თუშური შთაბეჭდილებები
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშური შთაბეჭდილებები
Gvalva
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
ჯერ იმას ვიტყვი იმათთვის, ვინც მაქაურობას არ იცნობს, რომ ციხის უკან რაც მთები ჩანს, უკვე დაღესტანია. მაგის აქეთ-იქით კია ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ზუსტად ეგ მონაკვეთი ულაპარაკოდ ლეკებისაა.
სონეხას წვერი მე მხოლოდ ანა კალანდაძის ლექსებში გამიგონია, მაქ კი არ ვიცი. საერთოდ, შენაქოში არ გავჩერებულვარ, თორემ მანდაც ავკრიფავდი ამბებს და სახელებს. შენაქოზე ის ვიცი, რომ ერთადერთია თუშეთში, სადაც სოფლის გვარებში ქორწინება დაშვებულია. სხვებში თუ ყველა გვარი ერთმანეთს ენათესავება, ეგ შედარებით დიდია და უფრო ბევრი გვარიც ცხოვრობსო. ომალოს მერე, ზამთრობით ყველაზე მეტი ხალხი მანდ რჩება. ჩემი ყოფნისას ომალოში 16 ოჯახი იზამთრებდა, მანდ - 10, დიკლოში - 4. ჭანჭახოვანში ანუ თუშეთის მისასვლელში მხოლოდ ხახაბოში - ომალოს გაღმაა ეგ სოფელი - რჩებოდა ერთადერთი ოჯახი, მაგრამ უკვე ის კაციც დაბერდა და ვეღარ ბედავს მარტო დარჩენასო.
მოკლედ, სონეხა არა და ანა კალანდაძის ლექსებში მოხსენიებული კიდევ ერთი მაქაური ადგილი - ბერხვნე კი ვნახე. ეგ სოფლის საჯარე ყოფილა. ახლა სოფლის წყალიც მანდვეა გამოყვანილი და ჭა ნამდვილად არ შემიმჩნევია.
ეკლესიას რაც შეეხება, არქიტექტურულად ღირებული მართლა არაფერია, მაგრამ სოფლის კომპლექსში მართლა კარგადაა ჩამჯდარი.
მდინარე, რომელსაც ახსენებ, გომეწრის ალაზანია. დიკლოს გადაღმა, დაღესტანისკენ როგორი ჩაშავებული და უჟამური ბუნებაა, ეგეც ისეთივე შავია. სამაგიეროდ, მაგის ნაპირებზე შეფენილი ტყე რა ლამაზია არა, ომალოდან შენაქოსკენ მიმავალ გზაზე? მგონი, ეგ როდოდენდრონის ნაკრძალია. ალბათ, დიკლოც კარგად გეცოდინება და დამეთანხმები, რომ შენაქო-დიკლოს გზაც, ერთ მხარეს ჩუმად, იდუმალად მოშრიალე ვერცხლისფერი ფიჭვებით და მეორე მხარეს - ცადაზიდული ქვიანი მთებით, ულამაზესი რამეა. ასე მეგონა, ფიჭვებში ვიღაც ჩურჩულებდა. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, ეგ როგორ იქნებოდაო, მაგრამ წავიდეს და თავად დარწმუნდება. დაახლოებით ეგეთი დამემართა შუამთის წვერზე ასვლისას - კარგა ხანს მეგონა, ნაკადულის ჩხრიალი მესმოდა და გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ამ სიმაღლეზე ასეთი წყალი საიდან-მეთქი, ვიდრე არ დავადგინე, რომ ეს იმ მაღალი ბალახის ხმაური იყო. მთა სავსეა ასეთი იდუმალებებით და იმიტომაცაა მიმზიდველი.
თქვენის ნებართვით, აქვე წინა წერილის მინაწერს ერთსაც დავამატებ თურმე მოსახლეობა საერთოდ აპირებდა დიკლოდან გადმოსახლებას, ვერ ბედავდნენ იქ დარჩენას. ბოლოს მთავრობას უსაფრთხოების გარანტიები მიუცია და დათანხმებულან, მაგრამ მთლად ძველ ადგილზე დარჩენა მაინც ვერ გაურისკიათ და სხვებთან ახლოს რომ ყოფილიყვნენ, სოფლის ახლანდელ ადგილას გადმოუნაცვლებიათ, სადაც ადრე ბოსლები ჰქონიათ.
...მომდევნო სურათზე დიკლოს კოშკია, ტიპური თუშური წოპწოპა კოშკი, რომელიც ნაციხარის დაბლაა, საკმაოდ მიუვალ ადგილას. მხოლოდ სახურავია ჩანგრეულუ, თორემ ლამის უცვლელადაა შემორჩენილი.

