თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by ilia » 28 ნოე 2005, 00:44

guruli
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ექსკურსიისთვის. იმედია, ოდესმე მექნება ბედნიერება ადგილზე ვიხილო ის რაც შენს სურათებზეა.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 28 ნოე 2005, 11:58

გურული,

რა დეტალებში გცოდნია ყველაფერი!! ყველაფრის სახელი გიკითხავს და რაც მთავარია დაგიმახსოვრებია!! რესპექტები!! თუში არა ვარ მარა ამ კუთხის ასე შეყვარებისთვის მეც კი მინდა მადლობა გითხრა :)

კერეს ჩანჩქერი რომელია? ისე აღწერ, ზედ გზაზე რომ გადმოდის, მანქანებს რომ ქვეშ შეუყენებენ ხოლმე თუში მძღოლები, ის უნდა იყოს ჩემი აზრით ხო?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 28 ნოე 2005, 13:42

ilia
აქ ყველა ისეთი გამოცდილი მოგზაურები მგონიხართ, ნამდვილად გამიკვირდა, ეგეთ სამოთხეში აქამდე როგორ არ წახვედი.
Gvalva
ზედ გზაზე რომ გადმოდის, მანქანებს რომ ქვეშ შეუყენებენ ხოლმე თუში მძღოლები, ის უნდა იყოს ჩემი აზრით ხო?
არა, კერეს ხევი მანამდეა. მაგ ჩანჩქერის დავიწყება შეუძლებელია, იმდენად დიდი და ლამაზია. შენ რომ ამბობ, ის პატარა წყაროა, განწმენდის წყალს თუ რაღაც მაგდაგვარს ეძახიან თუშები. იგი კახეთ-თუშეთის საზღვარზეა და მის წვეშ დაყენება უფრო სახალისო რიტუალია - ვინც თუშეთში მიდის, ამ წყალით უნდა გაიწმინდოს და ცოდვები კახეთში დატოვოსო. ამიტომ მძღოლები განგებ აჩერებენ მის ქვეშ მანქანას და მგზავრებს წუწავენ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 15:08

ვაგრძელებ სურათების გამოგზავნას. ესაა კესელოს ციხეები ზედა ომალოში.
თავიდან მაქ 13 ციხე ყოფილა. ომის დროს, გერმანელები რომ კავკასიონს მოდგომიან, რუსებს ეგ ციხეები დაუნაღმიათ, ვითომ მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, მაგრამ ისინი რომ უკან გაუბრუნებიათ, მაგ ბარბაროსებს ციხეების განაღმვა დაზარებიათ და... პირდაპირ აუფეთქებიათ! :shock: მეტ-ნაკლებად საღად 2-3 გადარჩენილა, მაგრამ ახლა თავად თუშები აშენებენ. ბოლო ყოფნისას 4-5 იყო აღდგენილი და მერე კიდევ მიუმატებდნენ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 15:14

ეს თავად ზედა ომალოა, კესელოებიდან გადაღებული კოშკების ფონზე. ქვედა ომალოს ანუ ბოსელ-ომალოს (როგორც თუშები ეძახიან) პატარა გორი ფარავს, სულ ბოლოს, ტყის პირას წაგრძელებული თეთრი შენობა კი ეუთო-ს მისიაა

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 15:19

ეუთო-ს შენობის ზევით, მარცხნივ გზა რომ გადადის ხევში, ეგ მიდის შენაქო-დიკლოსკენ. ესენიც კესელოებია, ძირითადად ახალაღდგენილი კოშკები.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 15:25

ესეც კესელოს ერთ-ერთი აღდგენილი ციხე, მაგის პიდაპირ - ხისოს ალაზნის ხეობა და ცერის უღელტეხილი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 15:27

კესელოს ციხეები სამხრეთიდან.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 15:40

