თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 17:32

kotetbeli
ზვავების სურათებიდან შუაში და მომდევნო ფოტოზეც მელიის კუდივით წაგრზელებულ ბილიკს იცნობდი, იქამდე ფხიზელი თუ ადი :lol: - აბანოს ხევიდან გომეწარში გადასასვლელი მოკლე გზაა, სოფელ ვესტმოში ჩადის. აბანოს ზევითაა მაგის გადასახვევი. ცერისკენ, პრაქტიკულად, ყველაზე რესკი მოსახვევი სწორედ მაგ გადასახვევშია. მოსაბრუნებლად მანქანა ორჯერ მაინც იხევს უკან და საბურავი ლამის ხრამზე გადაეკიდება ხოლმე. არადა, რამდენიმეკილომეტრიანი ხრამია. ჩემი აზრით, ყველაზე საშიში მოსახვევი ეგაა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 17:48

amuri
წინა სურათში ხომ ჩანს, ბილიკი როგორ გადადის მთიდან მთაზე, ეგრეა სამანქანე გზაც - სპირალივით ეხვევა და მთიდან მთაზე გადასვლით მიიწევს უღელტეხილისკენ.
მომდევნო სურათებიც აბანოს ხევისაა ანუ ცერზე ასვლამდე და ყველას უკომენტაროდ გთავაზობთ


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 18:01

..............







User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 18:53

ეს უკვე ცერის იქითაა გადაღებული, როგორც კი უღელტეხილიდან დაეშვები. მაგ ადგილს ხშირი წვიმების, ნისლის და თოვლის გამო ციმბირს ეძახიან. ერთხელ მძღოლი გვიყვებოდა, წლეულს პირველად რომ ამოვედი, ამ ადგილებში ჭერეხივით ეყარა დახოცილი ძროხაო. თურმე იმდენად დიდი სეტყვა ცოდნია, ძროხასაც კი ეგრევე უტეხავს ხერხემალს და თავის ქალას...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 18:57

თქვენის ნებართვით, შიდათუშეთის რამდენიმე სურათსაც გთავაზობთ. ეს სოფელი საჩიღოლოა გომეწარში, რომელსაც თევზაობისას მოულოდნელად მივადექით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 19:01

ესეც ის მდინარე, სადაც ვთევზაობდით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 19:09

ესეც დიკლოს გადაღმა ლეკთა სოფლებია - ჭერო და ინცუხი. შუაში თეთრ ლაქებად რომ მოჩანს, ეგენი სახლებია. იმდენად უბადრუკი ნაგებობებია, რომ არ ეთქვათ, ვერც მივხვდებოდი, სახლები თუ იყო. ორივე სოფელში დაახლოებით 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. სულ აქეთ, განაპირას რომ მთა მოჩანს, ეგაა ის სერი, რომლის ჩაყოლებაზეც დიკლოს ნაციხარია. მაქ ჩვენი მესაზღვრეები დგანან, სულ ბოლო მთებზე - რუსები, რადგან სახელმწიფო საზღვარიც იქ გადის. ეგ ტერიტორია, სადაც ლეკთა სოფლებია, ბუფერული ზონაა, თუმცა ლეკები იჩემებენ. ოღონდ ამ დავაში ერთ რამეს ვერ მოუძებნეს ახსნა - თურმე მიცვალებულები იმ მთის გადაღმა გადაღმა გადაჰყავთ, ხუშეთში, და აქ არ მარხავენ, გიაურთა მიწააო. ჩვენებიც ამაზე ედავებიან, თუ თქვენი მიწაა, აქ რატომ არ მარხავთო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 19:15

მაგ სოფლების პირდაპირ, დიკლოსა და მთავარ სერს შორის რომ გორი ჩამოდის (სურათზე მისი ნაწილი ჩანს), მაგის გაღმა, მთავარი მთის ფერდობზე ლეკთა კიდევ ერთი სოფელია, ოღონდ დიკლოს სერიდან არ ჩანს. როგორც ამბობენ, ის ბევრად დიდი ყოფილა. აქედან მხოლოდ სათიბები ჩანდა და იმათი მიხედვითაც ჩანდა, დიდი რომ იქნებოდა. ოღონდ ეგ ადმინისტრაციულად დაღესტანის ტერიტორია ყოფილა.
დღეს ამით დავამთავრებ და უახლოეს დღეებში კიდევ დავდებ რამდენიმეს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]