guruli
სუნთქვაშეკრული ვკითხულობ ამ ყველაფერს
P.შ. მე კიდე ანა კალანდაძის ლექსი არ ვიცი

კალანდაძის ის ლექსი ზუსტად არც მე მახსოვს, მაგრამ რომც ვიცოდე, ახლა მაინც ვერ დავწერ, იმდენად დაკავებული ვარ. რამდენიმე სურათის გამოგზავნაც მინდოდა, მაგრამ... ხვალ აუცილებლად მოგწერ.

ლექსიდან მხოლოდ ეს მონაკვეთი დავიმახსოვრე - ტრიალებს ბერხვნე, ტრიალებს ბერხვნე.
თუშური შთაბეჭდილებები
Gvalva
აჰა, გთავაზობ ანა კალანდაძის იმ ლექსებს, სადაც სონეხი და ბეხვნეა ნახსენები.
შენაქოში
ნამაზს ასრულებს ლეკი
(ალაჰი ბრძანებს ასე)...
მაგრამ... სადაა მექა -
ჯანღს დაუფარავს წასნე.
(პირმიქცეული უნდა
აღმოსავლეთით იყო!)...
საით აყრილან თუშნი?
დღეობა არის ჩიღოს...
გადაკიდებენ ცხენებს
ბალღებით სავსე ხურჯინს.
დღეა საკმაოდ ცხელი,
კაცს და საქონელს უჭირს.
გაბაწრულია გზაზე
მაინც - ყრმაა თუ ბერი,
ნისლს დაუფარავს წასნე,
არ ჩანს სონეხის წვერი.
**********************
აი, წითელი ჩიღოს კლდეები,
იშვიათად რომ დაუდგამს ფეხი...
ღრუბელთა ქვემოთ კლდე-უფსკრულები...
ტრიალებს ბეხვნე, ტრიალებს ბეხვნე...
ბრწყინავს ომალო თევზის ქერეჭით,
ცისფერ ყვავილთა ტბები ბზინავენ...
დემონის ფრთებით ქრის უფსკრულებზე
პატარა ბიჭი - ჩვენი მფრინავი.
გადავიარეთ გრძნეული ნივრე,
წერტილად მოჩანს კლდეების ეხი...
ღრუბელთა ქვემოთ ბრუნავს ომალო,
ტრიალებს ბეხვნე, ტრიალებს ბეხვნე...
***********************************
ანას თუშური ლექსების ციკლიდან დამატებით ამასაც მოგწერ.
როდისღა ვნახოთ, თუშო, ალვანი,
გზების ფოთლებით მიმოფარვანი,
თქვენი ცხვარ-ძროხა, მინდვრად - შავრანი,
მთის ვარსკვლავების უცხოდ კრძალვანი,
ლაღი ომალო, ლურჯი ტბათანა,
თუშო, დამდგარა,
ხედავ, ზამთარი?

გაიხარე!!!
დარწმუნებით არ ვიცოდი სონეხას წვერი ერქვა თუ არა, მაშინვე რომ გვითხრეს, რაღაც ისე თქვეს, რომ ვიფიქრე შეიძლება ასეც არ ქვია მეთქი.
ჩემს სირცხვილად უნდა ვთქვა რომ ანა კალანდაძეს თუ თუშური ციკლი ქონდა არც ვიცოდი
კიდე რამდენი სახელებია თუშეთიდან, რომლებიც არ გაგვიგია, წასნე და ასეთები...

ძაან მაგარია!!გადაკიდებენ ცხენებს
ბალღებით სავსე ხურჯინს.