გადავიდეთ შენაქოზე. ეს სოფლის ბოსლებია. თუშებს წესად ჰქონიათ, საქონლის ბინებს ანუ ბოსლებს სოფლის სიახლოვეს აკეთებდნენ და ზამთარში მთელი ოჯახი იქ გადადიოდა თურმე საცხოვრებლად. კახეთში ჩამოსახლების მერე ეს წესი მოიშალა, თუმცა ბოსლები სახელად მაინც დარჩა. სხვათა შორის, ეგეთი ბოსლები ყოფილა ქვედა ომალოც და იმიტომაც ეძახიან ბოსელ-ომალოს. რაც შეეხება ამ სურათს, იქაურობა ძალიან ლამაზია და თითქოს გამზადებს იმ სილამაზისთვის, რომელიც თუშეთის მარგალიტად წოდებული შენაქოს სახით (დიკლოსაც ეგრე ეძახიან) წინ გელოდებათ. სათიბებისა და შენობების ზევით, ტყიანი მთისკენ რომ გზა მიდის, ეგ დიკლოს გზაა. სურათის მარჯვენა დაბალ კუთხეში რომ გზა ჩანს, მანდ პატარა ბექობია. როგორც კი იმას გაცდებით, ზედ თავზე წაადგებით შენაქოს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 16:08

...და დაინახავთ ამ სილამაზეს.
შენაქოში ის მომეწონა, რომ აქ ძველი და ახალი სტილი ერთმანეთშია არეული - ქვის ლოდებით დახურული სახლის გვერდით თუნუქის ჟეშტიანი დგას, ყორედ ნაშენებ სახლთან - ხისა, თანამედროვე აივნების გვერდით - ძველებური, ხელით გამოყვანილი ჩუქურთმებით მორთული...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 16:16

ესეც შენაქოა, დიკლოს მხრიდან გადაღებული.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 16:33

შენაქოს ეკლესია, რომელიც დღეს გაპარტახებულია. სწორედ ამის შესასვლელთანაა მარმარილოს ის თეთრი ფილა, ამას წინათ რომ ვწერდი და რომელზეც ასეთი წარწერაა - ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია.
რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, თუშეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესია პირველად კომუნისტებს აუშენებიათ - სულ 5, მაგრამ დღეს იმათგან მოქმედი მხოლოდ ერთია - ილიურთაში, სხვები კი ასე გაჩანაგებულია. საოცარი კონტრასტია - თუშები ქრისტიანობენ, მაგრამ ეკლესიებს არ უვლიან, ამ დროს კი საოცარი მოწიწებით ეპყრობიან თავიანთ სალოცავებს. სალოცავის ტერიტორიიდან კენჭს არ აიღებს არავინ, ხატის საკუთრებააო. არც ქალი მიეკარება სათოფეზე, რადგან ესეც აკრძალულია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 17:09

ესეც დიკლოს ნაციხარი ფიჭეხის ქედზე... მის უკან, გაღმა - ერთ-ერთ წინა სურათში ნაჩვენები ბუფერული ზონა და ლეკთა სოფლები - ჭერო და ინცუხი.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 29 ნოე 2005, 17:18

გურულო, შენ გაიხარე!! როგორც იქნა იმ თუშეთამდე მიხვედი მე რომ ვიცნობ :) კესელოები უკვე ვიცანი, და ქვემო ომალოც. აქეთ შენაქოსკენ ხომ საერთოდ!!
განსაკუთრებით http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?p=8913#8913 სურათი მომეწონა, "აქედან გადახვალ და შენაქოს დაინახავო" რომ წერ. მანდ მარცხნივ რომ გოლიათი მთის ძირი ჩანს, სონეხას წვერი უნდა ერქვას, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მთაა, მაგაზე ავსულვარ და იქედან გადამიხედია. შემდეგ სურათზე, მარჯვენა მხარეს, ნაძვნარი უნდა იყოს, რომელიც აღმოსავლეთით პირდაპირ შენაქოს უყურებს. მანდ გვქონდა ბანაკი, 1 კვირა მანდ ვცხოვრობდი. უკვე ისე ვიყავი დახატვა მინდოდა ამ ულამაზეცი, ბორცვზე შეფენილი სოფლის, რომლისთვისაც ეგ ეკლესია დიდი არაფერია მარა მაგრად კი ამშვენებს. შენაქოდან ბოსლებისკენ რომ გზა ჩადის, იქ ჭა ქონდათ და სოფელი იქედან იღებდა ცივ და გემრიელ წყალს, შიგ კარგა დიდი თევზი ყავდათ, წყალი რომ სუფთად შეენარჩუნებინათ. შენაქოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფელი იყო, მარა სახელი არ მახსოვს, ჭირიან სოფელს ეძახდნენ, ჭირს გაუწყვეტია სოფელი და ნანგრევები იყო დარჩენილი.

