პირველ რიგში სალამი მეგობარ ფორუმელებს, აწ უკვე გაკარაველებულებს გეტყვით რომ თქვენი ანგარიშები აქტიური და მობრძანდით, წერეთ, იმოგზაურეთ
მანქანების რაოდენობა შთამბეჭდავია... მერამდენედ ვხედავ ადგილობრივების დაბნეულ სახეებს, შეშით დატვირთული მანქანის გვერდით რომ დგანან და უყურებენ ამდენი მანქანა როგორ წვალობს

, ყოველთვის აინტერესებთ "რატომ??"
ჩვენ კიდევ, ქალაქში დარჩენილებმა, ჭუნა, ტომამ და მე ვთქვით რომ მოგვბეზრდა ამდენი ხინკალი და მწვადი, მოდი სადმე ვიკოქტეილოთო, და გავედით საკოქტეილოდ... ამ დროს მირეკავს ილია და ამბობს, ან შენ მოხვალ აქ, ან ჩვენ მოვალთ შენთან, ნუ გეშინია, ბევრი არა ვართ, 11 მანქანა ვართო... მაგისთანები აცხადებულა?! ფეხი არ მოიცვალოთ!!-მეთქი... გადავდეთ კოქტეილები და ეჰ, ისევ ხინკალი... ისევ მწვადი ...
ბოდიში ყველა კარაველს და ჯერ არ კარაველს, რომ შემოგიერთდით უკვე ისეთი სტადია და ისეთი განლაგება იყო, ხეირიანი გამარჯობაც ვერ გითხარით ყველას
ისე, მწვადი, ხინკალი და თქვენი საზოგადოება კაი იყო