კიდე რამდენი სახელებია თუშეთიდან, რომლებიც არ გაგვიგია, წასნე და ასეთები...
თუშური შთაბეჭდილებები
ანა კალანდაძეს ლექსების ციკლი თუშეთზეც აქვს და ხევსურეთზეც. მათ შორის, ხევსურთა ბერდედად წოდებულ ლელა წიკლაურზე (იმედია, ეს ქალი ხევსურეთში ნამყოფს ყველას ეცოდინება), რომელიც ძალიან მომწონს. პატარა ბავშვები კი მართლა ხურჯინებით გადაჰყავდათ თუშებს და მსგავსს დღესაც ხშირად შეხვდებით.
დღეს დაკავებული ვარ და თუ მივიცალე, სურათებს კიდევ დავდებ, მანამ კი, თქვენის ნებართვით, კიდევ ერთი ლექსი ანას თუშური ციკლიდან.
საქართველოის ცის მადლმა
(მინაწერი შამილის სურათზე)
დიკლოდან ვჭვრეტდი ლეკთა მთას,
ლეკთა ბილიკებს ვზვერავდი,
საით მიქროდნენ ნაიბნი?
სით უყიოდი ბელადი?
რამდენი ცრემლი მადინე,
სახლ-კარს მინგრევდი, მიწვავდი,
დაუძინებელ მოსისხლეს
თავს დაგიხრიდი მიწამდი.
მეც ვაჟკაცობა გიქებდი,
მტერობას გამოვრიცხავდი -
თავისუფლებით შობილო,
თავისუფლებას იცავდი!
ხელთუქმნელ ჩაჩქანს ირქმევდი,
ხელთუქმნელ ბექთარს იცვამდი,
ათასგზის ნაწიოკები...
შენდობას შემოგფიცავდი.
გაგვყიდა! - ჩემზე იტყვიან,
შეჩვენებაო მარადი!
საქართველოის ცის მადლმა,
არ მიფიქრია ღალატი!

ბრავო ხალხნო ძალიან მაგარი თემაა ეს თემა ბევრი რამე შევისწავლე ამ თემაში მაგალითად "სულიკოს" ლაზური ვერსია
თუშური შთაბეჭდილებები
ესეც მორიგი სურათი, რომელზეც ომალოს მხარის სოფლებია აღბეჭდილი.
პირველი ნაციხარია. მაგის ასახვევი კახეთის მხრიდან თუშეთის პირველ სოფელში - ჭალაშია და იმ 5 ქრისტიანული ეკლესიიდან ერთი მაქ ყოფილა, მაგრამ დღეს იგი შენაქოს ეკლესიაზე უფრო გავერანებულია.
ნაციხარის გაღმა ჩიგლაურთაა, იმის გაღმა, ტრიალი მდელოს შუაში- ხახაბო, რომელიც კარგად ჩანს ომალოს გზიდანაც. ჭანჭახოვანის ანუ თუშეთის დასაწყისის სოფლებიდან სახლების ტრადიციული სტილი მანდაა შენარჩუნებული, თორემ სხვებში ქვის სახლებს თანდათან ხიც ან ბლოკისა ცვლის. მანდ ძალიან ყვარებია დასვენება ზურაბ ჟვანიას და მაგიტომ თუშები ჟვანიურთასაც ეძახოდნენ.
ხახაბოდან მარჯვნივ, მთების შუაში რომ თეთრად გაწოლილი (მზე ანათებს)სერი ჩანს, ეგ ომალოა, ოღონდ თაბად სოფელს გორა ეფარება. მაგ თეთრი სერის მარცხენა კიდეში რომ ორი ქიმია, წინა კესელოს ციხეებია.
მაგ თეთრი სერის მოპირდაპირე ბოლოში, მარჯვნივ, გაღმა მხარეს რომ შავი ტყიანი სერია, ეგ გორა შენაქოს დაჰყურებს (მგონი, მანდაა სონეხიც მთა). მაგ გორის თავზე რომ მთაა, ყველაზე მაღალი, ეგ ის მთაა, ზედა სურათებში შენაქოს ეკლესიის უკან რაც ჩანს და მაქეთ მიდის დიკლოს გზა. ყველაზე შორს, კესელოს ციხეების პირდაპირ, თავად დიკლოს მთაა.

ესეც იგივე ხედია, ოღონდ აქ დიკლოს მთა უფრო კარგად ჩანს. ფოტო ჟველურთიდანაა გადაღებული.
თუშური შთაბეჭდილებები
ესეც საბუე. ეგ სოფელი გომეწარშია, ჟველურთის გადაღმა. ჩიგლაურთის ზევით რომ მთა ადის, იმის მეორე მხარეზე. თუმცა სოფელი ნაკლებად ეთქმის, რადგან სულ ორი ოჯახი ცხოვრობს - გურამ (ზევით) და ბადრი გუთანაიძეები და ამ ოთხიოდე წლის წინ ეგენიც კინაღამ წაიღო მაგ ზავალმა.
ეგ სოფელი 19-ე საუკენეში ლეკთა თარეშის გამო დაცლილა, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ ეს ძმები მოხუცი მამის დაჟინებით, კვლავ მიბრუნებიან წინაპართა ნაფუძარს.
გახსოვთ ვაჟას *ბახტრიონში* ზეზვა გაფრინდაული რომ ეუბნება ლუხუმს, *მეც მაგონდება ბევრი რამ,/ ერთი კი უფრო ცხადადა,/ ერთხელ, საბუის ბოლოს,/ ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა./
არ ვიცი, მაგ საბუეზეა ლაპარაკი თუ ყვარლისაზე, მაგრამ მგონი, ეგ უნდა იყოს.