კიდევ, ციცაბო ტყიანი ფერდები მახსოვს მდინარემდე ჩასასვლელი. ეს მდინარე უკვე პირიქით მიდის, ანუ დაღესტანში გადადის და თუშებს მაშინ ბადეები ქონდათ, საქონელი ან ადამიანი თუ ჩაიჩეხებოდა რომ მოენახათ. მახსოვს მე რომ ვიყავი მაშინ ჩოჩქოლი იყო, ვიღაცას შეშის საჭრელად წასულს ვერ პოულობდნენ და ლაპარაკობდენ ბადეები ვნახოთო, თუ რამე უბედურებაა იქ მიიტანდაო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 29 ნოე 2005, 19:13

სურათებზე ეს ნაციხარი უბრალო ნანგრევად მოჩანს. მხოლოდ ეზოში შეგიძლიათ იგრძნოთ მისი ჩანგრეული სიდიადე. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ - ნანგრევების მიუხედავად, მაინც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და გრძნობ, ოდესღაც რა გრანდიოზული რამე იქნებოდა, რომელიც ამაყად, მრისხანედ გადაჰყურებდა ჩრდილო-აღმოსავლეთს და ფხიზელ დარაჯად ედგა საქართველოს. დაღესტანიდან მოქნეულ მახვილს პირველად სწორედ იგი ისხლიტავდა.
იგი ზედ სერზეა აშენებული, სტრატეგიულად ჩინებულ ადგილას. ლეკთა მხრიდან იმდენად ციცაბო ფერდობებია, ამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია - იქ მხოლოდ ჯიხვი იკიდებს ფეხს. მაინდამაინც სწორი მისადგომი არც დღევანდელი დიკლოს მხრიდანაა - კაი ხელაზე აქედანაც კლდოვანი ფერდობებია დასალაშქრავი. თავად მასთან მისასვლელი ბილიკიც იმდენად ძნელია, დაახლოებით 100-200 მეტრში ცხენით წასვლა შეუძლებელი გახდა. ერთგან ორ ლოდს შუაა ასაძრომი, სადაც გაჭირვებით თუ აფოფხდები...
მაგრამ 1832 წელს, ახალი წლის დღეებში ეს აუღებელი ციხესიმაგრეც დაცემულა - იგი ერთთვიანი ალყის შემდეგ აუღია ლეკთა 10-ათასიან ლაშქარს. მაშინ იმდენად დიდი ზამთარი ყოფილა, თურმე თავდასხმას არავინ ელოდა - ლეკთა მხარეში ხომ ერთადერთი საცალფეხო ბილიკი გადადის, სადაც ცხენებს ახლაც უჭირთ გავლა და ძირითადად ვირებით დადიან. მაგრამ ეს ლეკებმაც მშვენივრად იცოდნენ და სალაშქროდ განგებ შეურჩევიათ ის ყიამეთი ზამთარი...
იმ დროს დიკლო ძალიან დიდი სოფელი ყოფილა. ზოგი ცნობით, მაშინ სიმაგრეს 600, ზოგითაც - 800 მცხოვრები აფარებდა თავს, მაგრამ ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბრძოლისუნარიან მამაკაცთა უმრავლესობა ზამთარში ყიზლარში ყოფილა ცხვარში, სოფლის დასაცავად კი 18 მეციხოვნე დაუტოვებიათ...
...ბუნებრივია, ძალები აშკარად არათანაბარი იყო, მაგრამ განწირული სოფელი მთელი თვე იგერიებდა მომხდურს. თუმცა ბოლოს ძალამ მაინც დახნა აღმართი და თუშთა თავგანწირვამ ამაოდ ჩაიარა - მტერი გალავანში შეიჭრა, ხალხი კი კოშკებში შეიკეტა იმის მოლოდინში, როდის შეუმტვრევდნენ კარებს. იქ გადარჩენაზე არავინ ფიქრობდა - გაცოფებულ ლეკთაგან დანდობას არავინ ელოდა. მათ მხოლოდ ის მიზანი ამოძრავედათ, კოშკის კარებში რაც