნდა.

მერე იყო ცეკვები, გიჟობები, ფეიერვერკებისა და მაშხალების სიუხვე და ქვევრის ჩამოტანილი საოცარი საფერავი.
ჰო, ხელოვნური თოვლით ხალხს სასუნთქი გზები რომ კინაღამ გადავუკეტე, ვიაზრე და საქეიფოში ნამდვილი თოვლი შემოვყარ-ჩამოვყარე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 06:24

ამ ჟრიამულში ყველაზე უფრო საქმიანად მთა მყვარებია თუ ნაყვარება გამოიყურებოდა. მან ღილაკწერის ყველა რეკორდი მოხსნა: იღო და ოღო, იღო და იღო ფოტოები.

ჯერ კიდევ მინიბუსში ყველამ იცოდა, რომ მაოს დაბდღე უნდა გაგვეთამაშა. ჰოდა, შუა ღამეს მოულოდნელად ანთებული ტორტით დავადექით თავზე (მაო, 3-ით 1ს ვიგებ) და სხვა რა გზა ჰქონდა, კგდც შეიფერა იუბილარობა (კავკასიკას მაგალითი წინ არ ჰქონდა თუ?) და ყველა სანთელიც უცბაშათ ჩააქრო.


უკვე ახალ წელს, დილით მაოს კიდევ 1ხელ მივართვით ტორტი, ამჯერად ლოგინში, წავისაუზმესავით და წავთხილამურდით.
კოხტაზე წამომსვლი რომ ვერ ვიპოვნე, ავდექი და მარტომ გავწიე. გულიანადაც ვითხილამურე, ვიღილაკწერე კიდეც, კიდევ ბევრი კგ რამე-რუმეც გადავითავგადასავლე და ვიდრე ბუნება შეშავებას დაიწყებდა, სახელდახელოდ კოხტაზე ამოსულ შატილთან, ნაისთან და მთა მყვარებიასთან 1ად შინისაკენ გავსწიე.

ამიტომ, არ ვიცი, 1ლში დანარჩენთან რა ხდებოდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]