ესეც უძიროს ტბა თავისი დეკიანებით, ოღონდ მაგის სხვა უფრო უკეთესი ფოტოები არა მაქვს.
თუშური შთაბეჭდილებები
amuri
ამ სურათს შენ გიძღვნი - თანამედროვე ამორძალები ანუ თუში ქალები. თუ გინდა, მაგათ მიბაძო, მაშინ ცხენზე ჯირითიც უნდა ისწავლო.
ეგ პირველი სტუმრობისასაა გადაღებული, სწორედ საბუეში მივდივართ. იქ ფერიცვალებას დაგვპატიჟეს და ლამის მთელი სოფლის ახალგაზრდები და კაცები წამოვიდნენ. ესეც თუშთა სტუმარმასპინძლობის კიდევ ერთი დასტური -ისინი მიიჩნევენ, რომ თუშეთი ერთი ოჯახია და სტუმრობა ნებისმიერ დროს შეიძლება. ერთი 20-25 კაცი მაინც მივადექით სტუმრად, მაგრამ ოდნავადაც არ შეფიქრიანებულან. ერთი ცხვარი და მისი ჯანი...
თუშებში ყველა ქალმა იცის ცხენზე ჯდომა. ამ სურათზე მარჯვენა კუთხეში რომ ქალია, თავიდან მაგას ცხენი დაუფრთხა და შეჯდომა შეეშინდა. იქვე, ღობის კუთხეში შუახნის ქალი მიმჯდარიყო და იცით, როგორ გაუბრაზდა ამას, ცხენის როგორ გეშინიაო?! ამაზე გამეცინა და ვკითხე, თქვენთან ყველა ქალმა იცის ცხენის ჯირითი-მეთქი? მაააშ! - ისე გაკვირვებით მიპასუხა და ისეთი თვალებით ამომხედა, მივხვდი, ძაან უადგილოდ დავაბრეხვე და სასწრაფოდ დავაჭირე ენას კბილი
ასე მგონია, ცხენზე ჯდომისას თუშ ქალებში წინაპართა სისხლი იღვიძებს - ისეთი კუშტი სახეებით დააჯირითებენ ცხენებს, თითქოს საომრად მიდიოდნენ.
ერთხელ ცემი რძლის დისშვილი რომ ვახსენე - თამრო ბაშინურიძე, ეს პირველკლასელი ბავშვი ოღონდ ცხენზე დაგეჯინა და საჭმელს არ ჭამდა. ერთხელ საბუეში სწორედ ცხენზე საკატაოდ გაეკიდა ცხენოსნებს და ეგრეა თითქმის ყველა გოგო.

ეს უკვე გომეწარია. ალბათ, ჩვენს გაღმით, დაბლა სახლებს არჩევთ - ეგ გოგრულთაა. მაგის გაღმა დოჭუა, მაგრამ ეგ ისეც პატარა სოფელია, აქ კი ცხენებიც ეფარებიან და არც ჩანს. მარჯვენა ზედა კუთხეში, ზუსტად განაპირა მხედრის თავთან რომ მოთეთრო ადგილია, მანდ ბოჭორნაა, ყველაზე მაღლა მდებარე თუშეთში, მაგრამ კადრში ვერც ეგ მოხვდა, როგორც ილიურთა, რომელიც საპირისპირო მხარეს, მარცხნივაა. სამაგიეროდ, კარგად ჩანს გომეწრის სიღმეში მიმავალი სამანქანო გზა.
თუშური შთაბეჭდილებები
გურული,
მე თუ არ მეშლება, სონეხას წვერი ომალოს განათებული ადგილის პირდაპირ რომ შუაში, თამამი ზორბა მთაა ის უნდა იყოს, რომ ავედით, ასე მახსოვს რომ ჩვენ დაბლიდან რაც მწვერვალი გვეგონა ის არ აღმოჩნდა, კიდევ წავედით დაახლოებით სწორზე, თან ფორმითაც იმას მაგონებს... მარა 1989 წლის ამბავს ვიხსენებ და რა ვიცი, დამეჯერება??