შეიძლება მეტი მტერი ჩაეკლათ და სოფლის აკლება რაც შეიძლება, ძვირად დაესვათ. თუშებს დღესაც ლამაზ, მაგრამ სულისშემძვრელ ლეგენდად შემორჩათ ერთ-ერთი მეციხოვნისა და მისი ცოლის ტრაგიკული დრამა. თურმე ცოლმა ქმარს უთხრა, ლეკთა ხელში ჩავარდნას მირჩევნია, მე და ჩემი შვილები შენი ხელით მოვკვდეთო... ქმარმაც აუსრულა თხოვნა, რადგან ეს ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია, თუმცა მის სულიერ მდგომარეობას იოლად წარმოიდგენთ... მორალურად განადგურებულმა კაცმა კოშკის კარები გააღო და ფიზიკური სიკვდილის საძებნელად მარტო გაუხტა მტერს ეზოში...
ამ ციხის აღებაზე კიდევ ერთი, არანაკლებ ამაღელვებელი ლეგენდაა შემორჩენილი. დიკლოელებს ციხეში ერთი გასათხოვარი, მთელ თუშეთში სილამაზით განთქმული ქალიც ჰყოლიათ. მისი ამბავი ლეკთა ბელადსაც სცოდნია და ცოცხლად შეპყრობა უბრძანებია, ცოლად მინდაო. ასეც მოქცეულან და როცა ციხის აღების შემდეგ უკან გაბრუნებულან, ესეც თან წაუყვანიათ. ბელადს ქალი ერთ-ერთი ნაიბისთვის ჩაუბარებია და უბრძანებია, თვალის ჩინივით გაფრთხილებოდა, რადგან საკუთარი თავით აგებდა პასუხს. როცა ზემონახსენებ საცალფეხო ბილიკზე დამდგარან, ქალს ეშმაკობა უხმარია და ნაიბისთვის უთქვამს, შენც თუ არ მომკიდე, მხოლოდ ამის იმედად ამ ციცაბოზე გავლა მეშინიაო. გახარებული ნაიბი, ოღონდ ამის გული მოეგო და უარს როგორ ეტყოდა და მაშინვე ჩაუკიდია ხელი! ქალის სიტყვები თუშურად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამ მნიშვნელობით უთქვამს, კლდევ, ბურუსთა ანუ ლეკთა ხელში ჩავარდნას მირჩევნია, შენ მოგაბარო ჩემი თმებიო, ხევში გადამხტარა და ორივე თან გადაუყოლებია.
ეს ამბები არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარა, ყველაფერი უძველეს ისტორიულ წყაროებში იყოს საძიებელი. ტყვედ წაყვანილთაგან ბევრი ნათესავებს გამოუსყიდიათ, ზოგი - რუსებს გაუთავისუფლებიათ, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც ტყვეობაში დარჩენილა. წლების შემდეგ ბევრს საქართველოში ნათესავებიც მოუძებნია. თურმე, დაღესტანში დღესაც ცხოვრობენ მაშინ გატაცებულთა შთამომავლები.
ამ ისტორიაში ჩემთვის ბევრი რამეს გაუგებარი. მაგალითად, რატომ არ მიეშველნენ დიკლოელებს სხვა სოფლებიდან? არადა, ის ჯარს დიკლოს აღების შემდეგ შენაქოზეც გაულაშქრია და თუშთა ლაშქარს სწორედ იქ დაუმარცხებია და უკუუქცევია მტერი. საინტერესოა, რატომ არ მიეშველნენ თავიდან? მით უფრო, შენაქოში მილიციელთა 100-კაციანი რაზმიც მდგარა. ამ ისინი რას ელოდებოდნენ? მერე სწორედ ამ ჯარზე ამტყდარა მთელი სასამართლოები თუშთა მხრიდან და ერთი ამბები, მაგრამ რაღა დროს...
სამწუხაროდ, ამ კითხვებზე სასაუბროდ ვერ მივიცალე და სამომავლოდ გადავდე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]